x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
საიდუმლოებით მოცული "მიცვალებულთა ქალაქი“, სადაც დრო სამუდამოდ გაჩერდა
image


სოფელი დარგავსი, რომელიც ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა – ალანიაში კერძოდ კი, მდინარე გიზელდონის მარჯვენა ნაპირზე, მთის ხეობის ცენტრში მდებარეობს, ერთი შეხედვით არაფრით გამოირჩევა. დღესდღეობით, იქ ერთ ადგილობრივ მკვიდრსაც პრაქტიკულად ვერ იპოვით, ხოლო თავად დასახლებული პუნქტი 2002 წლის სექტემბრიდან ცივილიზაციას თითქმის სრულიად მოწყვეტილია.


image


2002 წლის სექტემბერში, მყინვარწვერის მასივის კალთაზე, კოლკას მყინვარის მოწყვეტამ, ჩრდილოეთ ოსეთის, კარმადონის ხეობაში, 120 ადამიანის, მათ შორის, რუსი კინოვარსკვლავის სერგეი ბოდროვის სიცოცხლე შეიწირა. 200 კილომეტრი სიჩქარით მოძრავი, მყინვარული ღვარცოფი იმდენად დამანგრეველი აღმოჩნდა, რომ რუსეთის ისტორიაში მას ყველაზე "დიდი მყინვარული კატასტოფა" უწოდეს. სწორედ მაშინ დაზიანდა სოფლამდე მიმავალი გზაც თუმცა, ამ უნიკალური სილამაზისა და საიდუმლოებით მოცულ ადგილამდე რთულად მიმავალი გზის მიუხედავად, მსურველთა რაოდენობა წლიდან წლამდე მაინც არ მცირდება.



image


სოფელი დარგავსი ტურისტებს შორის ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლოს. მათ იქ არამხოლოდ ულამაზესი ბუნება, არამედ ის უნიკალური ნეკროპოლიც იზიდავთ, რომელიც სოფელთან, იქვე ახლოს მდებარეობს. ამ სასაფლაოს არაოფიციალურად "მიცვალებულთა ქალაქს" უწოდებენ.


image


შორიდან, ნეკროპოლისი მართლაც, რომ პატარა ქალაქს მოგაგონებთ, რომლის მთის ფერდობზეც ფერწერული ტილოსავით ხატოვანი, ასამდე უჩველო ქვის პატარა შენობაა მიმოფანტული.

image


აკლდამები დიდი ხნის განმავლობაში შეუსწავლელი რჩებოდა, ვინაიდან რევოლუციამდე ეს თითქმის წარმოუდგენელი იყო - ყველა, ვინც კი შიგნით შეღწევას გაბედავდა სიცოცხლის ფასად დაუჯდებოდა, თუმცა ადგილზე, არც 60 -იან წლებამდე რაიმე სერიოზული არქეოლოგიური სამუშაოები ჩატარებულა.




image


ეს უჩვეულო ფორმის შენობები ერთგვარ საოჯახო სამარხებს წარმოადგენს, რომელშიც დღემდე ასობით გარდაცვლილთა ნეშტი ინახება. არაერთი მოსაზრების თანახმად, გარდაცვლილებს მიწაში არ მარხავდნენ. ისინი თავიანთ ბოლო განსასვენებელს რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, საგვარეულო აკლდამებში, კერძოდ კი, ხის ნავებში პოულობდნენ.


imageimage


საგულისხმოა, რომ არც ერთ მეზობელ ერში გარდაცვლილის ნავში დაკრძალვის ტრადიცია არ ფიქსირდება. შესაძლოა, ეს რიტუალი ბერძნულ მითოლოგიასთან იყოს კავშირში, ვინაიდან მოგვიანებით არაერთი არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარებისას სამარხებში ნავების გარდა, ნიჩაბიც აღმოჩნდა, რაც უნებურად მიწისქვეშა სამეფოს მითიურ მდინარე სტიქსზე მიუთითებს, რომელზეც მოხუც მენავე — ქარონს გარდაცვლილთა სულები ნავით გადაჰყავდა.


image


ადრე აკლდამები ხის ფირფიტით და სარქველით იხურებოდა. ახლა უკვე ეს სპეციალური დაფები მოხსნილია და ნებისმიერ ადამიანს ღია ფანჯრებში, შიგნით არსებული სურათის საკუთარი თვალით ნახვა შეუძლია.



imageimageimage


ამჟამად, გარდაცვლილთა უმრავლესობისგან მხოლოდ ნახევრად გაცვეთილ სამოსში შეხვეული ჩონჩხიღა შემორჩა, თუმცა, აკლდამის შიგნით კარგი ვენტილაციის წყალობით მრავალი ცხედრის მუმიფიცირება მოხერხდა.


image


არქეოლოგები ყველაზე ადრეულ სამარხებს მე -17 საუკუნის დასაწყისით, ხოლო ბოლო აკლდამებს - XIX საუკუნის ოცდაათიანი წლებით ათარიღებენ.


image


ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად, შავი ჭირის ეპიდემიის დროს, რომელმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, დაავადებულები ახლობლებს ხშირად საკუთარი ინიციატივით თავად ტოვებდნენ და მარტოდმარტო, სრულ იზოლაციაში სიკვდილს ამჯობინებდნენ, ისინი ამ ტერიტორიაზე უკვე წინასწარ აშენებულ სამარხებში საკუთარი ფეხით მიდიოდნენ, რათა საყვარელი ადამიანები ე.წ. "შავი სიკვდილით" არ დაეინფიცირებინათ. მათ თან მხოლოდ რამდენიმე დღის სამყოფი წყალი და პური მიჰქონდათ და სამუდამო განსასვენებელს "მიცვალებულთა ქალაქში" პოულობდნენ, ჯანმრთელები კი, ხეობას დაუყონებლივ ტოვებდნენ.


image


დარგავსთან ახლოს ფერდობზე, არაერთი ლეგენდით გარემოცული, ტკივილითა და სევდით განფენილი ნეკროპოლი, საკუთარ საიდუმლოებებს კვლავ მდუმარედ ინახავს, ხოლო მეცნიერები კი, ამ უნიკალური ძეგლების გარშემო კვლევას კიდევ უფრო მეტი მონდომებით განაგრძობენ, იმ იმედით რომ ერთ დღესაც, მის საიდუმლოს აუცილებლად ამოხსნიან, მანამდე კი, ჩრდილოეთ ოსეთის ეს ულამაზესი ადგილი ტურისტებს კვლავ მაგნიტივით იზიდავს.



image



0
397
2-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
397