ფოტოგრაფია ყიყლიყო მამალო,ჩემი სხვა მეგობრები და ბევრისთვის უბრალოდ საჭმელი... 2012, 4 აგვისტო, 22:23 სოფელში ჩავედი თუ არა ჩემმა საყვარელმა ბებიამ სიხარულისგან შესძახა და გადამეხვია... მერე რომ დაჯერდა ჩემი მოფერებით ბაბუს შესძახა.. "აუუ მამალი დაკალი, მამალი, ნატა ჩამოვიდა" ... მე კიდევ ერთხელ განუმარტე ბებოს რომ ხორცს არ ვჭამ და ბებო კიდევ ერთხელ აბუზღუნდა და დაიწყო ლექციის კითხვა თემასთან როგორ შეიძლება ხორცი არ ჭამო... მეც ვეცადე ბებოსთვის ცოტა ჩემებურად გამემარტა როგორ შეიძლება ხორცი არ ჭამო და სურათების მოკლე კრებული დავუდე ცხვირ წინ, რომელიც სულ რაღაც 3 დღეში მოვაგროვე.. ბებო დაფიქრდა, მერე დარწმუნდა რომ ცხოველები მართლაც ზოგჯერ ლამაზები არიან.. მე ლექციები აღარ წამიკითხა თუმცა თვითონ მშვიდად განაგრძო ხორცის ჭამა... აი ჩემი ფოტოკრებული თემაზე "ყიყლიყო მამალო ჩემი სხვა მეგობრები და ბევრისთვის უბრალოდ საჭმელი" 90 7-ს მოსწონს
|