კახეთი სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარის, ირაკლი შიოლაშვილის საახალწლო მილოცვა 2019, 31 დეკემბერი, 22:31 „გილოცავთ შობა - ახალი წლის შემობრძანებას! მინდა, თითოეულ თქვენგანს გულითადად მოგილოცოთ 2020 წლის დადგომა! გასული, 2019 წელი მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის. ეს იყო ისტორიული წელი, რომელმაც კიდევ უფრო დაგვაახლოვა ევროპასთან, რომელიც არის ცივილიზაციის და თანამედროვე, განვითარებული სამყაროს ნათელი წერტილი. სწორედ ამიტომ, უნდა გვჯეროდეს, რომ ჩვენ ავაშენებთ ქვეყანას, სადაც ჩვენს ოჯახებს, ჩვენს შვილებს უკეთესი ხვალინდელი დღე ექნებათ… საქართველო იქნება შესაძლებლობების ქვეყანა, თავისუფალი მოქალაქეების ქვეყანა, სადაც ყველა შეძლებს საკუთარი თავის, საკუთარი იდეების რეალიზებას, სადაც ქვეყნის წარმატება დამოკიდებული იქნება თითოეული ჩვენგანის შრომაზე. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, იმ პროგრამებმა, რომლებიც სოციალური მომსახურებების, ჯანდაცვისა და მოქალაქეების მიერ შერჩეული სხვა პრიორიტეტების მიმართულებებით განვახორციელეთ, საშუალება მოგვცა, ჩვენი თანამოქალაქეების ცხოვრების დონე და პირობები, წინა წლებთან შედარებით, კიდევ უფრო გაგვეუმჯობესებინა. წამოგვეწყო სამომავლო პროექტები, რომელთა მეშვეობითაც, ჩვენი ქვეყანა და ქალაქები, ძალიან მალე ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით უფრო მეტად განვითარებული და კეთილმოწყობილი იქნება. მოქალაქეების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, კვლავ ბევრი რამ იგეგმება. ხელისუფლებას სურს, ყველა ადამიანზე აისახოს ის დადებითი ძვრები, რაც ქვეყანაში მოხდება. გისურვებთ ისეთ ქვეყანაში ცხოვრებას, სადაც ყველა თქვენი იდეის განხორციელება შესაძლებელი იქნება, სადაც ყველანი გავუფრთხილდებით არსებულს და, ამავე დროს, საკუთარი ხელით შევქმნით ჩვენს მომავალს; სადაც ყველა გავაკეთებთ ჩვენს საყვარელ საქმეს და ყველას შეგვეძლება, ჩვენი ცოდნით და გამოცდილებით ვემსახუროთ ჩვენს საყვარელ ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს. ჩვენი სურვილია, რომ ასეთი სახელმწიფო ავაშენოთ, თავისუფალი და სამართლებრივი. კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას ახალ, 2020 წელს! მაცხოვრის შობა ჩვენს გულებში განახლებისა და ნათელი მომავლის რწმენას უკავშირდება. ასეთივე განწყობით ვეგებებით ყოველ ახალ წელს ადამიანები. გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას, მშვიდობას, დღეგრძელობასა და კეთილდღეობას! პატივისცემით, ირაკლი შიოლაშვილი, პარლამენტის წევრი, სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი 136 შეფასება არ არის
|