სხვა ხანძრის შედეგად ავსტრალიის ცა აბორიგენების დროშის ფერებად შეიღება 2020, 7 იანვარი, 14:37 ![]() ავსტრალია განაგრძობს ტყის ხანძრებისგან თავის დაღწევას, მის უახლეს ისტორიაში ეს ხანძრები ყველაზე დიდი და ყველაზე დამანგრეველია, შემთხვევის ადგილებიდან მოწოდებული ფოტოები უფრო და უფრო სულისშემძვრელი და შოკისმომგვრელია. ![]() როდესაც ეს ფოტო და შედარება სოციალურ ქსელში განთავსდა, ათასობით ადამიანმა კომენტარი გააკეთა და მაშინვე ყველამ საკუთარი აზრი დააფიქსირა. "წინაპრების სულებს აშკარად სურთ რაღაცის თქმა.” "ამით ნათქვამია ის, რომ აბორიგენები საკუთარ მიწას უფრთხილდებოდნენ და უვლიდნენ. სირცხვილი ავსტრალიის მთავრობას" აბორიგენული ავსტრალიის ოფიციალური დროშა შეიმუშავეს და დაამტკიცეს 1971 წელს. დროშა არის ორი ჰორიზონტალური, თანაბარი ზომის ზოლები შავი (ზედა) და წითელი (ქვედა) ფერებით, შუაში ოქროს წრეა. შავი წარმოადგენს ავსტრალიის ადგილობრივებს, წითელი წარმოადგენს ავსტრალიის ნიადაგს და მიწას, რომელიც გამოიყენება აბორიგენულ ცერემონიებში, ხოლო ყვითელი წარმოადგენს მზეს, სიცოცხლის დაბადებას და დაცვას. ![]() დღეს ავსტრალიაში დაახლოებით 550 ათასი აბორიგენია. ეს ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 2.7% -ს შეადგენს. 107 6-ს მოსწონს
|