x
Hans Zimmer-ის ბიოგრაფია და ულამაზესი მუსიკა

imageHans Florian Zimmer-ი არის გერმანელი კომპოზიტორი და მუსიკალური პროდიუსერი. იგი არის 100-ზე მეტი ფილმის მუსიკალური კომპოზიტორი, მათ შორის ისეთი ცნობილი ფილმებისა როგორებიც არიან The Lion King (1994), Crimson Tide (1995), Gladiator (2000), The Last Samurai (2003), The Dark Knight (2008) Inception (2010) Pirates of the Caribbean(2007)
Sherlock Holmes: A Game of Shadows (2011)
Transformers: Revenge of the Fallen (2009) და მრავალი სხვა.imageZimmer-ი დაიბადა 1957 წლის 12 სექტემბერს გერმანიაში (Frankfurt). სადაც იგი ეუფლებოდა პიანინოზე დაკვრას სახლში, მასწავლებელთან სიარული არ უყვარდა, რადგან დისციპლინას ვერ იტანდა. თინეიჯერულ ასაკში იგი საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა Hurtwood House-ის სკოლაში სასწავლებლად. იგი იხსენებს, რომ მას მამა ადრეულ ასაკში გარდაეცვალა და შვება მუსიკაში ნახა, რომელიც მისი ნამდვილი მეგობარი გახდა.
პირველი კარიერული წინსვლა ბრიტანეთში ჰქონდა, შემდეგ კი იგი საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა სადაც სახელი საქვეყნოდ გაითქვა.მისი პირველი მუსიკალური ნაწარმოები, რომელმაც წარმატება მოუტანა იყო 1988 წელს ფილმის "Rain Man"-ისთვის შესრულებული მუსიკა.

ამჟამად იგი არის DreamWorks-ის(სტუდია, რომელიც ფილმებისთვის მუსიკას ქმნის) მთავარი დირექტორი.
Hans Zimmer-ის ნამუშევრები გამოირჩევა ინტეგრირებული ელექტრონული მუსიკის და ტრადიციული საორკესტრო მუსიკის სინთეზით. მას მიღებული აქვს ჯილდოები: "Grammy Awards", 2 "Golden Globes", "Classical BRIT Award", და "Academy Award".
იგი ასევე შესულია "Top 100 Living Geniuses" (100 ცოცოხალი გენიოსი) სიაში.
image

2
77
5-ს მოსწონს
ავტორი:ზიზი-აზია
ზიზი-აზია
77
  
2012, 3 აგვისტო, 13:47
ხო ჩემი პირადი აზრიც ეგაა:D:D:
2012, 3 აგვისტო, 11:51
ნამდვილად ღირსია გენიოსთა სიაში რომ მოხვდა :)
0 1 2