სხვა მაკიაჟის ძალა! ცნობილი მომღერალი კოსმეტიკის გარეშე ქუჩაში ძლივს იცნეს 2019, 28 დეკემბერი, 22:21 ჩვენი დროის ერთ - ერთი ყველაზე ცნობილი ჰიპ - ჰოპის შემსრულებელი ქარდი ბი, რომლის თითქმის ყოველი სიმღერა ჰიტად იქცევა და ჩარტებში ყოველთვის მოწინავე პოზიციებს იკავებს, საკუთარი კოლეგებისგან მკვეთრი, ინდივიდუალური სტილით გამოირჩევა, სტილით, რომელიც სხვა არავისში აგერევათ. ჰიპ - ჰოპის "დედოფალმა" ზუსტად იცის, როგორ მოახდინოს შთაბეჭდილება ერთგულ თაყვანისმცემელზე.თუმცა, ახლახანს მელომანებმა სათაყვანებელი კერპი ძლივს იცნეს. ქარდი ბი პაპარაცებმა ცოტა ხნის წინ, სავაჭრო ცენტრში მაკიაჟის გარეშე დააფიქსირეს. მას შემდეგ, რაც მოღერლის ფოტოები ინტერნეტსივრცეში ვირუსივით გავრცელდა თაყვანისმცემლები დიდი ხნის განმავლობაში ვერ იჯერებდნენ რომ ის, 27 წლის ცნობილი ამერიკელი პოპ- ვარსკვლავი იყო.აი, ასე შეუძლია მაკიაჟის წარმოუდგენელ ძალას სასწაულების მოხდენა და ადამიანის გარეგნობის რადიკალური ცვლილება.542 შეფასება არ არის |