სხვა საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი 2012, 4 აგვისტო, 1:46 საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი წარმოადგენს ეროვნულ პროექტს, რომლის მიზანია აქტიური, ნიჭიერი ახალგაზრდების ჩართვა აკადემიურ - პრაქტიკულ ღონისძიებებში - საპარალმენტო სესიებში.
პროექტის ამოცანებია 16-25 წლამდე ქართველი ახალგაზრდების აკადემიური აქტივობის, მათი ცოდნის პრაქტიკაში რეალიზების ხელშეწყობა. დებატის კულტურის ჩამოყალიბება, სამოქალაქო თვითშეგნების გაზრდა, რაც საბოლოოდ ემსახურება ქვეყანაში პარლამენტარიზმის კულტურის ამაღლებას და დემოკრატიული ღირებულბების დამკვიდრებას. საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის მუშაობის პრინციპი ეფუძნება არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიას, რომელიც გულისხმობს როგორც თეორიულ ცოდნის მიღებას, აგრეთვე პრაქტიკული უნარების გამომუშავებას. საუკეთესო პროექტი რომელშიც ოდესმე მონაწილეობა მიმიღია, საუკეთესო საშუალება შეიძინო ცოდნა, გამოცდილება, მეგობრები.. 256 შეფასება არ არის
|