x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ქვემო ქედში ელექტროსადენების ქსელის განახლება მიმდინარეობს
image


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქედში "ენერგო- პრო ჯორჯია" ელექტროგადამცემი ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს.
კომპანიის ინფორმაციით, ღია სადენები 4 კმ მანძილზე დახურული სადენით შეიცვალა, 152 აბონენტისთვის მოეწყო ახალი აღრიცხვის კვანძი და განხორციელდა ახალი კარადების მონტაჟი. ამორტიზებული საყრდენები რკინა-ბეტონის ახალ საყრდენით იცვლება.


დედოფლისწყაროს მერიაში განმარტავენ, რომ ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით დედოფლისწყაროში აქტიურად მიმდინარეობს გარეგანათებების მოწყობა რაიონულ ცენტრს მოწყობილ სოფლებშიც. სულ ახლახან გარეგანათება სოფელ არხილოსკალოში დაემატა. პროცესი კიდევ გრძელდება.


ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ენერგო- პრო ჯორჯიამ მიმდინარე წელს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ელექტროგადამცემ ქსელზე სარაეაბილიტაციო სამუშაოები სულ ხუთ სოფელში განახორციელა.

-"დედოფლისწყაროში უკვე დამთავრდა ოთხი სოფლის გამრიცხველიანება- რეაბილიტაცია. ეს სოფლებია ოზაანი, საბათლო, სამთაწყარო და ფიროსმანი. ასევე ქალაქ დედოფლისწყაროში ძაბვის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით 1300 აბონენტისთვის ვგეგმავთ ძალოვანი ტრანსფორმატორის დამატებას. როგორც დედოფლისწყაროში, ასევე რეგიონის რვავე მუბიციპალიტეტში მიმდინარეობს ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოები.ამისთვის ყველა რესურსი გაგვაჩნია და ეს პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ კახეთში სრულად არ მოხდება ქსელის რეაბილიტაცია" - განაცხადა “ენერგო- პრო ჯორჯიას" კახეთის ფილიალის დირექტორმა ბერდია გოგლოძემ.



image

0
12
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0