საზოგადოება "ატეხილი ხარ სამგლე გოჭივით და დაოკდი ! არც შენი თვალთვალის მეშინია, არც შენი ჭორების და არც..." - ელისო კილაძე სოსო გოგაშვილს 2019, 23 დეკემბერი, 11:09 ჟურნალისტი და გაზეთ "ქრონიკა +" - ის რედაქტორი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსის ყოფილ პირველ მოადგილეს სოსო გოგაშვილს საგანგებო პოსტით მიმართავს და საჯაროდ აფრთხილებს, რომ მისი უკანონო თვალთვალი, მასზე უსაფუძვლო ჭორების გავრცელება და ფოტოების გადაღება შეწყვიტოს. კილაძე გოგაშვილს იმ დროსაც ახსენებს, როდესაც ის სუსის უფროსის პირველი მოადგილე იყო, თუმცა, მასზე ჯერ კიდევ მაშინ ვერანაირი კომპრომატის მოპოვება ვერ შეძლო, ახლა კი, მით უმეტეს, ის მის წინააღმდეგ ვერაფერს იპოვის: სოსო გოგაშვილი ატეხილი ხარ სამგლე გოჭივით და დაოკდი ! არც შენი თვალთვალის მეშინია, არც შენი ჭორების, არც ფოტოების გადაღების და არც ზაქარას ბოდვების! სუსის უფროსის მოადგილე როცა იყავი და მთელი სახელმწიფო მანქანა გედგა გვერდით, მაშინ ვერ მოიპოვე ჩემზე კომპრომატი და ახლა ზაქარას თვეში ათას ლარს უხდი ამ სიბინძურეებში-ტეხავს, ამოდენა"ჩეკისტი" ჯერ ბლოგერი გახდი და მერე "წუწკის"წყარო. შენ იკადრე ის, რაც სპეცსამსახურების ისტორიაში არასოდეს, არც ერთ თანამშრომელს არ უკადრებია - აგენტებთან კომინიკაციისთვის იყენებდი საკუთარ ცოლს და ახლა დაჭერის შიშის გამო აშანტაჟებ სახელმწიფოს, ავლაპარაკდებიო! ერთი რჩევა მაქვს გულწრფელად -ფსიქიატრი გამოცვალე, მკურნალობის კურსმა აშკარად ვერ გაამართლა !
|