x
მეტი
  • 08.07.2024
  • სტატია:135831
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510212
10 ყველაზე საინტერესო ფაქტი ლონდონის ოლიმპიადის შესახებ!
image



დამეთანხმებით, რომ ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშები ერთერთი ყველაზე პოპულარული თემაა დღესდღეობით. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ ოლიმპიადის 10 ყველაზე საინტერესო ფაქტს. იმედია, მოგეწონებათ:))


10. ქალების ბრძოლა. ლონდონის 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებს 2 გასაოცარი ამბავი აქვს მსოფლიოსთვის. პირველ რიგში ის, რომ ეს პირველი თამაშებია, სადაც ყველა ქვეყანას წარმოდგენილი ჰყავს 1 ათლეტი ქალი მაინც. და მეორე-წელს თამაშებს მიემატა ქალების კრივი, რაც იმას ნიშნავს რომ უკვე ყველა სპორტულ თამაშში იქნებიან როგორც მამაკაცი ისე ქალი მონაწილეებიც.


9. გახსნის ცერემონიალი ვილიამ შექსპირის ნაწარმოებით გაიხსნა. ოლიმპიადის ორგანიზატორებმა გახსნის ცერემონიალს "საოცრების კუნძული" დაარქვეს, რომელიც ციტატაა ვილიამ შექსპირის ერთერთი ნაწარმოებიდან"გრიგალი". ცერემონიალს წარუძღვა დენი ბოილი. პროექტზე 20.000ზე მეტი მოხალისე მუშაობდა.

8. ლონდონის ოლიმპიური თამაშების სტადიონი ყველაზე ნათელი სტადიონია მსოფლიოში. image

სტადიონს საკუთარი განათების გარდა დაუმატეს 2500 ტონა ფოლადის მილი, რომლებიც მათში გაყვანილი ბუნებრივი აირის დახმარებით კაშკაშა სინათლეს ჰმატებდნენ მთელ სტადიონს.



7. 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებს 20.000ზე მეტი მედიის წარმომადგენელი აშუქებს. საერთაშორისო გადაცემის ცენტრი, რომელიც სპეციალურად მსოფლიო მედიის წარმომადგენელთათვის აშენდა უზარმაზარი სიდიდისაა: 5-6 სტადიონი თავისუფლად ჩაეტეოდა მასში.

6. მსოფლიოს ნახევარზე ნეტი მცხოვრები თვალს ადევნებს ლონდონის 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებს. თამაშების ორგანიზატორები ვარაუდობენ, რომ 4 მილიარდზე მეტი ადამიანი უყურებს ლონდონში განვითარებულ მოვლენებს.

5. ლონდონი მსოფლიოში პირველი ქალაქია, რომელიც ოლიმპიურ თამაშებს მე-3დ მასპინძლობს. ლონდონმა ოლიმპიურ თამაშებს 1908 და 1948 წლებში უმასპინძლა. თუმცა ათენმაც ლონდონის მსგავსად 3ჯერ უმასპინძლა თამაშებს, მაგრამ 1902 წელს ოლიმპიკის მოწვევა არ ჩაითვალა, როგორც ოფიციალური მასპინძლობა.

4. თამაშები ლონდონს უდიდესი სახალხო მხატვრობის ნიმუშით დატოვებენ.image

ეს 377 მეტრი სიდიდის ნამუშევარი სპეციალურად ლონდონის ოლიმპიური თამაშებისთვის შეიქმნა. სკულპტურის დიზაინი დიდ ყურადღებას იპყრობს და ბევრს აოცებს თავისი ორიგინალურობით.














3. თამაშებს გრანდიოზულად დახურავს ამ შოუსთვის აღდგენილი ჯგუფი "Spice Girls". ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად 2012 წლის 12 აგვისტოს დასრულდება. შემდეგ წელს ოლიმპიურ თამაშებს რიო დე ჟანეირო უმასპინძლებს.

2. მიუხედავად იმისა, რომ თამაშების ოფიციალური სპონსორია "Adidas", კომპანია "Nike" დიდ როლს თამაშობს ოლიმპიკის მოწყობის საქმეში. უდიდესი კომპანია "Nike" არა მარტო მონაწილეების ჩაცმულობაზე ზრუნავს არამედ მნიშვნელოვნად აპონსორებს თამაშებს.

1. თამაშების ჩატარება 15 მილიარდ დოლარზე მეტი დაჯდა! თამაშების ღირებულება წელს 9.3 მილიარდი დოლარით გაიზარდა. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ლონდონმა უზარმაზარი ცერემონიალებისთვის უამრავი არქიტექტურული ძეგლის გამოყენება გადაწყვიტა, უამრავი მსოფლიოში ცნობილი მსახიობი თუ მოღვაწე იქნა მოწვეული და ა.შ. თუმცა მიუხედავად იმისა, თუ რამდენი დაჯდა თამაშების მოწყობა სანახაობა მართლაც ბრწყინვალე და გამორჩეული იყო. ბრავო ლონდონს:)




0
98
3-ს მოსწონს
ავტორი:მალიი
მალიი
98
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0