x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
ზნედაცემულობის, დეგრადირების და არაადამიანურობის პიკი, რომელიც "გირჩის" წევრებმა გააკეთეს

image როცა ოსმალები და სპარსელები ცეცხლით და მახვილით შემოესეოდნენ საქართველოს, უპირველესად ცდილობდნენ გაენადგურებინათ ეკლესია-მონასტრები, გაენადგურებინათ სასულიერო პირები.
ანადგურებდნენ ყველაფერს რაც ქართველს რწმენასთან აკავშირებდა, ძირფესვიანად ჩეხავდნენ ვენახს.
ოსმალები და სპარსელები მტრები იყვნენ და არ მიკვირს მტერი ასე მოგვქცეოდა, მაგრამ ძალიან მაინტერესებს თუ რატომ მისცა რეგისტრაცია იუსტისციის სამინისტრომ ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე და მოქმედ ორგანიზაცია "გირჩს", რომელიც ღიად და დაუფარავად ეწევა სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებებს?
ახალგაზდებს შთააგონებენ, რომ სულაც არ არიან ვალდებული იმსახურონ ქართულ არმიაში და ურჩევენ შევიდნენ მათ ორგანიზაციაში, რომელიც ერთი-ერთში ჯდება სექტის ჩარჩოებში.
თავის მხრივ "გირჩში" გაწევრიანებულ ახალგაზრდას ანიჭებენ სასულიერო პირის სტატუსს, რომელსაც დოკუმენტაციით უმყარებენ. გასაწვევ პუნქტში მისული ახალგაზრდა წარადგენს აღნიშნულ დოკუმენტს და ის ჯარისგან თავისუფლდება, რაც სრული აბსურდია.
ვინაა "გირჩი", როგორც ორგანიზაცია ინდულგენციები არიგოს და ქართველ ახალგაზრდებს გონება მოუწამლოს, რატომ არ უუქმდება რეგისტრაცია ქვეყნის ერთიანობის დამანგრეველი იდეოლოგიის მატარებელ ორგანიზაციას?
გუშინ იყო აღნიშნული ორგანიზაციის წევრების ზნედაცემულობის პიკი-ხატებიდან ამოჭრეს წმინდანების თავები და მათ ნაცვლად ჩასვეს ბატონი ივანიშვილის თავი.
სადაა სახალხო დამცველი, როცა საზიზღარი და ამაზრზენი ფორმით ილახება ჩემი, როგორც მართლმადიდებელი ადამიანის უფლება?
სადაა სამართლებრივი დევნა ამ ქართველი ვანდალების წინააღმდეგ?
როცა დუმს კანონი და ის ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც ევალებათ ამგვარი საკითხების ცივილური მეთოდებით მოგვარება, თავს იჩენს ღირსება შელახული ადამიანების აგრესია, რომელიც აუცილებლად იქნება მიმართული მათი ღირსების შემლახავი საზოგადოებრივი ჯგუფის მიმართ.
მოვუწოდებ სახალხო დამცველს დაუყოვნებლივ დაინტერესდეს მომხდარი ფაქტით, მოვუწოდებ იუსტიციის სამინისტროს-გადახედოს "გირჩის" რეგისტრაციის ლეგიტიმურობას, მოვუწოდებ შსს-ს დაიწყოს მოკვლევა
მომხდარ ფაქტზე.
წინააღმდეგ შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: თანამოაზრეების დიდ ჯგუფთან ერთად იძულებული გავხდები თავადვე მივიღო შესაფერისი ზომები.
მე ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ "გირჩის" რეგიონალურ ოფისს არ მივცემ მუშაობის საშუალებას აქტიური ბლოკირებით.
ცოცხალი ჯაჭვით ჩავკეტავთ ოფისში შესასვლელს.

0
147
8-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
147