საზოგადოებრივი ძველი სამყაროს 3 ძირითადი საიდუმლო 2019, 2 დეკემბერი, 11:28 დედამიწაზე უამრავი საიდუმლოა. თუმცა, მათ შორის, ყველაზე მთავარი მაინც ეს სამია: I. როგორ გაჩდნენ ცოცხალი ორგანიზმები? ადამიანების მეზობლად, დედამიწაზე სხვადასხვა სახეობის ცოცხალი ორგანიზმები ცხოვრობენ. თუმცა, საიდან და როგორ გაჩნდნენ და რატომ არიან ასე მრავალფეროვნად წარმოდგენილები, ძნელი სათქმელია. მართალია, არსებობს მეცნიერების ოფიციალური დასკვნა, რომ ეს ყველაფერი მილიარდობით წლის წინ, ბაქტერიების მუტაციით დაიწუო და შემდეგ ევოლუცია განიცადა. მაგრამ მასშიც, ბევრი უზუსტობა და შეუსაბამობა არსებობს... თუ დავუშვებთ, რომ სიცოცხლე სულ სხვა გზით შეიძლებოდა რომ გავრცელებულიყო, მაშინ რომელი? ეს ძალიან სერიოზული კითხვაა და მხოლო მასზე პასუხი დაგვეხმარება, ჩვენი არსებობის საიდუმლოს ამოხსნაში. ჩვენც ხომ გაურკვეველი გზით გავჩნდით დედამიწაზე. თუმცა, ბევრად უფრო გვიან, ვიდრე სხვა ცოცხალი ორგანიზმები... და თავად შევძელით, ან ვიღაც დაგვეხმარა, რომ ევოლუციური განვითარების მიმდინარე ეტაპამდე მოვსულიყავით. II. არსებობდნენ უძველესი ღმერთები? «ღმერთები» – ასე ეძახდნენ, უძველეს დროში, უცხოპლანეტური ცივილიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც დედამიწაზე კოსმოსიდან ჩამოვიდნენ. არსებობს ვერსია, რომ სწორედ ისინი გვეხმარებოდნენ და განვითარებისკენ გვიბიძგებდნე. ამჟამად, უამრავი მეცნიერი ცდილობს, ჩვენი ცივილიზაციის და მათ შორის კონტაქტის პერიოდის დადგენას და დღეს არსებული არტიფაქტების გათვალისწინებით, ეს დაახლოებით, 20 ათასი წლის წინ უნდა მომხდარიყო. ისინი თუ მართლაც არსებობდნენ, მაშინ გამორიცხული არ არის, რომ განვითარებაში მართლაც დაგვეხმარნენ და შემდეგ გაქრნენ. მაგრამ, თუ ასეთი რამ არ ყოფილა? მაშინ უამრავი ფაქტი არსებობს, რომელიც ძალიან რთული ასახსნელი იქნება, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ მათ არსებობას დავუშვებთ. III. ძველი მსოფლიოს მაღალგანვითარებული ცივილიზაციები ჩვემი პლანეტა არაერთი მილიარდი წელი არსებობს და ამ ხნის მანძილზე, მასზე არაერთი ცოცხალი ორგანიზმი სახლობდა. თუ ადამიანები ადრეც, მაგ. დინოზავრების ეპოქაშიც ცხოვრობდნენ, საკუთარი თავის განადგურება, რა თქმა უნდა შეეძლოთ (ისე, როგორც ჩვენ. დღეს ვისაც არ ეზარება, ყველა ატომურ ბომბს აკეთებს და თუ III მსოფლიო ომო დაიწყო, ის ბოლო ომი იქნება ჩვენი ცივილიზაციის ისტორიაში.) და მათი კვალი მარადიულობაში დაიკარგებოდა. დღეს რომ მოხდეს რაიმე სახის მასშტაბური კატასტროფა – აპოკალიფსი, რამდენიმე მილიონი წლის შემდეგ, ჩვენი ცივილიზაციიდან სულ მცირე კვალიც კი აღარ იქნება. რა თქმა უნდა, კვალი იქნება, მაგრამ მიწისა და მსოფლიო ოკეანის ფსკერის, ასობით მეტრის, ქვეშ. მაგ., თურქეთის სამხრეთით მდებარე, ყველაზე ძველი მეგალითური ნაგებობა, გიობექლი თეფე, რომელიც 12 ათასი წლის წინ იყო შექმნილი, 15 მ. სიმაღლის ბორცვის ქვეშ იყო აღმოჩენილი. ახლა კი, ის ვიანგარიშოთ, მილიონი წლის შემდეგ, რა სიმაღლის იქნებოდა ეს ბორცვი: ყოველი ათასი წელის შემდეგ, მისი სიმაღლე – 1, 25 მ-ით იზრდებოდა. ხოლო, 1 მლნ. წლის შემდეგ – 1250 მ-ს მიაღწევდა. გამოდის, რომ, რაც დღეს ბორცვია, მილიონი წლის შემდეგ, უკვე მთა იქნება... და ძველი ცივილიზაციის კვალის მოსაძებნად, ვინ დაიწყებს მთების გადათხრას? 1840 4-ს მოსწონს
|