x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რატომ აქვს კანისტრას სამი სახელური?
image

ბენზინის 20 ლიტრიან კანისტრას უნდა ვუმადლოდეთ გერმანელ ინჟინერს ვინცენს გრიუნვოგელს .იგი დამზადდა თავად ადოლფ ჰიტლერის ბრძანებით და მისმა გამოგონებამ დიდი პოპულარობა გასული საუკუნის 30-იან წლებში მისი მთავარი მოხერხებულობა იყო სამი სახელური. მაგრამ რისთვის და რატომ სამი სახელური?


როგორც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, ფაქტია- პროგრესის მამოძრავებელი არის ომი. სამხედროებმა გამოიგონეს ტეფლონი, მატერიალური ცელუკოტონი, რომელიც გამოიყენებოდა სამხედრო მედიცინაში, შემდეგ კი ქალთა საფენებში.ასე სამხედროებს უკავშირდება მიკროტალღური ღუმელი, ლაზერი, კომპიუტერები, ნავიგაცია და სხვა.

ასე რომ, კანისტრაც, ვერმახტის არმიისთვის შეიქმნა.


image

ნაცისტური გერმანია ომისთვის ემზადებოდა. უზარმაზარი რაოდენობის აღჭურვილობას აუარებელი საწვავი სჭირდებოდა, რომლის სათადარიგო მარაგიც ჯარისკაცებს თან უნდა ეტარებინათ, ისე, რომ არ დარჩენილიყვნენ ტანკით შუა ბრძოლაში ცარიელი ავზით. შესაბამისად, ჯარს სჭირდებოდა საიმედო და მოსახერხებელი კონტეინერი საწვავის სწრაფი ტრანსპორტირებისთვის. მასზე მუშაობა დაიწყო ინჟინერმა ვინცენს გრიუნვოგელმა, პროექტი საგულდაგულოდ საიდუმლო ვითარებაში შემუშავდა..

image

ჩვეულებისამებრ, როგორც ამბობენ -გენიალური და მარტივი. იდეის მიხედვით კანისტრის(ოფიციალური დასახელება-Wehrmachtskanister-ვერმახტრის კანისტრა) ტარება მაქსიმალურად მოსახერხებელი უნდა ყოფილიყო. ამისათვის, გრიუნვოგელმა გადაწყვიტა მართკუთხა 20 ლიტრა ტევადობის კონტეინერის სამი სახელურით აღჭურვა. შუა სახელურით განკუთვნილი იყო ერთი ადამიანის მიერ კონტეინერის ტრანსპორტირება. კიდეებზე ორი სახელურით კი ორი ადამიანის მიერ სავსე კანისტირის გადატანისთვის იყო მოსახერხებელი და რაც მთავარია, სამი სახელურით ორ კაცს ოთხი კანისტრის გადატანა შეეძლო(ერთი ხელით განაპირა სახელურზე, მეორეთი შუა სახელურზე) ასევე განაპირა სახელურები საშუალებას იძლეოდა ოთხი ცარიელი კანისტრი ერთ კაცს წაეღო.

image

image

1939 წელს, მეორე მსოფლიო ომის დასაწყისთვის ვერმახტის არმიას უკვე ათასობით ახალი კონსტუქციის კანისტრა ჰქონდა.

image

ასეთი ენერგოეკონომიის გამო, გერმანულ კანისტერებზე ნადირობდნენ მოკავშირეთა ჯარები, კანისტრები მალევე გამოჩნდა აშშ-ს, ბრიტანეთის და საფრანგეთის შეიარაღებაში.


ომის დასრულების შემდეგ 20 ლიტრიანი კანისტრები ბენზინის, ნავთის, მაზუთ
ის თუ ზეთის ტრანპორტირებისათვის ძალზე პოპულარული იყო მთელს მსოფლიოს ავტომობილისტებში.დროთა განმავლობაში ლითონის კანისტრები პლასტმასმა და სხვა მასალებმა ჩაანაცვლა, თუმცა მაინც დღესაც აქტუალურ
ია.

2
7886
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
7886
  
2020, 4 იანვარი, 2:41
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 27 დეკემბერი, 17:56
გერმანელის რაციონალური გონება თუ გამოიგონებდა ასეთ მოხერხებულ ჭურჭელს.
0 1 2