x
მეტი
  • 01.07.2024
  • სტატია:135696
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510089
რუსის თვალში საქართველო- ქვეყანა პარაზიტი
image


საქართველო არასდროს ყოფილა რუსეთის მოკავშირე კავკასიაში.ქართველები ყოველთვის იყვნენ მოკავშირეები ყველაზე ძლიერის, ვინც არ უნდა ყოფილიყო იგი.გამონაკლისი ამ ქცევის მოდელში დღემდე არ არსებობს.


საქართველო - 500 წელი პარაზიტობისა:საქართველოს სახელმწიფოებრიობის თვითგადარჩენის პოლიტიკური მოდელი.ავტორი ანდრეი ეპიფანცევი.


2008 წლის შემდეგ გავრცელდა ხმები, რომლების რუსეთს ადანაშაულებდნენ, რომ თავისი არასწორი პოლიტიკით დაკარგა ამიერკავკასიაში ყველაზე საიმედო მოკავშირე- საქართველო.ამბობენ, რომ ისტორიულად საქართველო ყოველთვის იდგა რუსეთის ინტერესების სადარაჯოზე.ალბათ გსმენიათ, პუტინს რომ დაებრუნებინა აფხაზეთი და სამაჩაბლო, დაეშვა ღვინის ექსპორტი, მის ფოტოს დაკიდებდნენ ყველა სახლში და ურთიერთობები საქართველოსთან დალაგდებოდა და იქნებოდა ისეთი კარგი, როგორიც ადრეო.


მაგრამ ასეა კი?იყო კი საქართველო რუსეთის მოკავშირე? იქნებოდა "როგორც ადრე?" მოდით, გავერკვეთ ამაში.

დასაწყისისთვის, აუცილებელია ვთქვათ, რომ ყველას ვისაც საქართველოს ისტორია წაუკითხავს, დეჟა-ვუს გრძნობა ეუფლება, თითქოს მსგავსი სიტუაცია საქართველოს ისტორიაში უკვე იყო.არ აქვს მნიშვნელობა, ძველ ისტორიას კითხულობთთ, თუ უახლესს.გვრჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველო ყველგან და ყოველთვის ერთაირ ქცევით მოდელს იყენებს.ქვეყნის ქცევის მოდელზე ბევრი რამ აქვს დაწერილი მაკიაველს და ლევ გუმილევს.გუმილევი წერს, რომ ეთნოგენეზის პროცესისას ეთნოსის ქცევა იცვლება, თუმცა საქართველოს ქცევა 450 წლის განმავლობაში საერთოდ არ შეცვლილა.

ამ მოდელის დასაწყისს საფუძველი ჩაეყარა 16-ე საუკუნეში, როდესაც ჩამოყალიბდა ისეთი მსოფლიო წესრიგი, რომელმაც განაპირობა საქართველოს ცხოვრება შემდეგი 250 წლის განმავლობაში: საქართველო გაიყო ორმა სახელმწიფომ-ირანმა და თურქეთმა.სამეგრელო, აფხაზეთი და იმერეთი თურქეთმა წაიღო, დანარჩენი - ირანმა. იყო რთული პერიოდი, ქართველებს კლავდნენ, მონებად მიჰყავდათ..

ნამდვილად ასე იყო.იყო დავითგარეჯელი 600 ბერი, რომლებიც მოკლეს ქრისტიანობის გამო, იყო ქართველი მღვდელი თევდორეც, იყვნენ ბიძინა, შალვა და ელიზბარი, ასევე იყო შაჰ-აბასის შემოსევები.ეს ყველაფერი მართლა იყო.

თუმცა, არსებობს სიმართლის მეორე მხარეც, არ გამოძიბული და არ გაანალიზებული ისტორიკოსების მიერ.

image

ქართული თავადობა თურქეთსა და ირანში

მიუხედავად რთული სტუაციისა, ქართული თავადობა არ იყო ცუდ დღეში შაჰის კარზე.ირანში საქართველო არ იყო კოლონია, იყო ირანის ნაწილი, იქ ვრცელდებოდა ირანული კანონები, ხოლო მმართველებად ყოველთვის ინიშნებოდნენ გამაჰმადიანებული ქართველები.ქართველებს შაჰთან კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ.გადასახადები ისეთივე იყო, როგორც მთელს ირანში.წერენ ასევე, რომ გადასახადებს ამცირებდნენ იმ პირობით, თუ ყოველ წელს სტამბულში სილამაძით განთქმულ ქართველ ქალებს გაგაზავნიდნენ. ირანმა არც ქრისტიანული ელკესია გაანადგურა, უბრალოდ ჩარჩოში მოაქცია.ხშირი იყო შერეული ქორწინებები.ცნობილია, რომ ვახტანგ გორგასლის დედა ირანელი იყო.ქართველებს მაღალი თანამდებობები ეჭირათ შაჰის კარზე.

ანუ საქართველოს ცხოვრება ამ პერიოდში სულაც არ იყო ცუდი.დამპყრობლები საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მშვიდად უყურებდნენ.დაპყრობილი საქართველო მშვიდად ცხოვრობდა- ეს იყო ეფექტური სისტემა, რომელიც 200 წელზე მეტხანს მოქმედებდა და რომელიც დაეხმარა ქართველებს, გადარჩენილიყვნენ როგორც ერი და ეთნოსი.და ამ სიტუაციის შემდეგ, უცებ, საქართველო იცვლის გეოპოლიტიკურ ორიენტაციას.რატომ? რა მოხდა? -ირანი და თურქეთი დასუსტდნენ, ისინი ვერ შეძლებდნენ საქართველოს დაცვას.ქართველები მზად იყვნენ, ეცხოვრათ დამპყრობლის ზეწოლის ქვეშ, ეხადათ გადასახადები, მაგრამ დამპყრობლები უნდა ყოფილიყვნენ ძლიერები.უფროსი უნდა იყოს ძლიერი-ეს კანონია.

პრობლემა ის იყო, რომ არავინ აპირებდა საქართველოს წართმევას ირანისა და თურქეთისთვის.და საქართველომ დაიწყო ძებნა.ასეთ მფარველად იქცა რუსეთი.საქართველო ელჩს ელჩზე აგზავნიდა, ახსენებდა საერთო რელიგიას, სთხოვდა დახმარებას.რუსეთი არ თვლიდა თავს საკმარისად ძლიერად, რომ შემოსულიყო კავკასიაში.საქართველო აგრძელებდა ძებნას.სიტუაცია შეიცვალა 18-ე საუკუნის ბოლოს, როდესაც რუსეთი საკმაოდ გაძლიერდა.რაში სჭირდებოდა რუსეთს საქართველო? რეალურად, არც არაფერში, დაითანხმეს დახმარებოდა.ადამიანმა, სახელად ერეკლე 2-მ დაითანხმა, ხელი მოაწერინა გეორგიევსკის ტრაქტატზე, დაითანხმა, რომ რუსეთი დაიცავდა საქართველოს.ირანმა თავი დამცირებულად იგრძნო- ერეკლე მეორეს ირანთან ჰქონდა ყველაზე თბილი ურთიერთობა, ვიდრე ყველა ქართველ მმართველს ერთად.ის ნადირშაჰის ახლო მეგობარი იყო.ირანი ცდილობდა ერეკლე მეორეს დაკავშირებოდა, მაგრამ საპასუხოდ მხოლოდ შეურაცხყოფებს იღებდა.თითქოს ერეკლე მეორეს ყველაფერი გამოუვიდა.და იცით, რა გააკეთა პირველ რიგში, ტყვეობისგან გათავისუფლებულმა ერმა?სხვისი ტერიტორიების დაპყრობა დაიწყო.

ერეკლე მეორე ებრძვის ერევნის სამთავროს, ცდილობს რუსული არმია ჩართო ს ამ ყველაფერში.1786 წელს ერეკლე მეორე ხელს აწერს შეთანხმებას თურქეთთან, რიტაც ხაზს გადაუსვამს გეორგიევსკის ტრაქტატს-საქართველოს ყველა საშინაო საქმეები მოსკოვის გავლით უნდა გაეკეთებინა.ეს მომენტი ტრაგიკულია საქართველოსთვის.ერეკლე მეორეს ეგონა, რომ ყველას აჯობა ეშმაკობაში, თუმცა, რეალურად, მან საკუთარი თავი მოიტყუა.ეკატერინე მეორეს არ მოეწონა სეპარატისტული შეთანხმება, ტრაქტატი გაუქმდა, როდესაც რუსეთ-თურქეთის ომი უკვე გაჩაღებული იყო.ომის შემდეგ, ერეკლე მეორე ელოდა როდის მოლბებოდა რუსეთი, მაგრამ ხვდებოდა, რომ ცუდ სიტუაციაში იყო: გაიფუჭა ურთიერთობა რუსეთთან, ირანთან და თურქეთთან შეთანხმებაც ბოლო დღეებს ითვლიდა.

ამ პერიოდში ძლიერდება ირანი.ტახტზე ადის აღა მაჰმად ხანი.კრწანისის ბრძოლა წაგებულია.რამდენიმე დღის განმავლობაში კლავენ და მონებად მიჰყავთ დაახლოებით 200 000-მდე ქართველი.

ერეკლე მეორეს შემდეგ საქართველო იღვიძებს.რამდენიმე თვეში 4 რუსული ბატალიონი ჩამოდის საქართველოში, სპარსები უომრად იხევენ უკან.1796 წელს რუსებმა აღადგინეს კონტროლი საქართველოზე, ქვეყანაში შემოდის ფინანსური დახმარება.გიორგი მეთორმეტე ითხოვს რუსეთის იმპერიის შემადღენლობაში შესვლას.ასეც მოხდება.

გავაანალიზოთ საქართველოს ქცევითი მოდელი:

1. საქართველო იმყოფება დამპყრობელი ქვეყნის დაქვემდებარებაში.

2.საქართველოს ზედა ფენა უერთდება და ერწყმის დამპყრობელი ქვეყნის ზედა ფენას, მოიპოვებს ნდობას, თავს ასაღებს "მის ნაწილად" და არა ვასალად.

3. ეს ყველაფერი იმისთვის, რომ მოიპოვოს პრივილეგია-ფინანსური, ტერიტორიული-სხვა ტერიტორიებთან შედარებით.

4. ელოდება, როდის დასუსტდება დამპყრობელი.

5.იწყებს ახალი მფარველის ძებნას.

6.იწყებს ძველი მფარველის ლანძღვას, წუწუნს.აქებს ახალ პოტენციურ მფარველს, იწყებს თავის "მის მსგავსად" გასაღებას.

7. ახალ მფარველთან დებს ხელშეკრულებას.ხალხი ზეიმობს.როგორც კი მიიღებს მფარველობს გარანტიას, მაშინვე იწყებს ტერიტორიების დაპყრობას.შეურაცხყოფას აყენებს მფარველს და ისევ ეძებს ახალ "ბოსს".


image

საქართველო რუსეთის იმპერიაში

10 წლის შემდეგ, იმერეთის სამეფოს მეფე სოლომონი ხელს აწერს პროტექტორატს თურქეთთან, რითაც იმეორებს ერეკლე მეორის საქციელს.საბოლოოდ, მეფე გარბის ქვეყნიდან.პირველად, მთელი საქართველო ერთი დამპყრობლის ქვეშაა მოქცეული, თუმცა ქართველებს მაინც აწუხებთ აუხდენელი ოცნება- მიწების შეგროვება.შედეგად, რუსეთი იერთებს საქართველოს ოდესრაც დაკარგულ ტერიტორიებს და უბრუნებს საქართველოს (აჭარა, სამცხე-ჯავახეთი და ა.შ.) .ამ პროცესის შედეგად იხოცება 20 000-მდე რუსი ჯარისკაცი. რუსეთის ქვეშ იღვიძებს საქართველო, როგორც მთლიანი ერი.ქართველების უფლებები უთანაბრდება რუსებისას.არისტოკრატია თამაშობს დიდი როლს.თუ ადრე გორგასლის დედა იყო ირანელი, ეხლა რუსეთის თახთის მემკვიდრის ბებია ბაგრატიონ-მუხრანსკის შტოს წარმომადგენელია. 19-ე საუკუნეში ქართველები იმდენად შეიჭრნენ რუსულ ცხოვრებაში, რომ დაიწყეს ქართვული გვარებუს რუსიფიცირება(ციციანოვი, მაზნიევი, ბარათოვი, ანდრონიკოვი და ა.შ.), იგივეს აკეთებდნენ როდესაც ირანის მფარველობის ქვეშ იყვნენ.ნელნ-ნელა ორი ერი ერთმანეთს დაუახლოვდა, ქართველები უყვარდათ.მაგ.ამიტომაც აკრძალა ნიკოლოზ მეორემ ჩაის მოყვანა საქართველოში, რთული საქმეაო და არ მინდა ქართველები ასე დავტანჯოო, ჩაის ჩინეთიდან ეზიდებოდა.ქართველებს ძალიან მცირე გადასახადს უწესებდნენ.მაშინაც კი, როდესაც რუსეთში რევოლუციონერებს კლავდნენ, საქართველოში გახიზნულებს იჭერდნენ და შემდეგ იწყალებდნენ.ასე გრძელდებოდა 20-ე საუკუნემდე, სანამ რუსეთმაც არ დაიწყო დასუსტება.საქართველომ ისევ დაიწყო ახალი მფარველის ძებნა.

image

საქართველო მენშევიკური რეჟიმის პერიოდში

სპეციალურად არ ვწერ შესაძლებლობაზე, გამოყოფოდნენ/განთავისუფლებულიყვნენ მფარველებისგან-ასეთი პუნქტი ქართულ პოლიტიკაში არ არსებობს. მფრველების სიაში ამჯერად მოხვდნენ ძველი მფარველები, ირანი და თურქეთი და ახლები- გაერთიანებული სამეფო და გერმანია.გერმანია ყველაზე კარგი ვარიანტი იყო, მათი ინტერესები დაემთხვა ერთმანეთს.გერმანიას სჭირდებოდა კოლონია.1918 წელს საქართველო იწყებს ფარულ მოლაპარაკებებს გერმანიასთან.ამ საკითხით დაკავებულია ერთ-ერთი ცნობილი გვარის წარმომადგენელი- ფრიდრიხ ფონ შელენბერგი. 1918 წლიდან გერმანია საქართველოს მმართველის როლშია, იღებს ყველა სახის გადაწყვეტილელებს საქართველოს ნაცვლად.ფონ შულენბერგი თვითონ წერს დოკუმენტს საქართველოს რუსეთისგან გამოყოფის და გერმანიასთან მიერთების შესახებ.იმავე წლის 15 მაისს, ფოთში შემოდიან გერმანული ჯარები. 26 მაისს საქართველო აცხადებს დამოუკიდებლობას, 28 მაისს ბერლინი ცნობს მას.ამ დროისთვის თამარ მეფის მიწაზე დაახლოებით 7 000-ზე მეტი გერმანელი ჯარისკაცია მობილიზებული.ისინი იწყებენ ქართული არმიის გადაწყობას და სწავლებას.საქართველოდან ყველაფერი გააქვთ გერმანიაში.საქმეები მიდის იმდენად კარგად, რომ გერმანა უმაღლეს ჯილდოს აძლევს საქართველოს საგარეო მინისტრს, აკაკი ჩხენკელს და ნოე ჟორდანიას.

უნდა ითქვას, რომ საქართველოს მმართველების პოლიტიკური კრედოს 180 გრადუსით ცვლა და თან ასეთ მცირე პერიოდში ალბათ, ერეკლე მეორესაც გააკვირვებდა.20-ე საუკუნის რუსეთში ქართველი მმართველები ჟორდანია, ჩხენკელი, წერეტელი, ჩახაიძე და სხვა ძალიან გავლენიანი ფიგურები იყვნენ.ყველა მათგანი რუსეთის პარლამენტის წევრი იყო.ნოე ჟორდანია რუსეთის სოც-დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი იყო, წერეთელი მენშევიკური ფრაქციის ლიდერი, ფოსტის და ტელეგრაფის მინისტრი, ჩახაიძე მენშევიკების სპიკერი, ჩხენკელი საქართველოში რუსეთის წარმომადგენელი იყო. ტროცკი წერდა, რომ მათ იცნობდნენ, არა როგორც დამოუკიდებელი საქართველოს მართველებს, არამედ როგორც რუსეთის პარლამენტის წევრებს, მოსკოვის და პეტერბურგის პოლიტიკოსებს.

გავისხენოთ, რა გააკეთეს პირველ რიგში ქართლ-კახეთის სამეფოში როდესაც მიიღეს რუსეთის მფარველობა?დაიწყეს ტერიტორიების დაპყრობა. საქართველოს რესპუბლიკა?ესეც ტერიტორიების დაპყრობაა. საქართველო დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ მალევე იპყრობს აფხაზეთს, შემდეგ კი გადადის უშუალოდ რუსეთის მიწებზე, იკავებს ადლერს, სოჭს და ტუაფსეს.არმიას სათავეში უდგას გენერალი მაზნიაშვილი.ადამიანი, რომელიც რუსეთში ყველას სთხოვდა, მისთვის მიემართათ, როგორც მაზნიევისთვის და რომლის ჭრილობებს ჰოსპიტალში მკურნალობდნენ უშუალოდ ნიკოლოზ მეორეს ქალიშვილები..

ახლა მივდვართ მომენტამდე, რომლის ხსენებაც არ უყვართ ქართველ ისოტრიკოსებს-ქართულ აგრესიამდე. ისინი აღიარებენ მხოლოდ აფხაზეთის აღებას, არავინ იცის საქართველოში საქართველოს მიერ რუსული მიწების დაპყრობის შესახებ, სასკოლო ისტორიის წიგნებშიც ამაზე არაფერი წერია. როდესაც რუსეთმა შეუტია, ქართულმა ჯარმა მაშინვე უკან დაიხია, ასე ირბინეს სოხუმამდე.სოჭში და ადლერში ქართულმა ჯარმა იარაღი დაყარა და ჩაბარდა, გაქცევა ვერ მოასწრეს.აღსანიშნავია, რომ შეტევის დაწყებამდე, კაზაკებმა ტყვედ აიყვანეს გენერალი კონიეშვილი, რომელიც მთვარალი ქორწილიდან ბრუნდებოდა, რამდენიმე დღეში, სოჭში, შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი წერეთელიც დაიჭირეს.

1918 წლის ბოლოს გერმანია გასუსტდა, დაიწყო რევოლუცია, წააგო ანტანტასთან ომი და გაიყვანა თავისი ჯარი საქართველოდან.თბილისი ისევ იძულებული გახდა, მფარველი ეძებნა.ასეთ სიტუაციაში ერთადერთი ვარიანტი გაერთიანებული სამეფო იყო, მაგრამ სამეფოს საქართველო არ აინტერესებდა.

ქართული მოლაპარაკებების წარმოების ტექნიკა ცალკე დროის დათმობას იმსახურებს.ქართველებმა მთლიანად დააკოპირეს გერმანული, რუსული, თურქული, ირანული ლიტერატურული და სოციალური ლექსიკა, როგორებიცაა "დემოკრატია", "თავისუფლებისკენ სწრაფვა", "ევროპის ნაწილი", "საქართველოს ევროპული ორიენტაცია " და ა.შ.

როდეაც მიხვდნენ, რომ გაერთიანებული სამეფო წინააღმდეგი იყო ბოლშევიკური რუსეთის, ქართველებმა დაიწყეს მტკიცება, რომ იყვნენ ბოლშევიკური რეღიმის წინააღმდეგ.სწორედ მაშინ, პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორმა წერეთელმა, მეცნიერებათა დოქტორმა, წარადგინა თეზისი რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შესახებ და სთხოვდა სხვა ქვეყნებს, დახმარებოდნენ პატარა საქართველოს დიდი რუსეთთან ბრძოლაში.

საქართველომ მიაღწია იმას, რომ გაერთიანებულმა სამეფომ აფხაზეთი და კუბინსკის მიწები აღიარა საქართველოს ტერიტორიებად.იმის საბუთად, თუ რატომ უნდა შესულიყო სოჭი, რომელიც არასდროს ყოფილა ქართველებით დასახლებულიбსაქართველოს შემადგენლობაში, ქართველები პასუчობდნენ, რომ გაერთიანებულმა სამეფომ უკვე სცნო ეს მიწები ქართულ ტერიტორიად.პარალელურადбსაქართველომ გააჩაღა პარტიზანული ომი, გახსნა შტაბ-ბინა გაგრაში და აშანტაჟებდა დენიკინს, შევწყვეტთ ომს, თუ აღიარებ სოჭს და აფხაზეთს საქართველოს მიწებადო.

image

1920წელს სიტუაცია იცვლება, სომხეთი და აზერბაიჯანი შედის რუსეთის შემადგენლობაში.საქართველო მარტო რჩება და არცერთი ქვეყანა არ აპირებს მის დახმარებას.საქართველო ცდილობს მიიპყროს მსოფლიოს ყურადღება.ჟორდანია ხვდება, რომ სიტუაცია კატასტროფულია.საქართველო ისევ ეძებს მფარველს.რუსეთი კი სულ უფრო ძლიერდება და აკეთებს იმას, რაც საქართველოს არასოდეს დაესიზმრებოდა- იწყებს ომს გაერთიანებულ სამეფოსთან, საქართველოს არსებობის ერთადერთ გარანტთან.რუსეთი გაძლიერდა და საქართველო ეხლა რუსეთის სთხოვს მფარველობას.სტალინთან მიდის გრიგოლ უროტაძე, მისი თანამებრძოლი და თანამესაკნე.სტალინი აღიარებს საქართველოს.ერი ზეიმობს. ჟორდანია ფიქრობს, რომ კრიზისმა ჩაიარა, რომ რუსეთის შემდეგ საქართველს სხვა ქვეყნებიცაღიარებენ.

1921 წელს რუსეთი აფორმებს სავაჭრო ხელშეკრულებას გაერთიანებულ სამეფოსთან, რომლის მიხედვითაც მას ეკრძალება საქართველოს დაცვა.1921 წელს წითელი არმია შევიდა საქართველოში და ერთმა ქართველმა, ორჯონიკიძემ, მეორე ქართველს, სტალინს, ტელეგრამა გაუგზავნა: ტიფლისის თავზე წითელი დროშა ფრიალებსო..საქართველოს კიდევ ერთი ციკლი დასრულდა და მან ზუსტად გაიმეორა თავისი ქცევითი მოდელი, სრული სიზუსტით.

image

საქართველო საბჭოთა დროს

სტალინმა საქართველოს გადასცა აფხაზეთი და ჩრდ.ოსეთი. დაიწყო საქართველოდან უცხოელების გაძევება, უცხოელზე გათხოვილი ქართველი ვერ შემოდიოდა საქართველოში, ქვეყნიდან უშვებდნენ სომხებს.ამ ყველაფერს სათავეში ედგა შალვა ოკუჯავა, რომელიც 30 წლის შემდეგ დაწერს გენიალურ " ახ არარატო, ჩემო არარატო"-ს. შემდგომ ქართველებს ასტიმულირებდნენ, გადასახლებულიყვნენ აფხაზეთში, ამას თავად ბერია ხელმძღვანელობდა.მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, საქართველო იკავებს განსაკუთრებულ ადგილს რუსულ ცხოვრებაში, ყველა "ორერას" და "მზიურს უსმენს. საქართველომ კურორტული ზონის ხარჯზე დაიწყო კარგად ხოვრება.თუმცა, იყო კიდევ ერთი მიზეზი, რომლის ხსენებაც ქართველ ისტორიკოსებს არ მოსწონთ:საბჭოთა კავშირში ყველა თანაბარი იყო, მაგრამ ქართველს შეეძლო გაებედა უფრო მეტი-ჩრდილოვანი ეკონომიკის და კანონიერი ქურდების ხარჯზე.საქართველოში იმაზე მეტი ქარხანა იყო ვიდრე მთელს რუსეთში, იგივე შეიძლება ითქვას კანონიერ ქურდებზეც-80% ქართველი იყო.

რატომ იყო რუსეთი ასე კარგად განწყობილი ქართველების მიმართ? არსებობს რამდენიმე სავარაუდო პასუხი:1. საქართველო იყო საკურორტო პატარა სამოთხის როლში.2. საქართველოს მთავრობა, მჟავანაძე და შევარდნაძე, ქვეყნის ინტერესებს იცავდნენ და ამიტომ შეაყვარეს თავი რუსებს.გავიხსენოთ თუნდაც შევარდნაძის სიტყვები, საქართველოსთვის მზე ჩრდილოეთიდან ამოდისო.

ასე გაგარძელდა 1980 წლამდე, როდესაც რუსეთმა დაიწყო დასუსტება და საქართველო პირველი გამოეყო საბჭოთა კავშირს.

image

საქართველო სსრკ-ს შემდეგ

ამ ეტაპიდან გამოდის სცენაზე ზვიად გამსახურდია, ოპოზიციონერი და კონსტანტინე გამსახურდიას შვილი.მამა-შვილი ქართული ელიტის კლასიკური სახეა, ჭკვიანი და სისხლით-ხორცამდე ანგარებიანი. კონსტანტინე გამსახურდია თავიდანვე რუსეთის წინააღმდეგი იყო, მაგრამ დაპატიმრების და ერთი წლის შემდეგ შეწყალების მერე სრულიად სხვა ადამიანად ჩამოყალიბდა: წერდა ეროვნულ ბედნიერებაზე, კოლექტივიზმზე, ნათელ მომავალზე.მან დაწერა წიგნი სტალინზე, რომლის გამოც ელოდა სტალინის პრემიას, მაგრამ მიიღო ლენინის ორდენი მხოლოდ.ამ ყველაფრის შემდეგ ხდება იგი საქართველოს პროზის კორიფე.. ზვიად გამსახურდიაც რუსეთის წინააღმდეგ იყო, მამის სიკვდილამდე, მერე იგი ვერავინ დაიცვა და დააპატიმრეს, თუმცა ერთი წლის შემდეგ შეიწყალეს.გაგიკვირდებათ და ისიც, მამის მგავსად შეიცვალა:1978 წელს პირდაპირ ეთერში ინანიებს ყველაფერი და ერთი წლის შემდეგ ხდება სსრკ-ს ქართული მეცნიერებათა აკადემიის წევრი.

გამსახურდიაც იწყებს ტერიტორიების დაპყრობას, ანუ აფხაზეთის და ჩრდილოეთ ოსეთის შენარჩუნებას, რომლებიც არა მარტო არ თვლიდნენ თავს ქართულ მიწებად, არამედ არც საბჭოთა კავშირიდან გამოყოფა უნდოდათ.უკვე 1990 წელს გამსახურდიას შეჰყავს მილიცია ჩრდილოეთ ოსეთში და აუქმებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას.გამონათქვამს, "ბერიამ მოიყვანა ქართველები აფხაზეთში", ანაცვლებს გამონათქვამი, "შევარდნაძემ წაიყვანა ისინი".

რატომ დაიწყო საქართველომ ბრძოლა არსებულ მფარველთან, როდესაც არ ჰყავდა ნაპოვნი ახალი მფარველი?ამ შეცდომას სწრაფად გამოასწორებს თეთრი მელა, მოლაპარაკებების ოსტატი შევარდნაძე.და საქართველო ისევ ეძებს მფარველს. იწყება ამერიკანიზაცია.თერგდალეუპებს ენაცვლებიან პოტომაკდალეულები.მთლიანად გადაწერეს ისტორია, მაგ.გეორგიევსკის ტრაქტატის ხაზგადამსმელ ხელშეკრულებაზე თურქეთთან არსად არაფერი წერია.სამაგიეროდ, ყველა დეტალი ევროპასთან ურთიერთობისა კარგადაა გაშქებული.

ახალი მფარველის პოვნასთან ერთად იწყება ძველის შეძულება-რუსოფობია. რუსებს ეძახიან ოკუპანტებს, არ ყიდიან რუსულ მედიკამენტებს..გამოცხადა ნატოსკენ სწრაფვის სურვილი, დაიწყო ნავთობის მაგისტრალების მშენებლობა რუსეთის გვერდის ავლით...

ასე რომ, უნდა გავიგოთ, რომ საქართველო არასდროს ყოფილა რუსეთის მოკავშირე, იგი ყოველთვის იყო ყველაზე ძლიერის მოკავშირე, ვინც არ უნდა ყოფილიყო იგი...

წყარო: http://xn----8sbeybxdibygm.ru-an.info/%d0%bd%d0%be%d0%b2%d0%be%d1%81%d1%82%d0%b8/%d0%b3%d1%80%d1%83%d0%b7%d0%b8%d1%8f-%d1%81%d1%82%d1%80%d0%b0%d0%bd%d0%b0-%d0%bf%d0%b0%d1%80%d0%b0%d0%b7%d0%b8%d1%82-%d0%b3%d1%80%d1%83%d0%b7%d0%b8%d0%bd%d1%8b-%d0%b2%d1%8b%d0%b1%d0%b8%d1%80%d0%b0%d1%8e%d1%82-%d1%81%d0%b8%d0%bb%d1%8c%d0%bd%d0%be%d0%b3%d0%be-%d0%b4%d0%bb%d1%8f-%d1%81%d0%b2%d0%be%d0%b5%d0%b3%d0%be-%d0%b2%d1%8b%d0%b6%d0%b8%d0%b2%d0%b0%d0%bd%d0%b8%d1%8f/

3
757
2-ს მოსწონს
ავტორი:მერეოლეონა
მერეოლეონა
757
  
2020, 26 მარტი, 21:01
ბატონო ავთანდილ,ჭეშმარიტებას ღაღადებენ ბაგენი თქვენნი.
2020, 4 თებერვალი, 22:54
თათარ მონღოლების ნაბიჭვარი რუსებისგან სხვას რას უნდა ელოდო. თავისი ისტორია არასდროს ქონიათ. სახელმწიფო ვიკინგებმა შეუქმნეს, მეფეებად გიჟები, ცრუები და ბოზები ყავდათ, მონური სულის მატარებლები იყვნენ , 400 წელი ხმარობდენ მონღოლები მაგათ ქალებს, ერთადერთი ძლიერი იმპერატორი პეტრე ქართველის გაკეთებული იყო. და ამ პეტრემ შეუქმნათ იმპერია ამ ძაღლის ნაშობებს. ახალ ისტორიას გვიწერენ ქართველებს ეს დედა მოტყ...ბი. ლოთების და ბოზების მოდგმა. იმ სიმართლით ევლოთ მაგენს რაც აქ წერია
2019, 31 დეკემბერი, 10:00
ისე მშვიდად ეცხოვროს ამის დამწერის შთამომავლობას,როგორც საქართველო ცხოვრობდა ირანის და თურქეთის უღელქვეშ.
0 1 3