x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
განათლების ფორმატი, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაშია დამკვიდრებული, ჰგავს სუნთქვის აპარატზე მიერთებულ საბჭოთა განათლების სისტემას

image

საშუალო განათლების ფორმატი, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაშია დამკვიდრებული, ჰგავს სუნთქვის აპარატზე მიერთებულ საბჭოთა განათლების სისტემის მიერ ვადადაგვაინებული აბორტის შედეგად შობილ გობლინ-ჰერმაფროდიტს. კარგა ხნის გაციებული გვამის გაცოცხლების მცდელობა კი ამაოა.

ერთადერთი ჭეშმარიტი სასკოლო რეფორმა - «საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის» პროექტის სრული და შეუქცევადი დასრულებაა. საშინაო სწავლება, დახურული ტიპის ელიტარული სკოლები, ეკლესიასთან არსებული წერა-კითხვის შემსწავლელი კლასები, მოკლედ ნებისმიერი რამ, ოღონდ არა ეს სავალდებულო საგანმანათლებლო სოციალისტური ექსპერიმენტი, რომელიც კატასტროფულად წარუმატებელი აღმოჩნდა; ცოდნისა და არსებული მიზერული ცოდნის გადმოცემის უნარის არ მქონე მასწავლებლები, რომელთაც არ ესმით ჭეშმარიტი განათლების მნიშვნელობა. ნებისმიერი, თუნდაც ძალზედ თამამი და ექსპერიმენტალური პროექტები, ოღონდ არა «განათლებით» დასახიჩრებული თაობები, რომელნიც მომავალში თავისავე მსგავსებს აღზრდიან.

ამ სკოლის კედლებში ვერც «აღორძინების ხანის ადამიანი», ვერც ახალი გენია ან გამომგონებელი ვერ აღიზრდება. აქ მხოლოდ სწავლისადმი ზიზღის, მიღებული ცოდნის ღირებულების ილუზიის, წარუმატებელი სოციალიზაციის, ნიჭისა და შემოქმედების აბუჩად აგდების თესლები თუ იხარებენ, იმიტომ, რომ ჩვენი სკოლებისა და განათლების სისტემის იდეურ საფუძვლებს წარმოადგენს თანასწორობა და ყველასათვის ერთი დონის განათლების მიღების აუცილებლობა, ეს ყოველივე კი მოსწავლეთა შორის ინტელექტუალური და ფიზიკური განსხვავების, თვითონ მოსწავლეთა და მათი მშობლების პირადი სურვილების გაუთვალისწინებლად. ჩვენთან განათლების, განსაკუთრებით კი უმაღლესი განათლების არსი გაუთვითცნობიერებულია და წარმოადგენს ცნობიერსა და კოგნიტურ შესაძლებლობებზე ძალადობას, უსარგებლო ინფორმაციის მექანიკური დაზუთხვის გზით.

იმ ადამიანთა აბსოლოტური უმრავლესობა, ვინც დღეს დაკავებულია საზოგადოებრივ-პოლიტიკური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, თუ სხვა რაიმე სახის გამორჩეული საქმიანობით, სასკოლო პერიოდში საზოგადოდ მიღებული საზომების მიხედვით არც თუ კარგი მოსწრების მოსწავლეები იყვნენ. ყველა ეს ადამიანი პიროვნებად სხვა ფაქტორების შედეგად ჩამოყალიბდა: თვითგანათლება, მშობელთა აღზრდა და განსწავლა, სკოლის გარეშე წრეები და ჩართულობები, სოციალური არაფორმალური ჯგუფები - ყველაფერი გარდა სკოლისა. ერთადერთი, რითიც სკოლა იყო დაკავებული, იყო მათი იმაში დარწმუნება, რომ არასწორი მიმართულებით მიდიან, ცუდ საქმეს აკეთებენ, რომ ცუდი მოსწავლეები არიან და გამოირჩევიან საერთო მასისგან, ხოლო მათი პრობლემები სასკოლო პროგრამასთან აპრიორში მიიყვანენ კატასტროფასთან და ჩავარდნასთან ზრდასრულ ცხოვრებაში.

მოსწავლეთა მუდმივი დაშინება - სკოლების დირექტორთა, სასწავლო ნაწილთა და მასწავლებელთა საზიარო პრაქტიკაა. ბავშვებს აშინებენ უამრავი ხერხით: დაწყებული მშობლებთან რეკვებით, რაც იწვევს მათ შერცხვენას სხვათა წინაშე ბავშვის «ნორმალურად» ვერ აღზრდის გამო, და დასრულებული ზემოთ უკვე ნახსენები წინასწარმეტყველებებით წარუმატებელი მომავლის, უმაღლეს სასწავლებელში ვერ მოხვედრისა და სამსახურში ვერ დასაქმების შესახებ. უკეთესი იქნებოდა ბევრ მასწავლებელს კვალიფიკაცია შეეცვალა და ადგილობრივი გაზეთის მკითხავი გამხდარიყო.
ასეთი დამსჯელი პედაგოგიკისგან ნაწილი მორალურად ტყდებოდა და იჯერებდა იმას, რასაც მასწავლებლბები და მათგან შთაგონებული მშობლები ეუბნებოდნენ. სხვებს არ სურდათ ამ მუდმივი შენიშვნებისა და კომენტარების გათვალისწინება და ბრმად მიდიოდნენ საკუთარ ცოდნის ლაბირინთში. დღეისათვის ეს უკანასკნელი წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ინტელექტუალურ იმედს. ისინი არ ავადდებიან სასკოლო ჭირით, რადგანაც გამომუშავებული ეგალიტარული ერთფეროვნებისადმი იმუნიტეტი აქვთ გამომუშავებული. საკუთარ შვილებსაც, დიდი ალბათობით სხვაგვარად არც გაზრდიან. თუნდაც შვილები საშუალო საგანმამანათლებლო სკოლაში გაუშვან, ისინი აუხსნიან შვილებს, რომ სასკოლო ნიშნები სხვა არაფერია თუ არა უბრალო ციფრები ჟურნალში, ხოლო მასწავლებელი, რომელიც მოსწავლეებთან იქცევა, როგორც ზედამხედველი, დისკრედიტაციას უწევს მასწავლებლის მაღალ წოდებას, ამიტომ იგნორირებული უნდა იყოს.

სკოლასა თუ უნივერსიტეტებში ყურადღებას მხოლოდ რაოდენობრივ შედეგს აქცევენ და არა ხარისხობრივს. განათლების ხარისხი შესაბამისი სტრუქტურების მხოლოდ ცალკეულ ადამიანებს აინტერესებთ, რომელთაც გვერდი აუარეს ჩვენი განათლების სისტემის გაუკუღმართებულ ზეგავლენას და მოისურვეს შვილები სკოლისადმი და მისი მასწავლებლებისადმი არაჯანსაღი თაყვანისცემის გარეშე აღეზარდათ. იმის თქმა, რომ დღესდღეისობით მოღვაწე ყველა მასწავლებელი არაკვალიფიციურია - ტყუილი იქნება, თუმცა პროფესიონალთა და მიზერული ხელფასის მიუხედავად საქმისადმი ერთგულ პედაგოგთა რიცხვი მცირეა. ეს ალბათ იმიტომ, რომ ყველას არ ძალუძს გახდეს პედაგოგი. თუმცა ამის მიუხედავად სისტემა შობს ათასობით არაკვალიფიციურ და უსარგებლო «სპეციალისტს», ყოველწლიურად უნივერსიტეტებიდან ახალი «მასწავლებლებისა» და «აღმზრდელების» გამოშვებით.

უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებით სიტუაცია არანაკლებ სავალალოა, უნივერსიტეტების 90% სამუდამოდ დასახურია, თუმცა ეს ცალკე სასაუბრო საკითხია. ამ პრობლემის ფესვები მდებარეობს სასკოლო საძირკვლის ქვეშ, ნიადაგში და არა უნივერსიტეტების კათედრებსა და დეკანატებში. ისიმი მხოლოდ ნაყოფს მოიმკიან აბიტურიენტთა სახით, რომლებიც აწყდებიან უნივერსიტეტის კედლებს ყოველ წელს, იმ მიზნით, რომ გააგრძელონ "განათლების მიღების" უაზრო და უსარგებლო პროფანაცია .

სასკოლო სისტემის რეფორმაციის შესახებ საუბრებო და ამ იდეის პრაქტიკაში განხორციელების მცდელობები ამაოა, ისევე, როგორც უმაღლესი განათლების რეფორმა. ისინი, ვინც ხედავენ თუ როგორ იმპლემენტირდება ეს პრაქტიკაში, მშვენივრად გაიგებენ რაზე მიდის საუბარი.

პოსტსაბჭოთა სკოლა საქართველოში - ეს «გათანაბრებისა» და საგანმანათლებლო პროცესის პროფანაციის საშუალებაა. აქ სარეფორმაციო არაფერია. ეს ზუსტად ის შემთხვევაა, როცა მშენებლობა ნულიდანაა საჭირო. აუცილებელია სასწავლო პროცესისადმი დამოკიდებულების შეცვლა, გადააზრება ისეთი ცნებების როგორებიცაა «ცოდნა», «შეცნობა», «განათლება» და ა.შ.

თუ თქვენ გყავთ შვილი, რომელიც დადის სკოლაში, აუცილებლად დაელაპარაკეთ მას ამ თემაზე. თქვენი მთავარი თეზისები უნდა იყოს შემდეგი: მასწავლებლები ყოველთვის არ არიან მართლები; შენ ყოველთვის არ ხარ მართალი; არ არსებობს არავითარი კორელაცია ნიშნებს, სკოლაში მოსწრებასა და შენს მომავალს შორის; ინფორმაციის დაზუთხვას არანაირი კავშირი არ აქვს ნამდვილ განათლებასთან. თუკი თქვენ არ გინდათ, რომ თქვენს ბავშვს მოუშალონ ფსიქიკა, გაუმეორეთ მას ეს ხშირად და აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. მიეცით მიმართულება, სტიმული თვითგანათლებისკენ და დაეხმარეთ. გახდით ბავშვისთვის მისაბაძი მაგალითი და ისწავლეთ მასთან ერთად. ვერც ერთი სკოლა ვერასდროს ჩაანაცვლებს სწორ ოჯახურ აღზრდას.image
1
62
3-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
62
  
2019, 11 დეკემბერი, 17:55
დღევანდელი ჩვენი განათლების სისტემა ცა და დედამიწასავით განსხვავდება საბჭოთა განათლების სისტემისაგან.მისი კარიკატურაღაა დარჩენილი.ადრე უმაღლეს სასწავლებლებში 5- წლიანი სწავლება იყო.კი გვასწავლიდნენ რამდენიმე უსარგებლო საგანს,თუნდაც დიამატს,მეცკომს და კიდევ 2-3 უაზრო საგანს,მაგრამ საერთო ჯაში ურიგო ცოდნას არ იღებდნენ.ეხლა კი ჯერ 4 წლიანი სწავლებაა და მომავალი წლიდან 3 წლიანზე გადადიან.რაც უფრო ნაკლებ დროს მოანდომებს ახალგაზრდა სწავლას,მით უფრო ზოგადი განათლება ექნება და არა ფუნდამენტური.რაც ნაკლები იცის ადამიანმა,მით უფროადვილი სამართავია.ასეა მთელს მსოფლიოში.ადამიანს ასწავლიან მხოლოდ იმას,რაც მას თავის გასატანად გამოადგება.
0 1 1