სხვა დასახელდა ყველაზე მაღალშემოსავლიანი მწერლები 2019, 22 დეკემბერი, 12:14
ამერიკულმა Forbes-მა გამოაქვეყნა მსოფლიოს ყველაზე მაღალშემოსავლიანი მწერლები 2019 წლისათვის.
რეიტინგს სათავეში 92 მილიონი დოლარით მოექცა ბრიტანელი მწერალი ჯოან როულინგი, ყველასთვის კარგად ცნობილი, ბრენდად ქცეული "ჰარი პოტერიდან" შემოსული თანხით. მეორე პოზიციაზეა ამერიკელი მწერალი ჯეიმს პეტერსონი 70 მილიონი დოლარით, ავტორი წიგნისა "პრეზიდენტი დაიკარგა", რომელიც აშშ-ყოფილ პრეზიდენტ, ბილ კლინტონთან თანაავტორობით დაწერა.2018 წელს ეს ფანტასტიკური ჟანრის რომანი ყველაზე გაყიდვადი გახდა აშშ-ში. რეიტინგში პირველად მოხვდა აშშ-ს ყოფილი პირველი ლედი მიშელ ობამა, მისი მემუარები 10 მილიონი ტირაჟით გაიყიდა და შესაბამისად მესამე პოზიცია დაიკავა სიაში. პირველ ხუთეულში მოხვდა ჯეფ კინი, რომელმაც 2019 წელს 20 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, მას მოყვება სტივენ კინგი 17 მილიონი დოლარით, შარშანდელ რეიტინგთან შედარებით კინგმა ორი საფეხურით ქვევით დაიწია, რადგან წელს მან 10 მილიონი დოლარით ნაკლები იშოვა. 131 4-ს მოსწონს
|