x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138404
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
7 ვარსკვლავი, რომლებიც ფოტოშოპის მოხმარებაში გამოიჭირეს
image


ამ ცნობილმა ვარსკვლავებმა ფოტოებზე იდეალური პარამეტრების მისაღწევად იმდენი ქნეს რომ თავიანთი სხეულის გარშემო ყველა და ყველაფერი ერთნაირად "გაამრუდეს". ალბათ, ჰოლივუდელი ქალბატონების იდეალურ გარეგნობაზე ეჭვიც კი არავის გაუჩნდებოდა, რომ არა მათ "ინსტაგრამ" გვერდზე ატვირთულ სურათებზე ეს აშკარა ფოტოშოპის ნაკვალევი. დანარჩენი თავად ნახეთ.



კიმ კარდაშიანი და ბლეკ ჩინა


image


კიმ კარდაშიანს ასე მრუდედ სახლის იატაკის ფილები ან არაპროფესიონალმა ხელოსნებმა დაუგეს, გაბლარულ კარებზე საერთოდ რომ აღარაფერი ვთქვთ, ან თავად სკანდალურმა ტელევარსკვლავმა სცადა საკუთარი სხეულის ფოტოშოპის საშუალებით კორექტირება.


image




ბიონსე


image


მილიონობით გამომწერის "გაცურება" ასევე ბიონსემაც სცადა და ფოტოზე თავისი მადისაღმძვრელი ფორმები მოცულობაში საგრძნობლად დაიპატარავა. თუმცა, ანარეკლის შესახებ სულ დაავიწყდა, რომლის მოტყუებაც, ადამიანებისგან განსხვავებით, ბევრად უფრო რთული აღმოჩნდა. დააკვირდით ამერიკელი პოპ - ვარსკვლავის ქვემოთ მოცემულ ორ ფოტოსაც, სადაც ფოტოშოპის კვალს ასევე მარტივად იპოვით.



imageimage


მირანდა კერი

image


ცნობილმა ავსტრალიელმა სუპერმოდელმა, "Victoria's Secret" - ის ყოფილმა ანგელოზმა და ყველაზე მაგარი ელფის ორლანდო ბლუმის ექს მეუღლემ - მირანდა კერიმ ფოტოშოპთან მუშაობა ასევე არ იცის, მარტო ამ სიყალბეს დააკვირდით.


ლედი გაგა



image


ეპატაჟის დედოფალმა ლედი გაგამ ცნობიერება იოგათი იმდენად გაიმყარა, რომ ახლა უკვე აზროვნების ძალით, იატაკის ფილების მიმართულებით არა მხოლოდ ტალღებს ავრცელებს, არამედ შორი მანძილიდან სარკეებსაც კი ავიწროებს.



კენდალ ჯენერი


image


ამერიკელმა მოდელმა და სკანდალური რეალითი შოუს - "კარდაშიანების ოჯახის" ერთ - ერთმა მონაწილემ, ისედაც იდეალური პარამეტრების მქონე კენდალ ჯენერმა რატომ ჩათვალა საჭიროდ ფოტოშოპში საკუთარი ფოტოების დამუშავება უცნობია.



ლინდსი ლოჰანი



image


მსახიობსა და მომღერალს ლინდსი ლოჰანს ტანვარჯიშისთვის ოდნავ არათანაბარი ხალიჩა შეხვდა, თუმცა რას იზამ, ვის არ მოსვლია.


image


რაც შეეხება ამ ფოტოს, აქ არც იატაკია თანაბარი და არც კიბე... როგორც ჩანს, საკუთარი კოლეგების მსგავსად, არც ამ ჟღალთმიანი ლამაზმანის ძლიერი მხარეა ფოტოშოპში მუშაობა.



ბრიტნი სპირსი


image


მთელი მსოფლიოსთვის თავისი "შესანიშნავი" სხეულის დემონსტრირებისას პოპ- ვარსკვლავმა ვერ გაითვალისწინა, რომ მისი გამომწერები მისგან განსხვავებით ფოტოშოპში ბრწყინვალედ ერკვევიან.



0
13348
2-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
13348