x
მეტი
  • 03.07.2024
  • სტატია:135742
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510118
ლუკა სირაძის "პრეცენდენტი", ანუ რა გეშველება საქართველო?!
image


ლუკა სირაძის შემთხვევამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რამდენად მწვავედ დგას ქვეყანაში განათლების და საღი აზრის დეფიციტის საკითხი. ერთმანეთისკენ თითგაშვერილი და სხვების განმსჯელი საზოგადოება.რეალურად, რამდენმა ჩაიხედა თავის თავში და რამდენმა აღიარა, რომ მსგავს სიტუაციაში 99% მოქალაქეებისა ზუსტად ისევე მოიქცეოდა, როგორც მოიქცნენ ლუკას ირგვლივ მყოფნი.რომელი თქვენგანი არ დაუწყებდა გაკიცხვას და არ მიაყენებდა შეურაცხყოფას მოზარდს, რომელმაც რაღაც დააშავა, უხეშად რომ ვთქვათ.დღევანდელი თაობა ხომ ასეთი ცუდია და უზრდელი, ყველაფერს აფუჭებენ...რომელი თქვენგანი დასვამდა ბავშვს მისი განკითხვის გარეშე და გამოჰკითხავდა, რაში იყო მისი პრობლემა, რა აწუხებდა??


იმის თქმა მინდა, რომ დამნაშავე მის სიკვდილში არის მთელი ერი, მთელი სისტემა და მთელი საქართველო.იმიტომ, რომ არ გვყოფნის შეგნება, მოვითხოვოთ სკოლებში კარგი ფსიქოლოგების არსებობა, მოვითხოვოთ მეტი ინფორმაცია ასეთ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, როგორიცაა ბავშვთა აღზრდა-მომავალი თაობის აღზრდა;მოვითხოვოთ კვალიფიციური კადრები, არა ისეთები, რომლებსაც დიპლომი აქვთ, არამედ ისეთები, რომლებიც არ არიან ნეიტრალურები იმ საქმის მიმართ, რომელსაც ემსახურებიან.


სინამდვილეში, რამდენიც არ უნდა მოვითხოვოთ, მაინც არ გვეყოლებიან ესეთი კადრები, რადგან ჩვენ თვითონ არ გვყოფნის განათლება, ჩვენს შორის არ არიან კომპეტენტური, საკმარისი გამოცდილების და განათლების მქონე ადამიანები, რომლებიც თავიანთ საქმეს მიუდგებიან პასუხისმგებლობით.



იმისთვის, რომ სიტუაცია გამოსწორდეს, საჭიროა პირველ რიგში განათლების დონის ამაღლება, იმდენად ამაღლება, რომ თითოეულ მოქალაქეს შეეძლოს ობიექტური აზროვნება და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, თავის თავზე მუშაობა და სხვების დახმარება ყოველგვარი აბუჩად აგდების და დაცინვის გარეშე.რომ არ ვიცხოვროთ ისეთ ქვეყანაში, სადაც ხალხი ქულებს იწერს და სათავისოდ იყენებს სხვის ტრაგედიას;ტირის, მოთქვამს, თანაუგრძნობს დაზარალებულს და რეალურად მაინც არაფერი იცვლება- იგივე რეალობაში აგრძელებს ცხოვრებას ლუკას ასაკის ათასობით ბავშვი.


ცალკე თემაა, რატომ იმეტებენ ასე მარტივად საკუთარ თავს ბავშვები.რამდენად ვერ წარმოუდგენიათ მათ თავიანთი მომავალი ნათელ ფერებში, რომ ვერც ეკლესია და რელიგია აკავებთ და ვერც საკუთარი ოჯახი, სახელმწიფოზე არაფერს ვამბობ.ეს ბავშვები წარმოადგენენ იმედდაკარგულ თაობას, სიყვარულის და თანადგომის გარეშე დარჩენილ თაობას, რომლებიც ერთ ნათელ სხივსაც ვერ ხედავენ ვერც თავიანთ რეალობაში და მით უმეტეს ვერც თავიანთ მომავალში.


აბა თუ მიხვდებით, რა მომავალი ელის ერს, რომლის ახალი თაობა ასეთ უიმედო მდგომარეობაში მასიურად იმეტებს საკუთარ თავს სიკვდილისთვის??!


0
8
შეფასება არ არის
ავტორი:მერეოლეონა
მერეოლეონა
8
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0