x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
მშრალი კანონი: 7 ვარსკვლავი, რომლებიც ალკოჰოლს არასდროს ეკარებიან

image


ბოლო დროს, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის პირობებში, მავნე ჩვევებზე უარს სულ უფრო მეტი ახალგაზრდა ამბობს. როგორც ჩანს, ეს ტენდენცია უბრალო მოკვდავების გარდა, ყურადსაღები ჰოლივუდის კაშკაშა ვარსკვლავებისთვისაც აღმოჩნდა, ვინაიდან როგორც ცნობილია, არაერთმა სელებრითმა ალკოჰოლსა და სიგარეტს უარი საჯაროდ უთხრა. გთავაზობთ 7 ცნობილ ქალბატონს, რომლებიც საკუთარ ჯანმრთელობას ყველაზე მეტად აფასებს და მას არანაირი საფრთხის ქვეშ არასდროს არ აყენებს.



ბლეიკ ლაივლი


image


32 წლის ამერიკელი მსახიობი ბლეიკ ლაივლი აღიარებს, რომ ალკოჰოლი ერთ - ერთი ყველაზე გავრცელებული ნარკოტიკია, რის გამოც მას არასდროს ეკარება. "თუკი სადმე ფოტოზე ჭიქით ხელში მხედავათ, იცოდეთ რომ მასში ან წვენი ან წყალია", - ამბობს ბლეიკი.



კიმ კარდაშიანი


image


"რაც შეეხება ჩემს დებს, ალკოჰოლური სასმელებიდან ისინი ძირითადად ღვინოს ან შამპანურს სვამენ, მე კი სასმელს საერთოდ არ ვეტანები - ვინაიდან იმის გაფიქრებაც კი მზარავს, რომ შეიძლება საკუთარ თავსა და სხეულზე კონტროლი დავკარგო."






ტაირა ბენქსი



image



"პირველად, ალკოჰოლი ყველასგან ფარულად 12 წლის ასაკში გავსინჯე და გავოცდი: ნუთუ ხალხი ფულს ასეთ საზიზღრობებზე ხარჯავს? მას შემდეგ ჩემთვის ეს საკითხი დახურულია: მე არც ვსვამდი, არ ვსვამ და სიდრაზე (შეიცავს მხოლოდ 3% ალკოჰოლს) ძლიერს არც არასროს არაფერს დავლევ."



კიმ კეტროლი


image


"სტუდენტობის პერიოდში მხოლოდ სამი წვეულება აღმოჩნდა ჩემთვის საკმარისი რომ საბოლოოდ მივმხდარიყავი: მე და ალკოჰოლი შეუთავსებლები ვართ. გულწრფელად რომ გითხრათ, ზოგიერთი სასმელის გემო ნამდვილად მომწონდა, მაგრამ დილით თავს იმდენად ცუდად ვგრძნობდი, რომ გადავწყვიტე - ეს ამად ნამდვილად არ ღირდა."



ჯენიფერ ჰადსონი


image


"პრინციპული მოსაზრებების გამო ალკოჰოლი არასდროს გამისინჯავს: ჩემ გარშემო სასმელზე დამოკიდებული ძალიან ბევრი ადამიანია, ამიტომ გადავწყვიტე არ გამერისკა. თავის დანებებაზე ბევრად უფრო ადვილია რომ საერთოდ არ დაიწყო. შეიძლება მშიშარაც ვარ, თუმცა, თავს ასე უფრო მშვიდად და დაცულად ვგრძნობ."



ლეონა ლუისი


image



"ჩემს 21-ე დაბადების დღეს პატიოსნად დაველოდე რომ ნამდვილი ღრეობა მომეწყო, პირველი ყლუპი როგორც კი მოვსვი გავიფიქრე: "რატომ ვსვამ ამ თმის ლაქს? რა საზიზღრობაა!" ჩემმა მეგობრებმა მშვენივრად იხალისეს, მე კი მას შემდეგ ალკოჰოლს აღარასდროს გავკარებივარ. სპირტიანი სასმელების იდეოლოგიური მოწინააღმდეგე არ ვარ, უბრალოდ ვთვლი რომ ალკოჰოლი საზიზღრობაა."



სარა სილვერმანი



image


"მე არ ვსვამ უბრალოდ იმიტომ, რომ არ ვსვამ. თქვენ ხომ არ მეკითხებით, რატომ არ მოვიხმარ ჰეროინს ან რატომ არ ვეწევი, ან თუნდაც რატომ არ მიყვარს იოგურტი?"




0
584
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
584