x
მეტი
  • 01.10.2024
  • სტატია:137365
  • ვიდეო:351966
  • სურათი:511340
წინასაახალწლო ქველმოქმედება- რუსეთი და საქართველო
image

წინასაახალწლო ქველმოქმედება თითქმის ყველა ქვეყანაში, ასე თუ ისე, უკვე ნაცნობი თემაა და სიახლეს არ წარმოადგენს .თუმცა, ყველა ქვეყანა სხვადასხვა რაოდენობის თანხას გამოყოფს მსგავსი ღონისძიებისთვის.

image

მსოფლიოს გაცემის ინდექსის მიხედვით, საქართველოს და თურქეთს თანაბარი 135 ქულა აქვთ, სომხეთს-115, აზერბაიჯანს-67 და რუსეთს-138. რაც მაღალია ქულა, მით ნაკლებს გასცემს ქვეყნის მოსახლეობა. ანუ, აზერბაიჯანი და სომხეთი გვისწრებს ქველმოქმედებაში...


რუსეთს კი გავუსწარით ქულებით, მაგრამ...მაინც შემოგთავაზებთ, მოკლედ, რა სახის ქველმოქმედება იყო ორგანიზებული რუსეთში, სანკტ-პეტერბურგში 2018 წელს.

1. საჩუქრები მარტოხელა მოხუცებისთვის

ორგანიზაცია ყოველ მეტრო სადგურზე ანაწილებს თითო მოხალისეს, რომლებიც საჩუქრებს აგროვებენ და მიაქვთ ხანდაზმული მოსახლეობისთვის სპეციალური სანტა კლაუსის უნიფორმაში გამოწყობილებს.)) ნებისმისერ ადამიანს შეუძლია, ერთი საახალწლო შეფუთვა/სასაჩუქარი მაინც გაუკეთოს რომელიმე მოხუცს. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რისი ჩუქება შეიძლება და რისი არა, განთავსებულია საიტზე, მოხალისეების საკონტაქტო ინფომრაციასთან ერთად.

2. სისხლის ჩაბარება

ქალაქში ერთადერთი კლინიკაა, სადაც ზურგის ტვინის გადანერგვა ხდება, იქვეა სისხლის ჩაბარების პუნქტი ბავშვთა ჰემატოლოგიის და ტრანსპპლანტაციის ინსტიტუტისთვის.ახალ წელს ხალხს მოუხოდებენ, ქველმოქმედების სახით, ჩააბარონ სისხლი და გახდნენ ძვლის ტვინის დონორები.

3. ობოლთა თავშესაფრებისთვის აგროვებენ ნივთებს, სია თუ რისი ჩუქება შეიძლება, ასევე გამოქვეყნებულია საიტზე..

4. ყველაზე პატარა ონკოპაციენტებისთვის აგროვებენ თანხას..

5. თითო რუბლის პროგრამა

მოქალაქეებს შეუძლიათ, გააფორმონ ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ყოველთვიური ხელფასიდან თითო რუბლი გადაერიცხება საქველმოქმედო ორგანიზაციას. 2018 წელს, ამ პროგრამის ფარგლებში შეაგროვეს 6 მლნ რუბლზე მეტი.


რამდენადაც მე ვიცი, საქართველოში ბევრი ადამიანი ხელფასიდან თითო ლარზე გაცილებით მეტს რიცხავს საქველმოქმედო ფონდში;ვიცი, რომ ბევრი ახალგაზრდა თავისი ინიციატივით ეხმარება გაჭირვებულ ადამიანებს საქართველოში, რამდენი ემიგრანტი ეხმარება თავის ქვეყანაში სრულიად უცნობ ადამიანებს...

დასახმარებელი იმაზე მეტია ვიდრე ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. ქვემოთ ჩამოვწერ ბავშვთა და მოხუცთა თავშესაფრების იმ მისამართებს, რომელთა მოძიებაც მოვახერხე.იქნებ კიდევ ვინმეს გაუჩნდეს სურვილი ქველმოქმედების(არ იქნებოდა ცუდი, სკოლებიც რომ ჩართულიყვნენ ამ საქმეში..) :

ახალგაზრდული სახლი თბილისი 1- ალ. ყაზბეგის გამზ. 53, თბილისი

ბეღურები ; ცისარტყელა- ბავშვთა სახლები- აბასთუმნის ქ. 4, თბილისი

სათნოება- ბავშვთა სახლი და თავშესაფარი-ცისკარიშვილის ქ. 5, თბილისი

კოჯრის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სახლი- კოჯორი, რუხაძის ქ.10

თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლი- ნუცუბიძის ქ.3

ხანდაზმულთა კლუბი - თბილისი.მგალობლიშვილის ქ.14

ზეი-გაბრიელ ბერის სახელობის მოხუცებულთა და უძლურთა სახლი -

თბილისი.ლოტკინი.ივერთუბანი

უფრო სრულყოფილი და გრძელი სიისთვის გადადით შემდეგ ბმულზე :

https://www.yell.ge/companies.php?lan=geo&rub=234


სისხლის ჩაბარების მსურველთათვის ბმული

https://donori.ncdc.ge/

მინდა აღვნიშნო, რომ სისხლის ჩაბარება არის ქველმოქმედების ყველაზე მარტივი ფორმა.ვინაიდან, სისხლის ჩაბარებით თქვენ არაფერი მოგაკლდებათ, არც ფიზიკურად, არც მატერიალურად.რეალურად კი რამდენ ადამიანს გადაარჩენთ.შვედეთის სისხლის დონორებს ეგზავნებათ სმს შეტყობინება ყოველთვის, როდესაც მათი სისხლის გამოყენება ხდება კონკრეტული ადამიანისთვის...

ასევე, უსაფრთხოა ძვლის ტვინის გადანერგვის პროცესიც, სამაგიეროდ კი სიკვდილს გადაარჩენთ ადამიანს...


წყარო: https://news.itmo.ru/en/news/8117/

https://vk.com/prazdnikdlyavseh

https://ppdib.ru/


0
147
1-ს მოსწონს
ავტორი:მერეოლეონა
მერეოლეონა
147
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0