x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138979
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512524
ბოლო წლების ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენები
ხელოვნური საშვილოსნო
image


ის აშშ-ში შეიქმნა, ნაადრევად დაბადებული ბავშვის ორგანოების ჯანსაღი განვითარებისთვის. ხელოვნური საშვილოსნოს ფუნქციონირების შესამოწმებლად, მასში უდღეური ბატკანი მოათავსეს. ის იქ 28 დღის მანძილზე იყო და მთელი ამ ხნის მანძილზე, ის თავს კარგად გრძნობდა. ექსპერიმენტი წარმატებით დასრულდა. მომავალში ეს აღჭურვილობა, იმ ჩვილებისთვის იქნება გამოყენებული, რომლებიც ქვეყანას 22 კვირაზე ადრე მოევლინებიან.


CRISPR (clustered regularly interspaced short palindromic repeats) გენის ტექნოლოგიაimage


ამ ტექნოლოგიის მეშვეობით, შესაძლებელია გენების «რედაქტირება», უჯრედების დონეზე. მაგ., სოფლის მეურნეობაში დაპროგრამირებული გენების გამოყენებით, უფრო სრულყოფილ მცენარეებს იღებენ. ხოლო მედიცინაში, ეს უნიკალური მეთოდი, ადამიანის ემბრიონიდან «დეფექტური» გენების აღმოფხვრაში უკვე ეხმარება.


ყველაზე უძველესი არსებაimage


ეს დიკინსონია (Dickinsonia) არის. ის დედამიწაზე 558 მლნ.წლის წინ ბინადრობდა და როგორც მეცნიერები თვლიან, სწორედ ის არის ჩვენი პლანეტის ყველაზე ძველი მკვიდრი. ეს მედუზა ან ლოქორა იყო, რომლის სიგრძე 1, 5 მ–ს აღწევდა.


ადამიანის უძველესი ნაშთები
image


ის ეთიოპიის აფარის უდაბნოში იპოვეს. ჩვენი შორეული წინაპრის ყბები და ჩონჩხი 3, 8 მლნ. წლით არის დათარიღებული და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მისი კბილები, თანამედროვე ადამიანის კბილებისგან არაფრით განსხვავდება, ანუ ეს არ არის ადამიანის კბილები, რომელიც თერმულად დაუმუშავებელ საკვებს იღებდა.


ახალი იმედის ანტიბიოტიკი
image


ასე დაარქვეს ტეიქსობაქტინს (Teixobactin), რომელსაც ანტიბიოტიკების რეზისტენტულ ბაქტერიებთან შეუძლია ბრძოლა. ზოგიერთ სუპერბაქტერიაზე, ტრადიციული წამლები აღარ მოქმედებს, რაც ზოგიერთ შემთხვევაში, ლეტალურ შედეგს იწვევს.



ზღვის გიგანტური მანტი (ეშმაკი)
image


მანტი, სკატებს შორის, ყველაზე დიდია – მისი სიგრძე, შეიძლება, 9 მ–ს აღწევდეს, ხოლო მასა – 3 ტონას. სასტიკი გარეგნობის მიუხედავად, რომლის წყალობითაც მან სახელი მიიღო, ის სრულიად უსაფრთხოა და მხოლოდ პლანქტონით იკვებება.


ყველაზე მსუბუქი ლითონი
image


რასაც ფოტოზე ხედავთ, მონტაჟი არ არის: უწონო ბაბუაწვერას თავზე, მასზე უფრო მსუბუქი ლითონის ნივთია მოთავსებული, რომელიც ფოროვანი ლითონის ქაფისგან არის დამზადებული. მისი გამოყენება ახალი სიტყვა იქნება მრეწველობაში – პირველ რიგში, საავტომობილო და საავიაციო ინდუსტრიაში.


ტვინის იმპლანტი
image


ბრაზილიელმა მეცნიერმა მიგელ ნიკოლელისმა (Miguel Nicolelis) მაიმუნის ტვინში ელექტროდები გადანერგა, რაც ერთგვარი ხიდი გახდა ცოცხალ და ციფრულ მატერიებს შორის. ცხოველს აზროვნების ძალით, მექანიკური ხელის მართვა და საგნების შეგრძნება შეეძლო.
ამ აღმოჩენას, პარალიზებული ადამიანების ცხოვრება შეცვალოს შეუძლია.


ხელოვნური დნმ–ი
image


ის ამერიკელმა გენეტიკოსმა კრეიგ ვენტერმა (Craig Venter) შექმნა და ეს ნამდვილი გარღვევა იყო ბიოლოგიის სფეროში. როდესაც ვენტერმა და მისმა ჯგუფმა ხელოვნური ქრომოსომა ბაქტერიას გადაუნერგა და ხელოვნური დნმ–ი მიიღო, აღმოჩნდა, რომ ხელოვნური არსება გაყოფისთვის და სიცოცხლის გაგრძელებისთვის მზად იყო. ეს აღმოჩენა, შესაძლოა, გარდამტეხ მომენტად იქცეს მედიცინაში.


ღმერთის ნაწილაკიimage


მეორე ნაირად მას ჰიგსის ბოზონს უწოდებენ – მეცნიერის საპატივცემულოდ, რომელიც მისი არსებობა, ჯერ კიდევ, 1964 წ. იწინასწარმეტყველა. ხანგრძლივი დროის მანძილზე, ის მეცნიერებისთვის მიუწვდომელი იყო და აღმოჩენა, მხოლოდ დიდი ადრონული კოლაიდერზე (ელემენტარული ნაწილაკების გიგანტური ამაჩქარებელი) ექსპერიმენტის ჩატარების შედეგად მოხდა. ფიზიკოსების აზრით, ჩვენს ირგვლივ სივრცე, სავსეა ჰიგსის ბოზონებით და ისინი გავლენას სხვა ელემენტარული ნაწილაკების მოქმედებაზე ახდენენ.


image

სხვა სიახლეები:


* II მსოფლიო ომის ამოუხსნელი საიდუმლოებები

* 9 რამ, რაც არ შეიძლება მშიერ კუჭზე და ის, რაც შეიძლება

* მას "წყვდიადის დედოფალი" შეარქვეს... და მისი სილამაზე, ნამდვილად რომ მომნუსხველია

* ღვიძლის გაწმენდა თაფლის საშუალებით მარტივად და ეფექტურად



0
545
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
545
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0