რჩევები როგორ მივიღოთ პლატინისფერი ანუ ცივი ქერა თმის ფერი- ოლგა მისნიკის რჩევები 2019, 21 დეკემბერი, 21:00 ბევრი ქალბატონი ოცნებობს მიიღოს ე.წ პლატინისფერი ანუ ცივი ქერა თმის ფერი, მაგრამ უშედეგოდ . ეხლა კი წარმოგიდგენთ ოლგა მისნიკის რჩევებს, რომლის გათვალისწინების შემთხვევაშიც თქვენ დაივიწყებთ გაყვითლებულ ან გაწითლებულ ქერა თმას. მაშ ასე, რჩევა პირველი : თუკი მიმართეთ სალონს სასურველი შედეგისათვის ხომ კარგი, რადგან პირველად ფერის ცვლილება სასურველია სალონს მიანდოთ, ხოლო თუ თქვენით ცდილობთ შედეგის მიღებას, აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ პირველ რიგში უნდა გამოიყენოთ თმის გამაღიავებელი და არა საღებავი, თუკი უკვე არ გაქვთ გამოყენებული, რადგან გამაღიავებლის გამოყენება მხოლოდ ერთხელ არის რეკომენდებული, დამატებით მხოლოდ იმ შემთხვევაში როდესაც უკვე თქვენი თმა წამოიზარდა ძირებიდან, ისიც მხოლოდ წამოზრდილ თმებზე უნდა გაიმეოროთ გამაღიავებლის დადება (ძირებზე) და არავითარ შემთხვევაში მთლიან თმაზე. თუკი გამაღიავებელი საერთოდ არ გამოგიყენებიათ და მხოლოდ საღებავით ცდილობთ შედეგის მიღებას, ეს შეუძლებელია, განსაკუთრებით თუკი მუქი თმა გაქვთ. 2. გამაღიავებლის გამოყენების შემდეგ საღებავით შეღებვის ჯერი დგება, რომლის ინსტრუქციაც მოჰყვება ყველას. მაგრამ გაითვალისწინეთ, შეღებვამდე თმა უნდა დაიბანოთ 3-ჯერ, დიახ, სამჯერ და არავითარი დაუბანელ თმაზე შეღებვა, თუ არ გნებავთ, რომ 5 დაბანაში თქვენი თმა ჩამოირეცხოს ან გაყვითლდეს, რადგან დაბანილი თმა უკეთ იღებს საღებავს და დიდხანსაც ინარჩუნებს. 3. გამოიყენეთ კარგი ხარისხის შამპუნები, ბალზამი და ნიღბები, რადგან ქერა თმა განსაკუთრებულ მოვლასა და ყურადღებას საჭიროებს . 241 1-ს მოსწონს
|