სხვა ერაყში დემონსტრანტებმა 16 წლის მოზარდი მოკლეს,ცხედარი მოედანზე დაკიდეს და მის ფონზე მხიარული სელფი გადაიღეს 2019, 13 დეკემბერი, 12:58 ერაყში მომიტინგეებმა სასტიკად მოკლეს 16 წლის მოზარდი, რომელმაც, თითქოსდა დემონსტრანტებს ესროლა. შოკისმომგვრელი ინციდენტის შესახებ ჟურნალისტმა აბას ჯუმამ Twitter- ზე დაწერა. ბრბო ბიჭის ცხედარს წიხლებით შედგა და მოედანზე დააგდო. -მათ ცხედარი ბოძზე დაკიდეს და მხიარული სელფები გადაიღეს, ამბობენ, რომ ბიჭმა მანამდე დემონსტრანტების მისამართით ცეცხლი გახსნა. ასეც რომ იყოს, დაიშის-ის სტილში ლინჩი, ჩემი აზრით, ძალზე მეტისმეტია.-წერს ჟურნალისტი. ჟურნალისტი იმასაც აღნიშნავს, რომ ხელისუფლების დადანაშაულება აღარ გამოდის, რადგან ყველაფერში დამნაშავე თავად დემონსტრანტები არიან. სახალხო გამოსვლები ერაყში 2019 წლის ოქტომბერში დაიწყო. ბაღდადის ხელისუფლება იძულებული გახდა კომენდანტის საათი შემოეღო. საპროტესტო აქციების დაწყებიდან სულ რაღაც 5 დღეში დაიღუპა ასამდე ადამიანი. მომიტინგეებმა თავიდან მშვიდობიანი აქციებით დაიწყეს - ისინი მოითხოვდნენ მთავრობის შეცვლას, პრეტენზიები ჰქონდათ უმუშევრობაზე, თუმცა მალე მიტინგები პოლიციელებთან შეტაკებაში გადაიზარდა. 659 4-ს მოსწონს
|