ასტროლოგია როგორი იქნება 2020 წელი ტყუპებისთვის? 2019, 20 დეკემბერი, 14:03 ტყუპები - არის ზოდიაქოს ნიშანი. ს რიგით მესამე ასტროლოგიური ნიშნების სისტემაში. ზოდიაქოს პრინციპების მიხედვით, მზე ამ ნიშანში იმყოფება დაახლოებით 21 (ან 22) მაისიდან 21 ივნისამდე. მარჩბივის (ტყუპის) ზოდიაქო განსხვავდება ტყუპის თანავარსკვლავედისგან, სადაც მზე 20 ივნისიდან 20 ივლისამდე მოძრაობს. ასტროლოგიური თვალსაზრისით, ტყუპის მმართველი პლანეტაა — მერკური. ტყუპის ზოდიაქოში „ეგზალტირებულია“ — რაჰუ (მთვარის აღმავალი კვანძი), „დაცემულია“ — კეტუ (მთვარის დაღმავალი კვანძი), „გამოძევებულია“ — იუპიტერი და ნეპტუნი. მინეროლოგიური თვალსაზრისით, ტყუპის ძირითადი მინერალია: ქალცედონი. როგორი იქნება 2020 წელი ტყუპებისთვის?♊ როგორც სხვა ზოდიაქოს ნიშნებს, ასევე ტყუპებსაც მოულოდნელი სიურპრიზები ელოდება 2020 წელს. მთავარია ეს ხელსაყრელი პირობები კარგად გამოიყენოთ. ♊ 2020 წლის დასაწყისი საკმაოდ ემოციური გამოდგება თქვენთვის. მეგობრებთან უფრო მჭიდრო კავშირში შეხვალთ, შესაძლოა სიყვარულზეც დაფიქრდეთ. თუ თქვენ პატარ-პატარა ფლირტებით ხართ გატაცებული, შესაძლოა მიხვდეთ, რომ ეს არასწორია და გადაწყვიტოთ გრძელვადიანი ურთიერთობა, რომელიც გადამწყვეტი იქნება თქვენს ცხოვრებაში. ♊ გაზაფხული ძალიან პოზიტიურად დაიწყება. გექნებათ სხვადასხვა სფეროდან სამსახურის შემოთავაზებები. მოსალოდნელია სამსახური საზღვარგარეთაც, თუმცა ამისთვის საკმაოდ ბევრი ფიქრი მოგიწევთ. ♊ 2020 წლის ზაფხულიც სასიამოვნოდ დაიწყება. ეს ზუსტად ის პერიოდია, როდესაც უნდა დაიწყოთ თქვენი საკუთარი ბიზნესი, რომელზეც აქამდე ბევრს ოცნებობდით. თუმცა ერთი რამ არ დაგავიწყდეთ - "აუცილებლად აკონტროლეთ ფინანსები და წინდაუხედავად არ გადადგათ ნაბიჯი" ♊ სრულიად შემოდგომას სიმშვიდეში გაატარებთ. დეკემბრის დასაწყისი ცოტა მოდუნდებით, თუმცა ყველა მოვლენის შესახებ იქნებით ინფორმირებული. ამიტომ მთლად საბნის ქვეშ ნუ დაიმალებით, გვესმის რომ გადაიღალეთ! ♊ თუ ემგირანტი ხართ აუცილებლად ესტუმრეთ ოჯახს. ეს პერიოდია საუკეთესოა ოჯახის წევრებთან დროის გასატარებლად. ♊ ტყუპები 2020 წელს კიდევ ერთხელ დაამტკიცებენ, რომ მათ შეუძლიათ ყველაზე კარგი და გულწრფელი მეგობრობა! სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი<<<<< თქვენთვის საინტერესო >>>>>როგორი იქნება 2020 წელი კუროებისთვის? როგორი იქნება 2020 წელი ვერძებისთვის? ოთხი ცოლი - იგავი სულიერ სიწმინდეზე ნარიფონის ხე - ხელოვნური თუ ბუნებრივი? 15 ბრძნული იაპონური გამონათქვამი, რომელიც სწორი ნაბიჯების გადადგმაში დაგეხმარებათ! თვალებს ვერ მოაშორებთ - 13 ფოტო, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ! 23 ფოტო, რომელიც ამ ცივ დღეებში გულს გაგითბობთ! 15 ფოტო მტკიცებულება იმისა, რომ ის არამხოლოდ ჰოლივუდის ვარსკვალვი, არამედ შეუდარებელი მამაა! 580 6-ს მოსწონს
|