x
მეტი
  • 30.09.2024
  • სტატია:137344
  • ვიდეო:351965
  • სურათი:511307
რუსეთის პოლიტიკა შიდა პრობლემების მოსაგვარებლად
image

ქვეყნის მდგომარეობის მთავარი მაჩვენებელი არის ხალხი-მოსახლეობის დიდი რაოდენობა წარმატებული სახელმწიფო პოლიტიკის მანიშნებელია.რუსეთის ფედერაციას ამ მხრივ ცუდად აქვს საქმე- რამდენიმე წელია, სიკვდილიანობა აჭარბებს შობადობის მაჩვენებელს;და ეს ყველაფერი აქტიური მიგრაციის ფონზე.

ერი გადაბერების რისკის ქვეშაა.2000-2015 წლების მონაცემებით შობადობა თითო ქალზე წარმოადგენს 1, 7-ს, ანუ ერთ შვილზე მეტს საშუალოდ არ აჩენს ქალთა უმრავლესობა.

image


თუ არაფერი შეიცვლება, 2019 წელს რუსეთში დაიბადება 5 102 ადამიანი დღეში და გარდაიცვლება 5 563.ამის პარალელურად, მიგრაციული მატება გაუთანაბრდება 165 ადამიანს დღეში.

როგორია რუსეთის მთავრობის პოლიტიკა ამ მხრივ?

1. ფინანსური სტიმულირება, როგორც ერთჯერადი, ასევე მრავალჯერადი ფინანსური დახმარება.

2. შეღავათები იპოთეკის გაფორმებისას, ან უფასო საცხოვრებელი სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის.

3. კვოტების გაცემა ეკოს პროცედურებზე უშვილო წყვილთათვის.

4. ბავშვის მოვლის პერიოდის გახანგრძლივება, ანუ ხანგრძლივი დეკრეტული შვებულება.

5. აბორტის პროფილაქტიკის პროგრამა, რამაც აბორტების რიცხვი 35%-ით შეამცირა.

6. წამლების ფასის გაიაფება.

7.კვოტები სანატორიუმებზე და დასასვენებელ სახლებზე.

8.ჯანმრთელი ცხოვრების წესის პროპაგანდა( ტრენაჟორები საცხოვრებელ სახლებთან ახლოს, ალკოჰოლის და სიგარეტის რეკლამის აკრძალვა კანონმდებლობით)

შეგახსენებთ, საქართველოში რა მდგომარეობაა ამ მხრივ 2018 წლის მონაცემებით:

image

ჯერჯერობით შობადობა სჭარბობს სიკვდილიანობას, თუმცა, რეალურად, სხაობა ამ ორ მაჩვენებელს შორის მინიმალურია. სხვათა შორის, ერთ ქალზე შობადობის მაჩვენებელი საქართველოში 2000 წელს 1.6-ს შეადგენდა, ხოლო 2018 წელს 2.3-ს გაუტოლდა.ანუ, საშუალოდ თითო ქალი საქართველოში ორ ბავშვს აჩენს.რაც შეეხება მიგრაციას ქვეყანაში, 2018 წელს თითო დღეზე მოდის 222 მიგრანტი დაახლოებით და 277 ემიგრანტი.თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ემიგრაციაში ძირითადად ქალები მიდიან, ნათელი ხდება, რატომაც შემცრიდა საქართველოს მოსახლეობა 5 მლნ-დან 3 მლნ-მდე..


სუიციდი

ბავშვთა სუიციდის მაღალი მაჩვენებელი.რუსეთი 2014 წელს პირველ ადგილზე იყო მსოფლიოში ყველაზე მაღალი სუიციდის მაჩვენებლით.ძირითადი მიზეზი სუიციდისა იყო აგრესია, ფიზიკური/ფსიქოლოგიური ზეწოლა მშობლების მხრიდან, წნეხი სკოლაში და ა.შ. ამ ყველაფრის გამო 2012-2014 წლებში რუსეთის მთავრობამ დაბლოკა 4872 ვირტუალური რესურსი, სადაც აღწერილი იყო თავის მოკვლის გზები(ქართულ ინტერნეტ სივრცეში ამ თემაზე ბევრი სტატიაა გამოქვეყნებული, ანუ სახელმწიფო, რეალურად, არაფერს აკეთებს მსგავსი ინფორმაციის დასაბლოკად). 2014 წელს რუსეტში ტავი მოიკლა საერთო ჯამში 26 000-მა ადამიანმა(!!)

საქართველოში 2014 წელს 382 სუიციდის შემთხვევა დაფიქსირდა.სხვაობა, რა თქმა უნდა, დიდია, მაგრამ საქართველოს მისი ტერიტორიის და მოსახლეობის რიცხოვრების სიმცირის ფონზე 382 ადამიანი ერთი წლის განმავლობაში ძალიან ბევრია.


ნარკომანია

ნარკომანიის მაღალი მაჩვენებელი.რუსეთი მსოფლიოში ჰეროინის ძირითადი მომხმარებელია.2010 წელს რუსების მოთხოვნამ ოპიოიდებზე შეადგინა 70 ტონა (!!!).მომხმარებლების რიცხვმა შეადგინა 1.8 მლნ ადამიანი.2009 წლამდე ნარკოტიკების გამო რუსეთში წელიწადში 30 000 ადამიანი იხოცებოდა. 2013 წელს ნარკომანების რიცხვმა შეადგინა 8.5 მლნ ადამიანი, რომლებიც საერთო ჯამში ნარკოტიკებზე ხარჯავდნენ 1.5 ტრილიონ რუბლს(!!).

ნარკომანიის პრევენციისთვის რუსეთს აქვს პროექტი "სპორტი ნარკომანიის წინააღმდეგ", " გვაცნობე, სად ვაჭრობენ სიკვდილით", ნდობის ტელეფონი, სკოლებში ტარდება ინტერნეტ გაკვეთილები ამ თემასთან დაკავშირებით და ა.შ. აქვთ ცენტრი სახელწოდებით " ქუჩის ბავშვები ", სადაც არასრულწლოვან პრობლემატურ პიროვნებებს მშობლებთან ერთად სთავაზობენ ფსიქოლოგიურ და სხვა სახის დახმარებებს...

საქართველოში ამ მხრივ მკაცრი კანონები გვაქვს.2016 წლის მონაცემებით, ქვეყანაში ყოველ 10 000 ადამიანზე 29 ნარკომანია, ანუ დაახლოებით 8700 ადამიანი, რომელთაგანაც მკურნალობის კურსს გადის დაახლოებით 2 000 .


ეთნიკური შემადგენლობა

ეთნიკური შემადგენლობა რუსეთში თვალსა და ხელს შუა იცვლება. გამარტივებული სავიზო რეჟიმის გამო ქვეყანაში შემოდის ძალიან ბევრი იაფი მუშახელი.რუსები შეადგენენ 70%-ს მოსახლეობისა, თუმცა მათი რიცხვი დღითიდღე მცირდება.

image2016 წლის მონაცემებით ქვეყანაში შემოვიდა მილიონზე მეტი უზბეკი(!!), საერთო ჯამში 3 მლნ ადამიანზე მეტი( ეს იგივეა მთელი საქართველო რომ რუსეთში გადასახლდეს).

რადგანაც რეზიდენტობის გაცემის პროცესი გაამარტივეს, სავარაუდოდ, მიგრანტები უფრო ნაკლებად განვითარებული ქვეყნებიდან ემიგრირდებიან რუსეთში, რაც შეცვლის დემოგრაფიულ მდგომარეობას.

image საქართველოში ეთნიკური შემადგენლობის სტატისტიკის შესახებ, სამწუხაროდ, ვერ მოვიპოვე ვერანაირი ინფორმაცია.

გარდა ამ პრობლემებისა, არსებობს კიდევ უამრავი პრობლემა, როგორც რუსეთში, ასევე საქართველოში: რუსეთში აივ ინფექცია მძვინვარებს, 2000 წელს ც ჰეპატიტის ეპიდემია იყო, საქართველოში კიბოთი ინფიცირების შემთხვევები კატასტროფულად გაიზარდა...ორივე ქვეყანაში უმაღლესი განათლება გაუფასურდა, ტექნიკური განათლების მუშახელის ნაკლებობაა;კორუფცია;ქვეყნის ცუდი იმიჯი საერთაშორისო ასპარეზზე...

დასკვნის სახით შეგვიძლია თავი დავიმშვიდოთ, რომ ამდენ ნეგატივს იმიტომ ვწერთ და ვაშუქებთ, რომ უკეთ ვიცნობდეთ მტერსაც და საკუთარ თავსაც-რომ შევცვალოთ მომავალი უკეთესობისკენ.


წყარო: https://countrymeters.info/ru/Russian_Federation

http://www.statdata.ru/nacionalnyj-sostav-rossii

https://infografics.ru/all/rozhdaemost-i-smertnost-v-rossii/

https://ria.ru/20120406/619579995.html

https://sputnik-georgia.com/reviews/20160422/231286756.html

https://genby.livejournal.com/419234.html

https://batumelebi.netgazeti.ge/ambebi/14010/

https://www.geostat.ge/ka/modules/categories/322/migratsia

https://sputnik-georgia.com/infographics/20180929/242291368/-.html


1
215
შეფასება არ არის
ავტორი:მერეოლეონა
მერეოლეონა
215
  
2019, 25 დეკემბერი, 3:08
გსურთ აღმოჩნდეთ გოგონა ერთი ღამით? მოგესალმებით --- www.Bredhot.Com
0 1 1