სხვა ქალის ადგილი საზოგადოებაში: 50- 60-იანი წლების სექსისტური სარეკლამო პოსტერები 2020, 5 იანვარი, 20:21 50 - 60- იან წლებში მარკეტინგის სამყაროს ძირითადად მამაკაცები მართავდნენ. ისინი რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ცნობილი კომპანიებისთვის ისეთი სექსისტური ხასიათის პოსტერებს ქმნიდნენ, რომლებშიც ქალები მეორეხარისხოვან, უუფლებო და დაუცველ არსებებად იყვნენ წარმოჩენილი, რომელთა გავლენის სფეროც საოჯახო საქმეების მართვას სამწუხაროდ არ სცდებოდა.წარწერა პოსტერზე – "კარგია, როდესაც გოგო სახლში გყავს". შარვლის ამგვარი რეკლამის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ქალების უმრავლესობას მამაკაცებში ცხოველური მაგნიტიზმი ისევე იზიდავს, როგორც აგრესიულობა, გამომდინარე აქედან, მამაკაცს ქალის თავზე "დგომა" შეუძლია, მას კი უბრალოდ - მონური ღიმილი.იმ დროს ქალი თავქარიან არსებად ითვლებოდა, რომელიც მზად იყო უკან მხოლოდ ისეთ მამაკაცს დადევნებოდა, რომელიც მას ცხოვრებაში მეტ საინტერესო რამეს შესთავაზებდა. მარკეტოლოგებიც ფეხსაცმელების რეკლამირებისას სწორედ ამ შეხედულებაზე კონცენტრირდნენ, როდესაც კომპანიის მთავარ ლოზუნგად შემდეგი შინაარსის მოწოდება აქციეს – "გყავდეს იქ, სადაც მისი ადგილია". ანუ ქალი საბოოლოდ სწორედ იმ კაცთან იქნებოდა, ვინც "Weyenberg"–ის ფეხსაცმელს მოირგებდა.კეტჩუპის რეკლამა: "ამ ბოთლის გახსნა ქალსაც კი შეუძლია!"ყავის რეკლამა: "თუკი თქვენი ქმარი გაიგებს, რომ ახალი ყავა არ დააგემოვნეთ... ". ამრიგად, კაცს ქალზე ხელის აწევა ყავის გამოც კი შეეძლო, რომელიც მან არ შეიძინა.სიგარეტის რეკლამა: "მიაბოლე მას სახეში და ის მსოფლიოს დასალიერშიც კი გამოგყვება"."შობას, ახალი მტვერსასრუტი მას ძალიან გაახარებს". ამ ულამაზეს კაბაში გამოწყობილ ქალბატონს, ვიწრო წელითა და მომაჯადოებელი ღიმილით მთელს ოჰაიოს შტატში მიმოფანტულ თითქმის ყველა სარეკლამო პოსტერზე ნახავდით, რომლის მთავარი ოცნებაც ცხოვრებაში ახალი მტვერსასრუტი იყო.175 შეფასება არ არის |