x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ფინეთის მთავრობამ უარყო ჭორი სამუშაო კვირის 4 დღემდე, ხოლო სამუშაო დღის 6 საათამდე შემცირება
image


ფინეთის მთავრობა არ აპირებს ქვეყანაში 4 დღიანი სამუშაო კვირის შემოღებას, რაზეც ქვეყნის ამჟამინდელი პრემიერ მინისტრი, 34 წლის სანა მარინი, 2019 წლის აგვისტოში საუბრობდა.


”ფინეთის მთავრობის პროგრამაში არ არის ნახსენები ოთხდღიანი სამუშაო კვირა. ეს საკითხი არ შედის ფინეთის მთავრობის დღის წესრიგში, ”- ნათქვამია ქვეყნის კაბინეტის მიერ Twitter– ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.


განცხადებაში ხაზგასმულია, რომ რომ მსგავსი იდეა მოკლედ წარმოადგინა 34 წლის სანა მარინმა გასული წლის აგვისტოში გამართული დისკუსიის დროს, როდესაც ის ფინეთის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრი იყო, მაგრამ მაგრამ მას შემდეგ ამ მიმართულებით არავითარი ნაბიჯი არ გადადგმულა.



2019 წლის 17 აგვისტოს, ფინეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის 120 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ფორუმზე დებატების დროს, სანა მარინმა განაცხადა, რომ ადამიანები იმსახურებენ უფრო მეტი დრო გაატარონ საკუთარ ოჯახებთან ერთად და უფრო მეტი დრო დაუთმონ ჰობს და პირად ცხოვრებას.

შეგახსნებთ, გუშინ მსოფლიო მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ფინეთი 4 დღიან სამუშაო კვირის და დღეში 6 სამუშაო საათის დაწებას აპირებდა.


მთავარ ფოტოზე:ფინეთის პრემიერ-მინისტრი სანა მარინი

2
156
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
156
  
2020, 18 იანვარი, 3:04
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 10 იანვარი, 1:10
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2