მსოფლიო ჩრდილოეთ კორეა "მოხუც და მოუთმენელ" ტრამს სერიოზული ქმედებებით ემუქრება 2019, 10 დეკემბერი, 15:05 ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ მკვეთრად დაგმო აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის უყურადღებო განცხადებები ტვიტერზე. აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში მშვიდობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, კიმ ენ ჩხოლის თქმით, თუ თეთრი სახლის მეპატრონე არ შეწყვეტს თავის პროვოკაციებს, ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარეს კიმ ჩენ ინს შეუძლია შეცვალოს აზრი მის შესახებ. ”ამერიკის ლიდერის შეუსაბამო და საშიში განცხადებები არ წყდება. თუ ასე გაგრძელდება, კიმ ჩენ ინი აზრს შეიცვლის ამერიკის პრეზიდენტთან დაკავშირებით. ”- თქვა მან. კიმ ჩენ ინმა გაიხსენა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ამერიკის პრეზიდენტისგან განსხვავებით, თავს უფლებას არ აძლევდა შეერთებული შტატების შესახებ გაკეთებულ განცხადებებში უკიდურესობა გამოეხატა. ამასთან დაკავშირებით, ჩრდილოეთ კორეის სამშვიდობო კომიტეტის თავმჯდომარემ, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, ტრამპს მოხუცი და მოუთმენელი ადამიანი უწოდა. ოფიციალურმა წარმომადგენელმა ასევე დასძინა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა არ იცის არაფერი ჩრდილოეთ კორეის შესახებ და შესაძლოა, ამერიკა სამწუხარო რეალობის წინაშე აღმოჩნდეს, თუ ის არ შეცვლის თავის საქციელს. მანამდე ტრამპმა ტვიტერზე დაწერა, რომ კიმ ჩენ ინი ჭკვიანი ადამიანია და იმედს გამოთქვამდა, რომ ის არ მიიღებს მტრულ ქმედებებს ვაშინგტონის წინააღმდეგ, რადგან, ამ შემთხვევაში ჩრდილოეთ კორეა ყველაფრს დაკარგავს. ამერიკის სახელმწიფოს მეთაურმა ასევე დასძინა, რომ ფხენიანს აქვს უზარმაზარი პოტენციალი ეკონომიკური განვითარებისათვის, მაგრამ ამისათვის აუცილებელია დენუკლერიზაცია. შეგახსენებთ, რომ 2019 წლის ივლისში მოხდა ისტორიული შეხვედრა ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის. მხარეებმა დაადასტურეს დაძაბულობის შემცირების სურვილი, ხოლო, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა გამოთქვა მზადყოფნა, უარი თქვას ბირთვულ პროგრამაზე, თუ მის ქვეყანას გარანტირებული ექნება უსაფრთხოება. 302 შეფასება არ არის
|