პროფილაქტიკა გსურთ გაიუმჯობესოთ მეხსიერება და აღიდგინოთ მხედველობა? მაშინ მიიღეთ ეს უმნიშვნელოვანესი 12 პროდუქტი 2019, 5 დეკემბერი, 12:25 წარმოგიდგენთ 12 პროდუქტს, რომელიც ეხმარება მეხსიერების გაუმჯობესებას, ხელს უწყობს უფრო სწრაფ აზროვნებას და ახდენს ძვლოვანი ქსოვილის რეგენერაციას. ამას გარდა, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მხედველობას. ყველა ეს პროდუქტი ნატურალურია და რამდენიმე მათგანი სახლშიც კი გაქვთ, ამიტომ მაქსიმალურად ეცადეთ ჩართათ ქვემოთ წარმოდგენილი საკვები თქვენს ყოველდღიურ რაციონში. 1. როზმარინი: ერთ-ერთი ძლიერი საშუალება მეხსიერებისა და კონცენტრაციის გასაუმჯობესებლად. დამტკიცებულია, რომ მისი ქიმიური შემადგენლობა ხელს უწყობს ცერებრული სისხლის მიმოქცევას. აქვს საკმაოდ სასიამოვნო სუნი. დადგით როზმარინის მცენარე ქოთნით სახლში და გამოიყენეთ მისი ეთერზეთი მასაჟის დროს. ასევე, შეფიძლიათ დაუმატოთ კერძებში. ამასთან, როზმარინი მატონიზირებელი და იმუნიტეტის ასამაღლებელი საშუალებაა. მისი რეგულარულად გამოყენება ხსნის სტრესს, ნერვიულ დაძაბულობას, აუმჯობესებს მდგომარეობას ნერვოზის, საერთო დაუძლურებისა და სქესობრივი სისუსტის დროს. 2. ჭარხალი: აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ორგანიზმსა და ტვინში. ამას გარდა, წითელი ჭარხალი №1 ორგანიზმის გამწმენდია. უპირველეს ყოვლისა ის შეიცავს: ცელულოზას, სპილენძს, ფოსფორს და მთელ რიგ მინერალურ მჟავებს, რომელიც აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს, ნაწლავებში ანადგურებს ლპობის ბაქტერიებს. მეორე რიგში, მის შემადგენლობაში შედის ლიპოტროპული ნივთიერება "ბეტაინი, " რომელიც ღვიძლს ტოქსინებისგან უკეთ გათავისუფლებაში ეხმარება. მესამე რიგში, ჭარხალი ხელს უწყობს ორგანიზმის გაახალგაზრდავებას ფოლიუმის მჟავის (უფრო მეტი ახალი უჯრედი იქმნება) და კვარცის (აუმჯობესებს კანის, თმისა და ფრჩხილების მდგომარეობას) საშუალებით. 3.თევზი: შეიცავს ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს, რომელიც მნიშვნელოვანია თავის ტვინის ჯანმრთელობისთვის. უმნიშვნელოვანესი პროდუქტია როგორც ძვლოვანი ქსოვილისთვის, ისე – გულისთვის, რადგანაც ომეგა-3 ბუნებრივ საცავს წარმოადგენს. კონკრეტულად რომელი თევზია სასარგებლო: ორაგული, სკუმბრია, კალმახი და თინუსი. ამასთან, ჩატარებული კვლევების თანახმად, ზღვის ცხიმიანი თევზის მიღება კვირაში 5-ჯერ, 54%-ით ამცირებს ინსულტის რისკს მასში შემავალი უჯერი ცხიმოვანი მჟავებისა და ბეტა-კაროტინის წყალობით. 4. ავოკადო: აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ტვინში. ამასთან, ორგანიზმში ავსებს პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების დეფიციტს, რაც იმას ნიშნავს, რომ სისხლძარღვების ათეროსკლეროზის და თრომბოზის განვითარების შანსი მნიშვნელოვნად მცირდება. ავოკადო მდიდარია კალიუმით, ამიტომაც განსაკუთრებით პოზიტიურად მოქმედებს გულის კუნთის მუშაობაზე. ბევრმა ადამიანმა სამწუხაროდ არ იცის ამ ტროპიკული ხილის სასარგებლო თვისებების შესახებ. შეიცავს ბრწყინვალე ნივთიერებას გლუტატიონს, რომელიც ბლოკავს ბევრ სახიფათო კანცეროგენს, რითაც ხელს უწყობს ღვიძლის ნორმალურ მუშაობას. ამასთან, არეგულირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში, ეხმარება საჭმლის მონელებას და ორგანიზმს კარგად ამარაგებს ჟანგბადით. 5. მოცვი: აღნიშნული ხილი ანტიოქსიდანტების მდიდარი წტაროა, რომელიც ტვინს ნაადრევი სიბერისგან იცავს. ანტოციანიდინების ყველაზე მდიდარი წყარო, ყველა არსებული ბუნებრივი ანტიოქსიდანტებიდან ყველაზე ძლიერი. ის არა მხოლოდ მხედველობას აუმჯობესებს, ასევე ორგანიზმის ბევრ ფუნქციას აღადგენს და სერიოზულ წინააღმდეგობას უწევს ორგანიზმის დაბერების პროცესს. უმჯობესდება უჯრედული მემბრანების გამტარობის უნარი და ორგანიზმში ანთებითი პროცესების დონე კლებულობს. დადებითი ეფექტი აქვს ნერვიული იმპულსების გადაცემაზე, რაც თავი მხრივ ხელს უშლის პარკინსონის და ალცჰეიმერის დაავადებების განვითარებას. ამასთან, ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს და ამცირებს სისხლში შაქრის შემცველობას. 6. მწვანე ჩაი: აუმჯობესებს მეხსიერებას და ზრდის ტვინის ქმედუნარიანობას. დღეში 2 ფინჯანი მწვანე ჩაი ხელს უწყობს კონცენტრაციას და კოგნიტური ფუნქციის განვითარებას. ამასთან, თავისი ანტიოქსიდური უნარით, ერთი ფინჯანი მწვანე ჩაი ბოსტნეულის ერთი პორციის ექვივალენტია. მდიდარია იმ ნივთიერებებით, რომელიც ებრძვის სიმსივნურ და გულსისხლძარღვთა დაავადებებს. ამცირებს სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის შემცველობას. დიდი რაოდენობით კატეხინებს შეიცავს – ბუნებრივ ანტიოქსიდანტებს, რომელიც ხელს უშლის დაბერების პროცესს და ეხმარება გახდომის პროცესს. კვლევის თანახმად, მწვანე ჩაის რეგულარული გამოყენება 15-20% -ით უფრო აჩქარებს ცხიმების წვას ორგანიზმში. 7. პომიდორი: შეიცავს ლიკოპინს, რომელიც ტვინის უჯრედებს დაზიანებისგან იცავს. აღნიშნული ანტიოქსიდანტი ეფექტურად ებრძვის სიმსივნის გამომწვევ თავისუფალ რადიკალებს. მისი მიღება პომიდვრისგან დამზადებული ისეთი პროდუქტებისგან შეიძლება როგორიცაა ტომატი. ლიკოპენი განსაკუთრებით ეფექტურია პროსტატის, საშვილოსნოს, კუჭისა და სწორი ნაწლავის კიბოს წინააღმდეგ საბრძოლველად. ჰარვარდის ჯანმრთელობის საჯარო სკოლის კვლევების თანახმად აღნიშნული ანტიოქსიდანტი ხელს უშლის ასევე მკერდისა და პირ-ხახის სიმსივნის განვითარებას. პომიდორში შემავალი ვიტამინი A, ხელს უწყობს მხედველობის გაუმჯობესებას. ასევე იცავს ღამის სიბრმავისგან და მაკულარული დეგენერაციისგან. ვიტამინი A ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომლის ფორმირებაც ხდება ორგანიზმში არსებული ჭარბი რაოდენობის ბეტა-კაროტინისგან. ბევრი მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემა ჩნდება თავისუფალი რადიკალების უარყოფითი გავლენის გამო. 8. ხახვი: აუმჯობესებს მეხსიერებას. უმჯობესია უმი სახით თუ მიიღებთ. ყველაზე მთავარი ხახვში ფიტოციდებია, რომელსაც შეიცავენ ეთერზეთები. ფიტოციდებს შეუძლია წამებში გაანადგუროს უამრავი ბაქტერია და სოკო. ასევე, ხახვი აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს და ეხმარება მკვებავი ნივთიერებების ათვისებაში. შეიცავს დიდი რაოდენობით გოგირდს, რაც აუვნებელყოფს და ანადგურებს ყოველივე "ზიანის მომტანს" ორგანიზმში. 9. შავი შოკოლადი: ეს ცხიმიანი საკვები შეიცავს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტს და კოფეინს, რომელიც ზრდის კონცენტრაციის უნარს და მეხსიერებას. საუბარია შოკოლადზე კაკაოს მაქსიმალური შემცველობით. კაკაო შეიცავს ანტიოქსიდანტს, რომელიც ფლობს ფენომენალურ შესაძლებლობას დაიცვას ორგანიზმი სხვადასხვა ინფექციისგან. უპირველეს ყოვლისა, ეს ნივთიერება სასარგებლოა კანისთვის. ამიტომ კაკაო – უბრალოდ აუცილებელია ქალებისთვის, რომელთაც სურთ შეინარჩუნონ ახალგაზრდა კანი ხანდაზმულ ასაკში. ამასთან, მეცნიერებმა გამოაქვეყნეს დასკვნა, რომლის თანახმადაც შავი შოკოლადის დაახლოებით 60 ჰორმონი ხელს უშლის არტერიების შევიწროვებასა და დახშობას. აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციასა და ხელს უშლის თრომბების წარმოქმნის ალბათობას. გარდა ამისა, კოფეინი და თეობრომინი, რომელსაც ეს მწარე ნუგბარი შეიცავს, ადამიანის შრომისუნარიანობისა და შემოქმედებითი აქტივობის სტიმულირებას ახდენს. 10. კაკალი: ზრდის ჟანგბადის მიწოდებას და ფლობს ბევრ მკვებავ ნივთიერებას ომეგა -3 ჩათვლით, რაც ხელს უწყობს თავის ტვინის სისხლძარღვების კედლების გამაგრებას. ყველა თხილეული შეიცავს ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს, მაგრამ კაკალში გაცილებით დიდი რაოდენობითაა ალფა-ლინოლენური მჟავა, რომელიც ეხმარება გულის არითმიისას, ასევე რეკომენდირებულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისთვის – ამცირებს სისხლში ქოლესტერინის რაოდენობას, ამისათვის დღეში რვა ცალი კაკალი უნდა მიირთვათ. ის ძალიან მდიდარია ისეთი ვიტამინებით, როგორიცაა: A1, B1, B2, E, PP, C და ასევე, შეიცავს იოდს, ფოსფორს, კალიუმს, კალციუმს, კობალტს, რკინას, თუთიას, მაგნიუმს... ზოგადად კაკალს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტიანემიური, ბაქტერიოციდული, ანტისკლეროზული და თქვენ წარმოიდგინეთ, ონკოლოგიური დაავადებების შემაფერხებელი თვისებებიც კი. 11. კურკუმა: შეიცავს კურკუმინს, რომელიც ებრძვის ორგანიზმში მიმდინარე ანთებით პროცესებს და აუმჯობესებს მეხსიერებას. კურკუმინი რომელიც აღმოჩენილია კურკუმაში, ამ სანელებლის 2-6% შეადგენს და მას უნარი აქვს გაანეიტრალოს თავისუფალი რადიკალები, რომლიც პასუხისმგებელია ორგანიზმში ქრონიკული დაავადებების განვითარებაზე, ნაადრევ სიბერესა და სიბერის ნიშნების განვითარებაზე, როგორიცაა ნაოჭები და ლაქები კანზე. 12. ვაშლი: არაჩვეულებრივი საშუალებაა ფორმის შესანარჩუნებლად და ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად: ვაშლი შეიცავს პექტინს, ისეთ ანტიოქსიდანტებს როგორებიცაა ფლავონოიდები და პოლიფენოლები, რკინას, მგნიუმს, კალიუმს, იოდს... მისი რეგულარული მიღება (განსაკუთრებით უზმოზზე ჭამამდე ნახევარი საათით ადრე) ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალურ მუშაობასა და ორგანიზმის გაწმენდას; ამცირებს ქოლესტერინის დონეს, გულ-სისხლძარღვთა და სიმსივნური დაავადებების განვითარების რისკებს. ასევე დაგაინტერესებთ: რომელი პროდუქტები შეიცავს ახალგაზრდობის ჰორმონს? იტალიელმა დიეტოლოგებმა ახალგაზრდობის საიდუმლო ამოხსნეს მეცნიერები გვაფრთხილებენ – აუცილებლად შეიტანეთ კურკუმას ჩაი თქვენს რაციონში! ტუტოვანი დიეტა ორგანიზმში სიმსივნურ უჯრედებს ანადგურებს – პროფესორი კოლინ კემფბელი 25 საუკეთესო ტუტე რეაქციის მქონე პროდუქტი – მიირთვით, რათა თავი დაიცვათ სიმსუქნის, კიბოსა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან როგორ ანადგურებს შაქარი ჩვენს ჯანმრთელობას? 8 სახიფათო შედეგი 6 პროდუქტი, რომელიც ფარისებრი ჯირკვალს ანადგურებს 850 4-ს მოსწონს |
მხედველობა იდეალური მაქვს, რასაც ვერ ვიტყვი მახსოვრობაზე, 4-ჯერ ნარკოზის მიღება არაა ცოტა.
შავი შოკოლადი მართლაც იდეალურია აღნიშნული კუთხით, პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე ვადასტურებ. :)