ტექნოლოგიური სიახლეები ტყე შეუნახეთ შვილებსა 2019, 23 დეკემბერი, 23:00 ბუნების გაჩეხის ისტერია ქართულ კულტურაში განსაკუთრებით საახალწლოდ იჩენს თავს, როდესაც ქალაქში საშობაო ფუსფუსი პიკს აღწევს და მარადმწვანე ნაძვებიც სასიცოცხლო რეპრესიაში თანდათან კვდებიან. გარემოს უკიდურეს უჟანგბადობას რომ რეგრესი არ დაემართოს, ამისათვის ყოველთვის საჭიროა თითოეულმა ჩვენთაგანმა კონტრრევოლუციაზე იზრუნოს, რათა საუკუნეში განვითარებული ანომალური წარმონაქმნები ჯანსაღი ტექნოლოგიური ძვრებით ევოლუციურ პროცესებს დავუქვემდებაროთ. ვინაიდან არ გახლავართ ჩოხელის ვარდისფერი კაცი და შესაბამისად, არც გურამ პეტრიაშვილის მსგავსად, არ შემიძლია კარდაკარ ბეჭზე ამოსული ნაძვი ვატარო, ამიტომ როგორც ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე, ჟურნალისტი, ვალდებული ვარ, რომ ეს საახალწლო ელექტრონული დეკო ნაძვის ხე თქვენც გაგიზიაროთ და დანერგოთ საკუთარ სახლებშიც ატმოსფეროს სიმბოლური გალამაზება, რომელიც ორმხრივი ნათებით საახალწლო განწყობას ნაირგვარ ფერში აფერადებს და მათი შეძენაც 2019 წლის 25 დეკემრიდან 2020 წლის 14 იანვრამდე თბილისის სავაჭრო ცენტრებშია შესაძლებელი.ნუ მოჭრით ნაძვს და გაუფრთხილდით მარადმწვანე ბუნებას!- პალიტრის განწყობით კი ყველას გილოცავთ ბედნიერ შობა- ახალ წელს. ჯორჯიანა მოქალაქე ჟურნალისტი 23.12.2019 თბილისი/საქართველო 31 1-ს მოსწონს
|