მაკიაჟი და ვარცხნილობა 5 შეცდომა მაკიაჟის დროს, რომლითაც მამაკაცებს აშინებთ 2019, 25 დეკემბერი, 9:40 ზოგჯერ გოგონებს მაკიაჟის გაკეთების დროს ავიწყდებათ ამ გამონათქვამის გათვალისწინება: "ცოტა უკეთესია"! იმისათვის, რომ იყოთ სექსუალური, უბრალოდ მიმზიდველი ან გამორჩეული, არაა საჭირო "შეშა დაჩეხოთ", უბრალოდ გვმართებს რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება მაკიაჟის გაკეთების დროს, რომლის ცოდნის შემთხვევაში თავიდან აიცილებთ მამაკაცების "დაფრთხობას".
![]() მოდით, გადავხედოთ სტატიას და ვნახოთ, რომელი 5 შეცდომა გვაიძულებს "დავაფრთხოთ" პარტნიორი ან უბრალოდ მამაკაცი, რომელიც მოგვწონს და ცოტა ვეპრანჭებით კიდეც. 1. ზედმეტად კონტრასტული ომბრე ![]() მსგავსი ტონის ომბრე საკმაოდ ესთეტიკური და სექსუალურია, თუმცა თავი აუცილებლად გამოცდილ სტილისტს უნდა ანდოთ, რადგან ის ზუსტად შეარჩევს თქვენი სახის ფორმებისა და კანის ფერის მიხედვით, თუ რომელი ტონები უფრო უკეთესია. 2. აგრესიული კონტურინგი ![]() "კონტურინგის დედოოფალი" კიმ კარდაშიანიც აღიარებს, რომ რომ სილამაზის ეს ტექნიკა ზოგჯერ ზედმეტად გამოკვეთილი და არაბუნებრივია, თუმცა თანამედროვე გოგონების უმეტესი, მაინც იყენებს მას. სინამდვილეში, მამაკაცებს ეს სულაც არ მოსწონთ. 3. ძალიან გამუქებული წარბები ![]() რა თქმა უნდა, ყველას უნდა, რომ კარა დელევინის ან ლილი კოლინზის ნაირი წარბები, თუმცა ამ ყველაფრის ნულიდან დაწყება, შეუძლებელია, ასე მხოლოდ კარიკატურას ან ცოცხალ ილუსტრაციას დაემსგავსებით. რჩევა: გამოიყენეთ წარბების პროფესიონალური პალიტრა და მოირგეთ თქვენთვის შესაფერისი. ეცადეთ გამოიყენოთ უფრო მსუბუქი და შედარებით ბუნებრივი... 4. არაბუნებრივად ხშირი წამწამები ![]() თუ საღამოს მაკიაჟს არ იკეთებთ და პროფესიონალურ ფოტოსესიაში არ იღებთ მონაწილეობას, უმჯობესია არაბუნებრივად ხშირი წამწამები არ გქონდეთ. მამაკაცებს ეს საშინლად არ მოსწონთ. 5. მანიკური ფრენჩი ![]() ე.წ ფრანგული მანიკური, რომელიც ძირითადად გრძელ ფრჩხილებზე კეთდებ(ოდ)ა, განიხილებოდა, როგორც დახვეწილი სტილი, თუმცა, დრო იცვლება და ახლა ის საზიზღრობად მიაჩნიათ. 449 11-ს მოსწონს |
ამათ აიტანს კაცი :)))