შოუბიზნესი ბეტი პეიჯი - სკანდალურად ცნობილი მოდელი, რომელსაც მონროსთან რომანს მიაწერენ 2019, 29 დეკემბერი, 16:44 1923 წელს ამერიკულ ქალაქ ნეშვილში, ერთ მოკრძალებულ ოჯახში გოგონა დაიბადა, რომელსაც ბეტი დაარქვეს, როდესაც გოგონას 10 წელი შეუსრულდა, მშობლები განქორწინდნენ, მას შემდეგ პატარა ბეტი იძულებული იყო ორ უმცროს დაზე თავად ეზრუნა.ალბათ, რომ არა ეს გარემოება, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ბეტი პეიჯის სახელი ოდესმე გაგვეგო. სხვათა შორის, სწორედ ამ პატარა გოგონამ, მოგვიანებით ამერიკაში ნამდვილი სექსუალური რევოლუცია მოახდინა.50-იანი წლების დასაწყისში ბეტიმ ეროტიკული ღია ბარათებისთვის პოზირება დაიწყო, რომელსაც "პინ - აპის" სტილის ფოტოსესიებსა და ფეტიშ - გადაღებებში მონაწილეობა მოჰყვა, შეიძლება თამამად ითქვს, რომ ბეტი პეიჯი იმ პერიოდის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი იყო.მას თითქმის ყველა დამწყები მოდელი ბაძავდა, ხოლო ფოტოგრაფები, სილამაზის ეტალონად აღიარებული, "პინ -აპის" სტილის დედოფლის ხელში ჩაგდებას ყველა არსებული მეთოდით ცდილობდენ.
|