საზოგადოება ბელადის სიდედრი: საიდან გაჩნდა ჭორები, რომ სტალინი თავისი მეუღლის მამა იყო? 2019, 3 დეკემბერი, 21:47 იოსებ სტალინის პირად ცხოვრებაზე დღემდე ვრცელდება მრავალფეროვანი ჭორები. ერთ-ერთი მათგანის თანახმად, ლიდერის მეორე მეუღლე ნადეჟდა ალილუევა რეალურად მისი საკუთარი ქალიშვილი იყო. იმისდა მიუხედავად, რომ ეს განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს, ამ ჭორების წინაპირობები ნამდვილად არსებობდა. ალილუევების ოჯახის პირველი წევრი, რომელიც სტალინმა გაიცნო, იყო მისი მომავალი მეუღლის მამა სერგეი იაკოვლევის ძე ალილუევი. როგორც ვლადიმერ ალილუევი წერს თავის წიგნში "სტალინი-ალილუევი. ერთი ოჯახის ქრონიკა"- სერგეი იაკოვლევის ძე იყო ტიპური რევოლუციონერი. ამის გამო ბედმა ის იოსებ ჯუღაშვილს შეახვედრა. 1903 წელს (1904 წლის სხვა წყაროების თანახმად) მათ ერთად გადაიტანეს სტამბა თბილისიდან ბაქოში. მოგვიანებით, სერგეი ალილუევი გადავიდა სანქტ-პეტერბურგში, სადაც განაგრძო რევოლუციური მოღვაწეობა. სანქტ-პეტერბურგის ფართო ბინა, რომელიც ალილუევებმა იქირავეს, უსაფრთხო გახდა მრავალი ბოლშევიკისთვის. ენციკლოპედია "სტალინის" ავტორის ვლადიმერ სუხოდეევის თქმით, ვლადიმერ ლენინიც კი იმალებოდა სერგეი ალილუევის ბინაში. აღნიშნულ ბინაში მიდიოდნენ კრუპსკაია, ორჯონიკიძე, პოლეტაევი და სტალინი. ეს უკანასკნელი დიდხანს ცხოვრობდა ალილუევებთან, მას შემდეგ, რაც განთავისუფლდა ტურუხანსკის გადასახლებიდან. სადარდებელი არაფერი იყო, რადგან სერგეი ალილუევის მეუღლე ოლგაც აქტიური რევოლუციონერი იყო, მაგრამ ოლგა ალილიუევაზე ვერავინ იტყოდა, რომ კარგი ცოლი და დედა იყო. ნელი გორესლავსკაია, წიგნის ავტორი "იოსებ სტალინი- ერების მამა და მისი შვილები " - წერს, რომ ოლგას სისუსტე ჰქონდა საპირისპირო სქესის მიმართ, რომ იგი ხშირად ტოვებდა თავის ქმარს და შვილებს სხვა რევოლუციონერებთან რომანტიკული ურთიერთობის გამო. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ოლგა ალილევას არაადეკვატური ქცევის მიზეზი შიზოფრენია იყო. მაშინ არავინ ეპარებოდა ეჭვი ოლგა ალილუევას ავადმყოფობაში და ის მაგნიტივით იზიდავდა მამაკაცებს. არსებობს ვარაუდი, რომ ოლგა ვერ შეეწინააღმდეგა იოსებ სტალინის ხიბლს. მრავალი მკვლევარი დღემდე რეალობად მიიჩნევს ლიდერსა და მის მომავალ სიდედრს შორის ასეთ კავშირს. ამ ვერსიას ეთანხმება გამოცემა "სტალინის" ავტორი რუპერტ კოლი. თვით ოლგას ვაჟმა პაველმა საკუთარი თვალით დაინახა, თუ როგორ კოცნიდა დედა სტალინს. სწორედ ამ კავშირმა გამოიწვია ასეთი სახის ჭორები. ალბათ, ყველაზე შოკისმომგვრელი ჭორი იყო ის, რომ ოლგა ალილუევას ქალიშვილი, ნადეჟდა, რომელიც მოგვიანებით დაქორწინდა სტალინზე, სინამდვილეში ლიდერის ბიოლოგიური ქალიშვილი იყო. ისტორიკოსთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ ასეთი ზღაპრები მხოლოდ ცილისწამებაა. ბრიტანელი მკვლევარი და ჟურნალისტი სიმონ სებარ მონტეფიორე თავის წიგნში "სტალინი: წითელი მონარქის ეზოში" არ უარყოფს ოლგას და იოსებ ჯუღაშვილს შორის ინტიმურ ურთიერთობას, მაგრამ ირწმუნება, რომ ისინი ერთმანეთს შეხვდნენ მაშინ, როცა ნადეჟდა უკვე სამი წლის იყო. სვეტლანა ალილუიევა, სტალინის ქალიშვილი, რომლის სიტყვები მოცემულია ევგენი გუსლიაროვის წიგნში "სტალინი ცხოვრებაში", ამბობს რომ ბებია ყოველთვის თბილად ეპყრობოდა სიძეს. ამავდროულად, ოლგა ალილუევა წინააღმდეგი იყო კობას და ნადეჟდას ურთიერთობისა. იგი დარწმუნებული იყო, რომ ამ ქორწინებაში მისი ქალიშვილი უბედური იქნებოდა. მიუხედავად ამისა, შეყვარებულები დაქორწინდნენ. ნადეჟდა ალილუევავა 18 წლის იყო, ხოლო სტალინი კი უკვე დაახლოებით 40 წლის. მთელი ცხოვრება ოლგა ალილუევა ნადეჟდას სულელს უწოდებდა, ხოლო ქალიშვილის თვითმკვლელობის შემდეგ მან თქვა, რომ მთელი ამ სისულელის შედეგი იყო ეს ტრაგედია. 1992 შეფასება არ არის
|