x
მეტი
  • 26.11.2024
  • სტატია:138467
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512118
მიხეილ სააკაშვილის თქმით ის 1 საათში აღადგენდა წყლით მომარაგებას გუდაურში

image გუდაურში ტურისტული სეზონის გარკვეული პერიოდი პრაქტიკულად ჩავარდა, დასასვენებლად ჩასული საქართველოს მოქალაქეები და უცხოელი ტურისტები ტოვებენ სამთო კურორტს, რადგან გუდაურში ავარიული ვითარების გამო წყლის მიწოდება შეწყდა, რასაც ბუნებრივია ანტისანიტარია მოჰყვა.
სასმელი წყალი წყალმზიდი ტრანსპორტით მართალია მიეწოდებოდა დამსვენებლებს, მაგრამ როცა ადამიანი ფულს იხდის დასვენებაში მას სჭირდება სათანადო პირობები და წყლის რიგში დიდხანს არ ჩადგება.
ამინდმაც დააღალატა დამსვენებლები, თოვლის საფარი პრაქტიკულად უვარგისია მოთხილამურეებისათვის.
ტურისტების წასვლა ცუდად აისახება საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე, წასულმა ტურისტებმა არა მგონია დადებითად შეაფასონ გუდაურში გადატანილი ვითარება.
გუდაურში არსებულ სიტუაციას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა: " მე 1 საათში მოვაგვარებდი გუდაურში წყლით მომარაგებასო"!
ჩვენი ყოფილი პრეზიდენტი სანტექნიკოსი არ იყო, რამდენადაც ვიცი და მით უფრო 1 საათში ამხელა პრობლემის მოგვარებას როგორ მოახერხებდა საინტერესოა.
თუ საქართველოში პრობლემების მოგვარება უნდოდა ვინ უშლიდა ხელს, დარჩენილიყო აქ და ყოფილიყო ოპოზიციაში, რომ დაადო თავი და უკრაინაში გაიქცა, თან არც კი დაფიქრებულა ისე მიიღო უკრაინის მოქალაქეობა.
image

0
105
8-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
105