საზოგადოებრივი როგორი იქნება სამყარო 50 წლის შემდეგ? 2019, 26 დეკემბერი, 23:31 მიწისქვეშა გზები, საჰაერო ტაქსები, სახლები, რომლებიც თავისით დალაგდება, ქვიდიჩის მოთამაშე სპორტსმენები - აი, ასე ხედავენ მომავალ მსოფლიოს ბრიტანელი მეცნიერები. რა ელოდება კაცობრიობას 2079 წელს? როგორი იქნება მსოფლიო 50 წლის შემდეგ?
წყალქვეშა გზატკეცილები, სპორტსმენები, რომლებიც საჰაერო მფრინავ დაფებზე ასრულებენ ტრიუკებს, საჰაერო ტაქსები და ტექნიკური პროგრესის სხვა გასაოცარი მიღწევები-სწორედ ასეთი წარმოუდგენია მომავალი მსოფლიო ბრიტანელი სწავლულების ჯგუფს. გარდა ამისა, ჩვენ გველოდება 3D პრინტერზე დაბეჭდილი ადამიანის ორგანოების მასობრივი წარმოება, იმპლანტები, რომლებიც ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კონტროლს ახორციელებენ და სახლები, რომლებსაც დალაგება-დასუფთავება არ დასჭირდება... მოხსენებაში იმის შესახებ, თუ როგორი იქნება მსოფლიო 50 წლის შემდეგ, მონაწილეობას იღებდნენ სპეციალისტები სხვადასხვა სფეროდან. მოხსენება მომზადებული იქნა კომპანია Samsung-ის ინიციატივით. მოხსენების პრეზენტაცია ჩატარდა Samsung KX - ის გახსნაზე, რომელიც წარმოადგენს კომპანიის წამყვან მაღაზიას ლონდონში. ახლადგახსნილ Samsung-ის სავაჭრო ცენტრში გათვალისწინებულია სამეცნიერო სემინარების, ლექციების, მასტერ-კლასების ჩატარება, რომლებიც ტექნოლოგიებს და ცხოვრების ჯანსაღ წესს უკავშირდება. მეცნიერების აზროთ, 50 წლის შემდეგ კარდინალურად შეიცვლება სატრანსპორტო სისტემა. ქვეყნები ერთმანეთს დაუკავშირდება მიწისქვეშა და წყალქვეშა ჩქაროსნული გზატკეცილებით და შესაბამისად, დანიშნულების ადგილზე მისვლა უფრო სწრაფად მოხერხდება. ქალაქებში მასიურად იმოძრავებენ საჰერო ტაქსები და ავტობუსები, ხოლო შედარებით შორ მანძილებზე გადასაადგილებლად ადამიანები გამოიყენებენ სხვადასხვაგვარ რაკეტებს, რომლებიც ატმოსფერის ზედა ფენებში იმოძრავებენ. ასეთი რაკეტით ლონდონიდან ნიუ-იორკამდე გადაფრენას ნახევარი საათი დასჭირდება. გარდა ამისა, საჰაერო ტრანსპორტი ტურისტებს და მეგაპოლისების სტუმრებს მისცემს შესანიშნავ შანსს სიმაღლიდან დატკბნენ ქალაქის ხედებით. როგორი იქნება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფერო და მედიცინა?- გაჩნდებიან ვირტუალური კომპანიონები და მომვლელები. ისინი, ისევე როგორც სპეციალური იმპლანტები, სისტემატურად აიღებენ ჯანმრთელობის მდგომარეობის მაჩვენებლებს ადამიანის ორგანიზმიდან და ამგვარად შესაძლებელი იქნება დაავადების გამოვლენა მის ყველაზე ადრეულ სტადიაზე. გამოიგონებენ 3D-პრინტერებს, რომლებზეც დაბეჭდავენ ადამიანის ორგანოებს და აღარ იქნება საჭირო დონორების ძებნა და ლოდონი. შემდეგი 50 წელი ჩვენ მოგვიტანს მასშტაბურ ცვლილებებს ტექნოლოგიებში და უამრავ სიახლეს შრომის, დასვენების და ყოფა-ცხოვრების ყველა სფეროში-ნათქვამია მოხსენებაში, - ციფრული რევოლუცია, ისევე როგორც სამრეწველო რევოლუცია 250 წლის წინ, გამოწვევას გაუგზავნის თანამედროვე ტრადიციულ წარმოდგენებს მომავალზე. 50 წლის შემდეგ, მეცნიერების აზრით, მასობრივად იქნება გავრცელებული სპორტის სახეობები, სადაც სპორტსმენები მერცხლებივით იფრენენ ჰაერში მფრინავ დაფებზე ამხედრებულები. ასე რომ, ქვიდიჩი, რომლითაც ერთ დროს ჰარი პოტერი იყო გატაცებული, სულაც არ დარჩება მხოლოდ მწერლის ფანტაზიის ნაყოფად-ბოლოს და ბოლოს ის რეალური გახდება. მოხსენების ავტორებმა ჩაატარეს გამოკითხვა პრეზენტაციის დამსწრე საზოგადოებაში, თუ რას ისურვებდნენ ისინი ყველაზე მეტად მომავალში. 63%-მა აირჩია სახლი, რომელსაც რობოტების წყალობით დალაგება არასოდეს დასჭირდება; მეორე ადგილი დაიკავა იმპლანტებმა, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას აკონტროლებენ და მესამე-მფრინავმა ტაქსებმა და ავტობუსებმა. როგორც ბრიტანელმა მეცნიერებმა თავიანთ მოხსენებაში აღნიშნეს, კულინარიის სფეროში ცილების მთავარი წყარო გახდება მწერები და სამზარეულოები აღჭურვილი იქნება საოჯახო ფერმებით ამ მწერების მოსაშენებლად. უპილოტო ავტობუსები და მანქანები მომავლის ტრანპორტის ჩვეულებრივი ატრიბუტი გახდება. 50 წლის შემდეგ სახლები და მთელი კვარტლები აშენდება არამარტო მიწაზე, არამედ მიწის ქვეშაც. მიწის ქვეშ განლაგებული იქნება არამარტო საცხოვრებელი კვარტლები, არამედ ოფისები, სპორტული მოედნები, სკვერები და ფაბრიკა-ქარხნებიც კი. აი ასეთი იქნება მიწისქვეშა ცათამბჯენი 50 წლის შემდეგ. ახდება თუ არა ბრიტანელი მეცნიერების წინასწარმეტყველება, ძნელი სათქმელია. ამას მომავალი გვიჩვენებს! 1189 9-ს მოსწონს
|