საზოგადოება ეტიკეტის წესები, რომელთა არცოდნა, ნამდვილი სირცხვილია! 2019, 24 დეკემბერი, 8:36 ეტიკეტის წესების ცოდნა, უკვე დიდი ხანია მხოლოდ არისტოკრატული ოჯახის წევრების ცოდნის ფარგლებს გასცდა და ის დანერგილია ჩვეულებრივ ადამიანებშიც. ზოგადად, ეტიკეტის ცოდნა დაგეხმარებათ კარგი შთაბეჭდილების მოხდენაში, ხასიათის დემონსტრირებასა და ტაქტიკის გრძნობასა და განვითარებაში. საერთოდ, წარმოუდგენელია დღევანდელი ადამიანები ეტიკეტის წესების ცოდნის გარეშე, თუმცა, ბევრს ჯერ კიდევ მართებს ცოდნა თუ როგორ იყოს თავაზიანი, გამოხატოს ემოციები და ა, შ. დღევანდელი სტატიაც სწორედ ამას ემსახურება, რომ ვიცოდეთ გარკვეული ეტიკეტის წესები, რათა უფრო სწორად კარგად წარმოვაჩინოთ საკუთარი თავი.
ეტიკეტის წესები, რომელთა არცოდნა, ნამდვილი სირცხვილია!1. არასოდეს შეაღოთ კარი დაუკაკუნებლად. ამაზე დიდი სირხვილი არაფერია, მასპინძელი აუცილებლად უნდა იყოს გაფრთხილებული. ერთმა ბრიტანელმა არისტოკრატმა ქალმა თქვა, რომ კარზე მოულოდნელი კაკუნის შემთხვევაში ყოველთვის იცვამდა ფეხსაცმელს, მანტოს, იხურავდა ქუდს და იკავებდა ქოლგას. ასეთი საქციელით, ის თავიდან იცილებდა არასასურველ სტუმარს და პირიქით... თუ სასიამოვნო სტუმარი იყო, ამბობდა - "ეს ესაა მოვედი, მობრძანდით"; ხოლო თუ უსიამოვნო - "რა სამწუხაროა, ახლა ვაპირებდი გასვლას". 2. ხელჩანთის განთავსება მუხლებზე, ან სავარძელზე, რომელზეც ზიხართ, არ შეიძლება. მისთვის უნდა გამოყოთ პატარა ადგილი მაგიდაზე ან ჩამოკიდოთ სკამის ან სავარძლის საზურგეზე. 3. ცელოფნის და ქაღალდის ჩანთების ტარება დასაშვებია მხოლოდ "სუპერმარკეტიდან" ან "ბუტიკებიდან" დაბრუნების შემთხვევაში, სხვა დროს ნუ გამოიყენებთ. 4. საშინაო ტანისამოსად ითვლება თავისუფალი შარვალი და "სვიტერი", ხალათს და საღამურებს საშინაოდ ნუ ჩაიცვამთ მთელ დღეს. ხალათი იმისთვისაა განკუთვნილი, რომ დილით, ადგომისთანავე, აბაზანამდე მიხვიდეთ და ღამე აბაზანიდან საწოლამდე... 5. ქოლგა არ შრება გაშლილ მდგომარეობაში ისე, როგორც ამას ბევრი ჩვენგანი აკეთებს დღეს. ის უნდა დაკეცილი იდოს სპეციალურ ჩასადებში და ისე გაშრეს. 6. კაცი არასოდეს არ ატარებს ქალის ჩანთას და პალტოს. ერთდაერთი გამონაკლისი, მას შეუძლია ქალის პალტო წაიღოს კარადაში, სხვა შემთხვევაში არა... 7. იმ დღიდან, როდესაც ბავშვს თავის ოთახს მიუჩენთ, შესვლამდე აუცილებლად დაუკაკუნეთ კარზე. ის ასე გამოიმუშავებს, რომ თქვენს ოთახში შემოსვლამდე დააკაკუნოს კარზე. 8. მამაკაცი ყოველთვის პირველი შედის ლიფტში, რომ გამოსვლისას ქალს დაუთმოს. 9. ხმამაღლა თქმა, რომ დიეტაზე ხართ, ცუდი ფორმაა. უფრო მეტიც, არ შეიძლება უარის თქმა ვახშამზე, თუ ის საუკეთესო დიასახლისმა მოამზადა. გადაიღეთ და დაადეგუსტაციეთ, თუნდაც არ ჭამოთ, მაგრამ უნდა შეაქოთ მისი შრომა. ეს ეხება სასმელსაც, "არ ვსვამ! "- ცუდი ტონია, ცოტა დაისხით და ტუჩები დაისველეთ. 10. ტაბუ-დადებული თემებია: პოლიტიკა, რელიგია, ფული, ჯანმრთელობა. ასევე შეუსაბამო კითხვებია: "ღმერთო, რა კარგი კაბაა, რამდენი გადაიხადე?" 11. ყველა ადამიანს, ვინც 12 წელს გადაცადა, უნდა მიმართოთ "თქვენ". გამონაკლისია ძალიან ახლობლები. 12. ეს ცხრა რაღაც კი უმჯობესია საიდუმლოდ შეინახოთ: ლოცვა, ასაკი, სიმდიდრე, სახლის პირობები, წამლები, სასიყვარულო ურთიერთობა, საჩუქარი, პატივი და სირცხვილი. იხილეთ აგრეთვე: სუფრის ეტიკეტის 15 მნიშვნელოვანი წესი, რომლებიც უნდა ვიცოდეთ 2092 7-ს მოსწონს
|