ტელეკომუნიკაციები უკრაინაში ატომური ელექტროსადგურის ბლოკი უსაფრთხოების ავტომატმა გათიშა 2020, 4 იანვარი, 12:57 ინციდენტი 4 იანვარს დილის 05:04 წუთზე მოხდა, სამხრეთ უკრაინაში, ნიკოლაევსკის ოლქში მდებარე ატომური ელექტროსადგურის მესამე ენერგობლოკში ამუშავდა უსაფრთხოების ავტომატი, რამაც ბლოკის გათიშვა გამოიწვია.ამჟამად დგინდება მიზეზი, თუ რამ გამოიწვია ბლოკის გათიშვა, აეს-ის პერსონალი ირწმუნება, რომ რადიაცია, სახანძრო უსაფეთხოება და ეკოლოგიური მდგომარეობა სადგურის და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ნორმის ფარგლებშია. აღსანიშნავია, ბოლო წლებში სამხრეთ უკრაინის აეს-ში რამდენიმე ინციდენტი მოხდა, განსაკუთრებით საშიში იყო 2018 წლის ივნისის თვეში მომხდარი ინციდენტი.რომელმაც კინაღამ რეგიონალური კატასტროფა გამოიწვია, როგორც გაირკვა აეს-ისთვის საზღვარგარეთიდან შემოტანილი აღჭურვილობა ხარისხის ნორმებს არ აკმაყოფილებდა. 293 3-ს მოსწონს
|