ორსულობა და ბავშვი კამერუნ დიასმა 47 წლის ასაკში პირველად იმშობიარა 2020, 4 იანვარი, 15:31
ჰოლივუდის ვარსკვლავმა კამერუნ დიასმა პირველად 47 წლის ასაკში იმშობიარა, ინფორმაცია თავად მსახიობმა "ინსტაგრამით" გაავრცელა.
კამერუნ დიასს და როკ-ჯგუფ Good Charotte -ს გიტარისტს, 40 წლის ბენჯი მედენსს შეეძინათ ქალიშვილი, რომელსაც რედიქსი დაარქვეს.
დიასმა აღნიშნა, რომ არ გამოაქვეყნებს სოციალურ ქსელში ქალიშვილი ფოტოს და არც რაიმე დეტალებზე ისაუბრებს, გარდა იმისა, რომ "ის მართლაც ძალზე საყვარელია".
შეგახსენებთ, კამერუნ დიასი და ბენჯი მედენი 2015 წლის იანვარში დაქორწინდნენ, ორივესთვის ეს პირველი ქორწინება იყო, წყვილმა ქორწილი ბევერლი-ჰილზში, კამერუნ დიასის ფეშენებლურ სახლში გადაიხადეს. 407 4-ს მოსწონს
|