მოგზაურობა ჩინელმა პენსიონერმა ცოლ-ქმარმა 40 ქვეყანაში იმოგზაურა 2020, 8 იანვარი, 18:33 საპენსიო ასაკი შეიძლება არ გამოიყურებოდეს, როგორც ცხოვრების ყველაზე წარმტაცი პერიოდი. თუმცა გააჩნია ვისთვის; ჩინელმა პაპა-ბებიამ მტკიცედ უარი თქვა მოწყენილ ერთფეროვან ცხოვრებაზე, ახლა კი მათ პასპორტებში საკმარისი ადგილი აღარ დარჩა მორიგი შტამპისთვის. ჩჟან გუანჯუმ, რომელიც უკვე 71 წლისაა და მისმა მეუღლემ 68 წლის ვანგ ჩუნძინმა ისეთი რამ გადაწყვიტეს, რასაც ბევრი ახალგაზრდა ვერ გაბედავდა, დატოვეს კომფორტის ზონა, ქვეყანა, სადაც მთელი ცხოვრება გაატარეს და დაიწყეს მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა. მოგზაურობის დროს მათ 40-ზე მეტ ქვეყანა მოინახულეს. ევროპა, აზია, სამხრეთ ამერიკა - ჩინელმა ცოლ-ქმარმა იმოგზაურეს ჩვენი პლანეტის ისეთ კუთხეებში, რომლებზეც ზოგი მთელი ცხოვრება ოცნებობს. მათ შორისაა საბერძნეთი, პორტუგალია, ნიდერლანდები, ბელგია და ჩეხეთი. ისინი ასევე იყვნენ აშშ-ში და მექსიკაში, კუბაში, კანადაში და რუსეთშიც . მაგრამ ყველაზე გასაოცარი ის არის, რომ ჩჟანი და ვანგი არ არიან ჩვეულებრივი ხანდაზმული ტურისტები, რომლებიც მთელს მსოფლიოში ჯგუფებამ მოგზაურობენ გიდის თანხლებით. ისინი უარს ამბობენ კომფორტზე-ეს იქნება სასტუმროები თუ ტურისტული მარშრუტები. ამის ნაცვლად, ისინი ატარებენ კომფორტულ ფეხსაცმელს და ზურგჩანთებს, რომელიც სავსეა საჭირო ნივთებით. ჩინურის ენის გარდა, პენსიონერები მხოლოდ დამტვრეული ინგლისურით საუბრობენ, მაგრამ ენის ბარიერმა ისინი ვერ შეაჩერა. ამჟამად წყვილი ჩინეთშია, მაგრამ მათ აღარ შეუძლიათ სახლში ჯდომა. ისევ ზურგჩანთით აკიდებულები ამჯერად საკუთარ სამშობლოს ქალაქებში და პროვინციებში მოგზაურობენ, იუწყება Sin Chew Daily. 52 6-ს მოსწონს
|