x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
არბოშიკში ქალის მკვლელობისთვის დაკავებულ სამივე პირს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
image


თელავის რაიონულმა სასამართლომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკში მომხდარ ყაჩაღობაში ბრალდებულ სამივე დაკავებულს პატიმრობა შეუფარდა.


11 დეკემბრის სხდომაზე ბრალდების მხარემ შუამდგომლობა პატიმრობის მოთხოვნით იმით დაასაბუთა, რომ სამივე პირი წარსულში ნასამართლევია, ისინი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან იცნობენ ერთმანეთს, ამასთან არსებობს მტკიცებულებების განადგურებისა და ბრალდებულების მიმალვის საფრთხე.


დაცვის მხარე, ერთ- ერთი ბრალდებულის, თორნიკე მანჯავიძისათვის 10 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა და ამტკიცებდა, რომ მანჯავიძე მკვლელობის ღამეს შემთხვების ადგილას საერთოდ არ ყოფილა. თუმცა, სასამართლომ შუამდგომლობა არ გაითვალისწინა.



წინსასამართლო სხდომა 2020 წლის 4 თებერვალს, 15 საათზე ჩაინიშნა.


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკში 61 წლის თამარ სეფიაშვილის მკვლელობის ფაქტზე სამი პირია დაკავებული. ინფორმაცია დედოფლისწყაროს ტელევიზიას შსს-ს პრესსამსახურშიც დაუდასტურეს.


სოფელ არბოშიკში ამბობენ, რომ დაკავებულთა შორის არის გარდაცვლილის თანაკლასელი ტარიელ ლამაზოშვილი. დანარჩენი დაკავებულები დაზარალებული ოჯახისთვის უცხოა. ერთერთი ვერსიით, სავარაუდოდ, მსხვერპლმა თავდამსხმელები ამოიცნო, რის გამოც ის სიცოცხლეს გამოასალმეს.


ცნობილია, რომ მარტოხელა ქალი ფულს აპროცენტებდა, ამიტომ სოფელში მომხდარს სწორედ ყაჩაღობას უკავშირებდნენ, რადგან თვითმხილველებს საცხოვრებელი სახლი არეული დახვდათ.


დაკავებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე, თელავის რაიონული სასამართლო დღეს დაგეგმილ სხდომაზე იმსჯელებს. საქმე ყაჩაღობისა და განზრახ მკვლელობის მუხლებითაა აღძრული. ძალოვან უწყებაში განმარტავენ, რომ ყაჩაღობის შედეგად წაღებული ნივთები ამოღებულია.


„გაოგნებულები ვართ ოჯახში... ოქრო ამოვიცანით ძალიან ბევრ სხვა ნივთთან ერთად, რომელიც პოლიციამ დაკავებულის სახლში აღმოაჩინა! რაც თავიდანვე გვქონდა ჩვენებაში დაფიქსირებული. ფოტოსურათებიც რომელიც საქმეში დისკზეა. ძალიან ძლიერი პოლიცია გვყავს! მთელი კახეთის სამხარეოა ჩართული და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თვითოეულ მათგანს, “ - აღნიშნავს გარდაცვლილის შვილი, ირმა ბაღაშვილი.


შეგახსენებთ, ყაჩაღობა სოფელ არბოშიკში მიმდინარე წლის 6 ნოემბერს მოხდა, რის შედეგადაც, მარტოხელა ქალი გარდაიცვალა. გარდაცვლილი, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ახლობლებმა ე.წ. სკოჩით დაბმული გარდაცვლილი აღმოაჩინეს.

0
547
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
547
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0