x
მეტი
  • 25.12.2024
  • სტატია:139044
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512595
ვინ არის გოგონა,რომელიც თავის დროზე თავად აპირებდა თავის მოკვლას,ახლა კი სხვების გადარჩენაზე ზრუნავს
image

მსოფლიოში ყოველ 40 წამში ერთი თვითმკვლელობა ხდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, წელიწადში 800 ათასამდე ადამიანი თვითმკვლელობამდე მიდის. დამაჯერებელი კვლევები სოციალური ქსელების გავლენის შესახებ ამ სტატისტიკაზე არ არსებობს. თუმცა, წლიდან წლამდე, არის შემთხვევები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს დარწმუნებით ვთქვათ, რომ არსებობს მასზე დამოკიდებულება.



მომხმარებლები, რომლებიც ფსიქოლოგიურ პრობლემებს განიცდიან, თითქოსდა ნუგეშს პოულობენ სოციალურ ქსელში, მაგრამ ხშირად პირუკუ ხდება, ვინც უკვე ფიქრობს სუიციდზე, სოცქსელში მხოლოდ ზიანის მოტანა შეუძლია მათთვის .


თავად სოციალურ ქსელები ვერ უმკლავდებიან თვითმკვლელობის შინაარსის შემცველ პოსტების გაფილტვრას, თუმცა არის ადამიანი, 22 წლის ინგებიორგ ბლიდჰეიმი, რომელმაც თავის დროზე თავად სცადა სუიციდი, ახლა კი ცდილობს ადამიანები გადაარჩინოს სუიციადური აზრებისგან.ის ფიქრობს, სწორად იქცევა, რადგან მას სხვაგვარად ცხოვრება არ შეუძლია.




2019 წლის მაისში, 16 წლის სკოლის მოსწავლე მალაიზიიდან, ინსტაგრამის მომხარებელეთა გადაწყვეტილებით, თავი მოიკლა. მან თავის გვერდზე გამოაქვეყნა გამოკითხვა, უნდა მოკვდეს თუ არა: "ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია, დამეხმარეთ სიკვდილის / სიცოცხლის არჩევაში." უმრავლესობის მოსაზრებამ - 69 პროცენტი ხმამ- "სიკვდილი"- გადაწყვიტა მოზარდის ბედი.



ორი წლის წინ გარდაიცვალა 14 წლის მოლი რასელი. ოდესღაც მხიარული მოლის მშობლები დარწმუნებულები არიან, რომ Instagram- ის ალგორითმებმა- გავლენა მოახდინეს მისი გადაცემის გადაწყვეტილებაზე, მოზარდისთვის თვითდაზიანებასა და თვითმკვლელობასთან დაკავშირებული შინაარსის კონტენტმა. მშობლებმა დაადგინეს, რომ სანამ ის გარდაიცვლებოდა, გოგონა უყურებდა უამრავ ვიდეოს თვითმკვლელობის შესახებ.


”Instagram- მა ხელი შეუწყო ჩემი გოგონას დაღუპვას"-დარწმუნებულია მამამისი.

imageფოტოზე: მოლი რასელი


მოლის სუიციდზე სოციალური ქსელის ზეგავლენა მანამდე არ გახმაურდა, სანამ მამამ 2019 წლის დასაწყისში მედიას არ მიმართა.

სკანდალის შემდეგ, Instagram- ის ადმინისტრაციამ დააანონსა sensitivity screens, ახალი ინსტრუმენტი, რომელიც მალავს პუბლიკაციებს თვითდაზიანებისა და თვითმკვლელობის გამოსახულებით. დღეს Instagram-ი მოუწოდებს მომხმარებლებს, სწრაფად მიმართონ ადმინისტრაციას პრეტენზიებით იმ ჩანაწერების შესახებ, რომლებიც დემონსტრირებენ ან ხელს უწყობენ თვითმკვლელობას ან თვითდაზიანებას, დაუკავშირდნენ სამაშველო სამსახურს დაპარალელურად ნებისმიერი დახმარებას გაუწიონ პოტენციურ მსხვერპლს.



ამჟამად Instagram- ზე აკრძალულია განათავსოთ ფოტოები, ნახატები, მათ შორის ანიმაცია და მემები, სადაც თვითმკვლელობის მეთოდებია ასახული.



ახლა კი გავეცნოთ ინგებიორგ ბლიდჰეიმს(Ingebjørg Blindheim) და გავიგოთ რა მეთოდით მუშაობს ის ინტერნეტში.

image

გოგონა ნებისმიერ თავისუფალ დროს, ნებისმიერ წამს იღებს სმარტფონს და ეძებს პოტენციურ თვითმკვლელს.

22 წლის ნორვეგიელი სამართლიანად ითვლება სოციალურ ქსელში სიცოცხლის გადამრჩენად: ნამდვილი დეტექტივის ინსტინქტით, გოგონა პოულობს მათ, ვინც სოციალურ ქსელში სუიციდის შესახებ საუბრობს, უბედურების თავიდან აცილება და ადამიანის გადარჩენა მიაჩნია, რომ მისი მოვალეობაა.


ბლიდჰეიმი ყურადღებით აკვირდება 450 პლატფორმას. მათი უმრავლესობა ახალგაზრდა გოგონაა, რომლებიც საკუთარ ტკივილზე წერენ. მაგრამ მათ შორის რამდენიმე ბიჭიც არის.

image

" ვხედავ უამრავ ადამიანს, ვისაც სურს სიკვდილი- განმარტავს ნორვეგიელი- არ ვაპირებ უბრალოდ ვუყურო ვიღაცის ნათქვამს, რომ თავის მოკვლას აპირებს და არც უგულებელყოფას, იმ იმედით, რომ ყველაფერი კარგად იქნება.”


ნორვეგიელ გოგონას, არ აქვს სპეციალური განათლება, არც ფსიქოლოგიური დახმარების ოფიციალური ნებართვა, ეს არ არის ის სამსახური, რაზეც გოგონა ოცნებობდა, მაგრამ უკვე აღარ შეუძლია თავი შეიკავოს პოტენციურ თვითმკვლელთა ან ფსიქიური აშლილობის მქონე ადამიანების დახმარებისგან.


ბლიდჰეიმის თქმით, ხშირად უცხო ადამიანისადმი ნათქვამი კეთილი სიტყვა მისთვის ერთადერთი იმედია ცხოვრებაში.


რამდენიმე წლის წინ გოგონა თავად აპირებდა სუიციდს, იმ პერიოდში, როდესაც მოზარდობის პერიოდში კვებითი აშლილობას განიცდიდა.

თვითმკვლელობამდე ბლინდემმა ინტერნეტით დატოვა შეტყობინება სუიციდის შესახებ., გზავნილმა, რომელიც თითქოს ბოლოს უნდა ყოფილიყო, მისი სიცოცხლე იხსნა - ერთ-ერთმა მეგობარმა სამაშველო სამსახურს გამოუძახა. ” ქვეცნობიერად ალბათ მინდოდა ვინმეს გადავერჩინე, მაგრამ მიზანი იყო თითმკვლელობა”- იხსენებს იგი.


სამწუხაროდ სუიციდით დაასრულა სიცოცხლე ბლინჰეინის საუკეთესო დაქალმა, ისინი ერთად იწვნენ კლინიკაში, ერთად გამოეწერნენ, თუმცა მალე მისი დაქალს ისევ ფსიქიური აშლილობა დაეწყო, სოციალურ ქსელში ბოლო, -რკინიგზის ხაზის ფოტო დადო და ცოტა ხანში თავის მოიკლა, სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა გოგონა სხვებს დახმარებოდა.


ინგებიორგ ბლიდჰეიმი იმასაც აღნიშნავს, რომ არც თუ იშვიათად გულგრილად იქცევა პოლიცია თუ მაშველები და ჰყვება მაგალითს:პოლიციაში დარეკა და გააფრთხილა, რომ გოგონა თვითმკვლელობას აპირებდა, პასუხი კი ასეთი იყო:ნუ ღელავთ, მაგ გოგონამ უკვე 16-ჯერ დაიმუქრა, თავს მოვიკლავო....მეორე დღეს გაიგო, რომ იმ გოგონამ ამჯერად უკვე მართლა მოიკლა თავი.


დღეს ნორვეგიაში დიდ ყურადღებას უთმობენ ახალგაზრდების ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს, მათ შორის "სუიციდალურ“ ქცევებს სოციალურ ქსელებში.



ანემარტ მოლანდმა(Annemarte Moland) ნორვეგიის სამაუწყებლო კორპორაციის ჟურნალისტმა, შეისწავლა ახალგაზრდა გოგონების აქტიურობა Instagram- ზე. მან ამ თემაზე მუშაობა დაიწყო სამი თინეიჯერი გოგონას ისტორიის გამოძიებით. ერთ-ერთ მათგანს Instagram- ზე თვითმკვლელობის შესახებ აზრებს აზიარებდა.

image

გამოძიების დროს მოლანდმა "ინსტაგრამზე" ათასზე მეტი მსგავსი პროფილი იპოვა. მათ შორისაა ახალგაზრდა გოგონების და მოზარდების გვერდები, სულ მცირე, 20 ქვეყნიდან. აზრების გაცვლით, მათ შექმნეს თვითმკვლელობის მთელი ქსელი. გოგონები ჩვეულებრივი თინეიჯერების მსგავსად კომუნიკაბელურები არიან, ბევრისთვის ეს ერთადერთი ადგილია, სადაც ერთმანეთს აზრებს უზიარებენ.

"მეჩვენებოდა, რომ ისინი ერთმანეთს უფსრკულისკენ უბიძგებდნენ. როდესაც ზღვარს მიაღწევდნენ ყველა წერდა: ”არა, ნუ გააკეთებ ამას, იცოცხლე”, - ამბობს მოლენდი.

ერთწლიანი გამოძიების განმავლობაში ჟურნალისტმა გაარკვია, რომ ნორვეგიიდან მინიმუმ 15 გოგონამ მოიკლა თავი, რომლებიც ე.წ. ”სუიციდის ქსელის” წევრები იყვნენ.



1
205
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
205
  
2019, 21 დეკემბერი, 3:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1