ღამით, ბიორიტმების შესაბამისად, ორგანიზმში ნელდება ყველა პროცესი, მათ შორის - ნივთიერებათა ცვლაც. ღამით ცხიმი ნელა იწვება, უმეტეს წილად - იწყება მისი დაგროვება და ადამიანი სუქდება. ამასთანავე, საჭმლით გავსებული კუჭი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში დიაფრაგმას აწვება და გულის მუშაობას აძნელებს, განსაკუთრებით კი გულ-სისხლძარღვებით დაავადებულებს უჭირთ.
ძილის წინ შეგიძლიათ ჭამოთ ვაშლი, სტაფისო, დალიოთ მაწონი, ქვენი, კომფოტი.