მოვლენები გამოვლინდა მის მსოფლიო 2019 2019, 15 დეკემბერი, 12:45
ბრიტანეთის დედაქალაქში დასრულდა მის მსოფლიო 2019 -ის სილამაზის კონკურსი, რომელსაც პირდაპირ ეთერში თვალს ადევნებდა 140 ქვეყნის 900 მილიონი მაყურებელი.
მის მსოფლიო ყველაზე ძველი სილამაზის კონკურსია, რომელიც რეგულარულად იმართება 1951 წლიდან, კონკურსის წესების თანახმად, გოგონას ასაკი 16-დან 26 წლამდე უნდა იყოს, უნდა იყოს გაუთხოვარი და არ უნდა ჰყავდეს შვილი.
წლევანდელი კონკურსის გამარჯვებული გახდა 23 წლის ტონი ენ სინგხი იამაიკიდან, აღსანიშნავია რომ იამაკისთვის ეს უკვე მეოთხე გამარჯვებაა "მის მსოფლიოს " ისტორიაში. მეორე ადგილზე გავიდა საფრანგეთის წარმომადგენელი, ხოლო მესამეზე ინდოეთის. საქართველოს წელს წარადგენდა ნინო გოგიჩაიშვილი, რომელიც სამწუხარიდ მეორე ტურში ვეღარ გავიდა. 257 4-ს მოსწონს
|