x
მეტი
  • 18.09.2024
  • სტატია:137111
  • ვიდეო:351964
  • სურათი:511221
"ჩემი ასაკი სულაც არ მაშინებს" - ნაომი კემპბელი

დრო ცვლის ყველას და ყველაფერს, მაგრამ ნაომი კემპბელი გამონაკლისია. ყველას უკვირს, როგორ ახერხებს "შავი პანტერა" 42 წლის ასაკში ასე კარგად გამოიყურებოდეს. რამდენიმე დღის წინ პაპარაცებს საშუალება მიეცათ გადაეღოთ თუ როგორ ისვენებს ცნობილი სუპერმოდელი იბიცის სანაპიროზე ბოიფრენდთან ერთად. პაპარაცები ეცადნენ ყველა მხრიდან და ყველა კუთხით გადაეღოთ ნაომი, მაგრამ ვერც ერთი ნაკლი ვერ უპოვეს. ეს არ არის გასაკვირი, რადგან "შავ პანტერას" სილამაზის უამრავი საიდუმლო აქვს. ის ახალგაზრდობის ელექსირად თვლის საკუთარ კოქტეილს, რომელსაც ხშირად მიირთმევს. ასევე ფორმის შენარჩუნებაში ეხმარება ფიზიკური დატვირთვა და მკაცრი დიეტა. მის რაციონში არ შედის პური, კარტოფილი, მაკარონი და შაქარი. "ჩემი ასაკი სულაც არ მაშინებს, რადგან მე ვიცი, რომ შესანიშნავად გამოვიყურები და ასაკი სულაც არ მეტყობა" - აღნიშნა ნაომი კემპბელმა. სუპერმოდელი სუპერ ფორმაშა!


imageimageimageimage








































imageimageimageimageimageimage





1
88
2-ს მოსწონს
ავტორი:Casper
Casper
88
  
0 1 1