შოუბიზნესი კონჩიტა ვურსტის ბავშვობის შოკისმომგვრელი ფოტოები, რომლებიც კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარეს (ფოტოები) 2019, 30 ნოემბერი, 14:43 ტომას ნოივირთმა 2014 წელს მსოფლიოში დიდი ფურორი მოახდინდა, როდესაც ევროვიზიაზე კონჩიტა ვურსტის სახელით წარდგა და გამარჯვებაც მოიპოვა.
მაშინ 25 წლის მომღერალმა მსოფლიოში გაითქვა სახელი, როგორც "წვერიანმა ქალმა". იმ წამიდან დაიწყო განხილვა მისი სექსუალური ორიენტაციის, გარეგობის, ჩაცმის სტილის და მსოფლმხედველობის. ტომასმა გულახდილი ინტერვიუს დროს აღიარა, რომ ის, ჯერ კიდევ ბავშვობაში, ქალის ტანსაცმლით პოზირებდა და ამით დიდ სიამოვნებას იღებდა. სწორედ ცოტა ხნის წინ, ამ სიტყვების დამადასტურებული, შოკისმომგვრელი ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა. ჯერ კიდევ პატარა კონჩიტა ვურსტი ქალის ტანსაცმელებში და ქუსლიან ფეხსაცმელებში ისე პოზირებს, როგორც მოდელები აკეთებენ ამას. ნახეთ ფოტოები და მიხვდებით, რომ კონჩიტას ქალის ამპლუაში წარდგენა სულაც არ ყოფილა იმიჯის ნაწილი და ის ჯერ კიდევ პატარა ასაკში გრძნობდა თავს კომფორტულად საპირისპირო სქესის წარმომადგენლების სამოსში. 1227 2-ს მოსწონს
|