პოეზია ჩეჩენი პოეტის ლექსი "ლუკას" 2019, 19 დეკემბერი, 1:39 არა არ ვარგიხართ არა თუნდაც ეს მიიღოთ წყენად, ტყუილად კი არ გითხრათ ბავშმა წადით ერთი თქვენი დედაც. თქვენ რა უფლება გაქვთ ნეტა ბავში აიძულოთ მოკვდეს, ვინც კი დამნაშავე არის ყველას მისი ბედი გქონდეთ. ან რა გული გიდევთ მკერდში მისგან არ გქონიათ წყენა, მეცხრე სართულიდან ბავშვი რისთვის გადმოეშვა ნეტა. ეს ხომ ცუდი საქმე არის ამას ხომ მოჰყვება დარდი, იმას უნდა ეთქვა თქვენთვის წადით ერთი თქვენი კარგიც. ყველა აქედან ხომ მიდის ზოგი ადრე ზოგიც გვიან, ის კი სამოთხეში წავა თქვენსას ჯოჯოხეთი ჰქვია. ღმერთმა არ გაშოროთ არვის ვინც კი დამნაშავე არის, ჩვენში სამართალი ეხლა იცით ურმით ნელა დადის. ლუკას ცოდო ყველას გქონდეთ არვის არ გეღირსოთ ღამე, თვალებ გახელილებს გევლოთ მალე დაგიბნელდეთ მთვარე. გურამ ხანგოშვილი 1395 1-ს მოსწონს
|