ქალი და მამაკაცი 10 ცნობილი წყვილი, რომლებმაც რთული გზა გაიარეს და სიყვარულისთვის ბრძოლაში გაიმარჯვეს 2020, 4 იანვარი, 15:42 არცერთი წყვილისთვისაა მარტივი დიდი ხნის განმავლობაში ერთად დარჩენა. ეს კიდევ უფრო რთული ხდება, როცა ურთიერთობა საჯაროა და ბევრი ხალხი აკვირდება. თუმცა, არსებობენ სელებრითები, რომლებმაც ყველანაირი ცდუნება და დაბრკოლება გადალახეს და სიყვარულისთვის ბრძოლაში გაიმარჯვეს. მათი ისტორიები ამტკიცებს, რომ ცნობადობის მიუხედავად, სიყვარულის შენარჩუნება შესაძლებელია.
სტატიაში 10 ცნობილი ჰოლივუდის და სამეფო წყვილის ისტორიას წარმოგიდგენთ. 1. ტომ ჰენკსი და რიტა უილსონიწყვილი ერთმანეთს 1981 წელს შეხვდა და 7 წლის შემდეგ, 1988 წელს დაქორწინდა. უკვე 31 წელია, რაც ისინი ბედნიერ ქორწინებაში არიან, რაც ჰოლივუდელი წყვილების უმეტესობის ურთიერთობებზე ბევრად მეტია. მაშინაც კი, როცა რიტას მკერდის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, ტომი მის გვერდით იყო და მუდმივად ამხნევებდა მეუღლეს.2. პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონისამეფო ოჯახის მემკვიდრე თავის მეორე ნახევარს 2001 წელს შეხვდა. ისინი 2007 წლამდე ხვდებოდნენ ერთმანეთს, სანამ მათი გზები არ გაიყარა. საბოლოოდ კი, 2011 წელს ოფიციალურად დაუკავშირდნენ ერთმანეთს. უკვე 10 წელზე მეტია, რაც პრინცი უილიამი და ქეითი ერთად არიან, მათ 3 შვილი ჰყავთ. 3. ელენ დეჯენერესი და პორტია დე როსიელენი და პორტია ერთმანეთს თითქმის 20 წლის წინ შეხვდნენ, მაგრამ ურთიერთობა მხოლოდ 4 წლის შემდეგ, 2004 წელს დაიწყეს. პორტია აღმერთებდა ელენს იმის გამო, რომ არ მალავდა, ვინ იყო სინამდვილეში და ამაზე საუბარი ხმამაღლა შეეძლო. 2008 წელს, რაც კალიფორნიის სასამართლომ ჰომოსექსუალების ქორწინების აკრძალვა გააუქმა, ისინი ოფიციალურად დაქორწინდნენ. დღეს ისინი კვლავ ერთად არიან და ბევრ შინაურ ცხოველთან ერთად ცხოვრობენ.4. ჰიუ ჯეკმენი და დებორა-ლი ფარნესიავსტრალიელი მსახიობი თავივს მომავალ ცოლს 1995 წელს შეხვდა. დებორა ჰიუზე 13 წლით უფროსია, ამის მიუხედავად, ჰიუ ხვდებოდა, რომ ის მისი ცხოვრების სიყვარული იყო, მაშინაც კი, როცა დებორა მას დაშორდა. წყვილმა ურთიერთობა ერთ წელიწადში განაახლა. 25 წლის შემდეგ ისინი კვლავ ერთად არიან!5. ეშტონ კაჩერი და მილა კუნისი90-იან წლებში "სამოცდაათიანების შოუს" გადაღებებზე ეშტონი და მილა შეყვარებულები იყვნენ, თუმცა, რეალურ ცხოვრებაში მეგობრობდნენ და ურთიერთობა 2012 წლამდე არ დაუწყიათ. 3 წლის შემდეგ ისინი დაქორწინდნენ და გოგონა და ვაჟი შეეძინათ. ერთ-ერთმა ჟურნალმა ჭორები გაავრცელა, თითქოს წყვილი დაშორდა, თუმცა, ინსტაგრამზე მათ განაცხადეს, რომ ეს სიცრუე იყო და დღესაც მყარი ურთიერთობა აქვთ.6. ჯულია რობერტსი და დანიელ მოდერიჯულია რობერტსი მომავალ ქმარს (რომელიც იმ დროს კინოოპერატორი იყო) "მექსიკელის" გადაღებაზე შეხვდა 2000 წელს. ისინი 2002 წელს დაქორწინდნენ და 3 შვილი შეეძინათ. 2008 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში რობერტსმა განაცხადა: "ის ამ დღემდე, ამ წუთამდე, ნამდვილად არის ჩემი საყვარელი ადამიანი". უკვე თითქმის 20 წელია, წყვილი ჭირსა და ლხინს ერთად უმკლავდება.7. კრისტენ ბელი და დექს შეპარდიბელი და შეპარდი ძალიან განსხავებულები იყვნენ - კრისტენი დაბალია, დექსი კი - მაღალი, კრისტენი ყოველთვის "კარგი გოგონა" იყო, დექსი კი - უფრო უხეში და რისკიანი. თუმცა, რაღაც ძალამ ისინი 2007 წელს ერთმანეთს შეახვედრა და დაუკავშირა. საიდუმლო, რატომაც წყვილი ამდენი ხნის განმავლობაში ისევ ერთად რჩება, შეპარდის თქმით, ურთიერთობაზე მუშაობაა. "ზოგჯერ ეს არაკომფორტული სამუშაოც კია, მაგრამ მისი გაკეთება აუცილებელია, რადგან სხვანაირად ერთად ვერ ვიქნებით", - ამბობს ის.8. ნილ პატრიკ ჰარისი და დევიდ ბურტკაჰარისის და ბურტკას პირველი პაემანი 2004 წელს შედგა და მას შემდეგ ისინი ერთმანეთს არ დასცილებიან. მათ 2010 სიამოვნებით იშვილეს ტყუპები - ჰარპერი და გიდეონი. 4 წლის შემდეგ კი, საბოლოოდ, ოფიციალურად დაქორწინდნენ. ჰარისი ამბობს, რომ გრძელვადიანი ურთიერთობის შესანარჩუნებლად აუცილებელია შეუპოვრობა. "ურთიერთობა ყოველთვის ლამაზი არაა, მაგრამ დევიდია ლამაზი, რაც ყველაფერს აიოლებს", - ამბობს ის.9. ნიკოლ კიდმანი და კიტ ურბანიურბანს რამდენიმე თვე დასჭირდა, რათა გამბედაობა მოეკრიფა და კიდმანი პაემანზე დაეპატიჟებინა. პაემნების დაწყებიდან რამდენიმე თვეში კი ისინი დაქორწინდნენ. მას შემდეგ, უკვე 10 წელიწადზე მეტია, ისინი ერთად არიან, თუმცა ქორწინებაში პეპლებისა და ცისარტყელების გარდა, სირთულეებიც არის. 2019 წელს გავრცელდა ჭორები, რომ წყვილი დაშორებას აპირებდა, თუმცა როცა ისინი საზოგადოებაში ისევ ერთად გამოჩნდნენმ, ჭორები გაქარწყლდა.10. ჯონ ლეგენდი და კრისი ტეიგენიეს წყვილი 2013 წელს დაქორწინდა და ერთად 2 შვილი შეეძინათ. ყველაფერი ყოველთვის მარტივი არ იყო, განსაკუთრებით მაშინმ, როცა ტეიგენს მშობიარობის შემდგომი დეპრესია ჰქონდა, თუმცა, ჯონი და კრისი ყოველთვის გვერდში უდგებოდნენ ერთმანეთს. "რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, ერთმანეთს ყველაფერში მხარს ვუჭერთ. მიყვარს, როცა წარმატებას აღწევს თავის საყვარელ საქმეში, მას კი ჩემი წარმატების დანახვა ახარებს. სწორედ ეს არის გზა, რითაც პარტნიორთან ურთიერთობა უნდა შეინარჩუნოთ", - ამბობს ლეგენდი.p.s. მასალის გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია. ასევე დაგაინტერესებთ:1. ეს წყვილები ამტკიცებენ, რომ ნამდვილი სიყვარული არსებობს 2. რატომ იზიდავთ მამაკაცებს უფროს ქალებთან ურთიერთობა 3. ეს წყვილები გადასაღებ მოედანზე შეხვდნენ, შემდეგ კი ერთმანეთი მართლა შეუყვარდათ 1246 2-ს მოსწონს
|