ვებ ტექნოლოგიები და ინტერნეტი Facebook-მა ქართული ოცნებასთან დაკავშირებული 400 ტროლი გვერდი გააუქმა 2019, 21 დეკემბერი, 16:43 ![]() გვერდის ადმინისტრატორები და ანგარიშების მფლობელები, როგორც წესი, აქვეყნებდენ ამბებს ქვეყნის შიდა და პოლიტიკური საკითხებზე, როგორიცაა არჩევნები, მთავრობის პოლიტიკა, საჯარო მოხელეები, ოპოზიციის და ადგილობრივი ორგანიზაციების აქტივისტების კრიტიკა. მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმიანობის უკან მყოფი პირები ცდილობდნენ თავიანთი ვინაობის და კოორდინაციის დამალვას, ჩვენმა გამოძიებამ ეს საქმიანობა დაუკავშირა "პანდას"- ქართულ სარეკლამო სააგენტოს და „ქართული ოცნების“ მთავრობას.-ნათქვამია ფეისბუქის განცხადებაში. საქართველოც მოხვდა იმ ქვეყნების სიაში, სადაც ხელისუფლება ყალბ გვერდებსა და პროფილებს ქმნის ან/და აფინანსებს: ორგანიზაციის ცნობით, ფეისბუქსა და ინსტაგრამზე ამ გვერდებსა და პროფილებს ჯამში 316 000-ზე მეტი ამერიკული დოლარი აქვთ დახარჯული. ასეთ მასშტაბურ შეტევებს "ფეისბუქის" დრო და დრო ახორციელებს.ამჯერად მიზანში ამოიღო საქართველო, ვიეტნამი და შეერთებული შტატები ამოიღო. ![]() ამოღებულ გვერდებში არის::ეროვნული მედია, mypress.ge, Fast.news.ge და სხვები, რაც შეეხება სარეკლამო სააგენტო "პანდას", ბაზარზე მიმდინარე წლის აპრილში გამოჩნდა, თუმცა საზოგადოებისთვის უფრო ცნობილი მუსიკალური პროექტით გახდა. საუბარია მუსიკალურ ჯგუფზე, რომლის რამდენიმე ვიდეო-კლიპმაც youtube-ზე ფურორი მოახდინა. მოგვიანებით პანდა სარეკლამო სააგენტოდ გადაკეთდა.მას ბერა ივანიშვილს უკავშირებენ. 95 4-ს მოსწონს
|