x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2020 – განსაკუთრებულია!!! – ასეთი წელი 1010 წელში ერთხელ დგება

სულ ცოტაც და 2019 წ. დასრულდება, თავისი სასიხარულო ამბებით და სირთულეებით. მალე ნაძვის ხეც გაჩნდება სახლებში და 2020 წელი დადგება. თუმცა, ბევრმა არ იცის, რომ ის, სხვა წლებისგან განსხვავებით, ნამდვილად რომ განსაკუთრებული იქნება! ამის მიზეზი კი ის არის, რომ 2020 სარკისებური ციფრებისგან შედგება... და უნდა ითქვას, რომ ის ყველა ჩვენგანისთვის, ნამდვილად დასამახსოვრებელი იქნება!


image




ჯერ 2020–ის განსაკუთრებულობის შესახებ


განმეორებადი რიცხვები – ანგელოზის ნუმეროლოგიის (მეცნიერება, რომელიც XV ს. ინგლისში გაჩნდა. დამაარსებელი ინგლისელი მათემატიკოსი, ასტრონომი, გეოგრაფი და ასტროლოგი ჯონ დი (John Dee) იყო) მნიშვნელოვანი ნიშანია და ყველა ციფრს თავისი მნიშვნელობა აქვს: ზოგი უბედურების მაუწყებელია, ზოგსაც – სიხარული მოაქვს. რაც შეეხება 2-ს, – ის ამ ნუმეროლოგიაში, დაცვის და სიმშვიდის მატარერბელია.

მოახლოებული 2020 წელი უამრავ სასიამოვნო სიურპრიზს გვიმზადებს და ბევრ ადამიანს მნიშვნელოვან ცვლილებებს ჰპირდება. თუ თქვენ არ მოგწონთ სამუშაო, პირადი ცხოვრება და ყველაფერი ის, რითიც ცხოვრობთ, ამ განსაკუთრებულ წელს, ყველაფრის შეცვლის შანსი გეძლევათ. ყველაზე გაუბედავი ადამიანებიც კი, რომლებიც ყოველთვის დინების მიმართულებით ცურავენ, საკუთარ თავში, ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის ძალას იპოვიან.




ფინანსური მხარე


2020 წელი ფინანსურ აღმასვლასაც გვპირდება. ის ბევრ ადამიანს თავდაჯერებულობას და წონასწორობის გრძნობას მოუტანს. მართალია, დამდეგი წელი მატერიალურ კეთილდღეობას გვპირდება. მაგრამ, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ადამიანი გარკვეულ ძალისხმევას გამოიჩენს, – ფინანსების მოზიდვა მხოლოდ შრომით იქნება შესაძლებელი. თუმცა, ანაზღაურებაც არ დააყოვნებს და ის დახარჯული ენერგიის ადეკვატური იქნება.

ნუ შეგეშინდებათ რისკის – 2020–ში ყველა ადამიანს მაგიური რიცხვები დაიცავს და იმ შემთხვევაში, თუ რამე, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით არ წავა, დანაკარგი მინიმალური იქნება.



«ბედის გახსნა»


განსაკუთრებული იქნება 2020 წელი მარტოხელა ადამიანებისთვის. ის მათ საინტერესო შეხვედრებს და ნაცნობობას ჰპირდება. თუმცა, წლის მანძილზე, ოჯახის შექმნის შანსი ბევრს არ ექნება. მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ წყვილები ურთიერთობას წლის ბოლომდე შეინარჩუნებენ, მათი კავშირი აუცილებლად ქორწინებით დასრულდება.




ნეგატივისგან დაცვა


სარკისებური ციფრები, საკუთარ თავში, მხოლოდ სიკეთეს არ ატარებს. ამ წელს, როგორც არასდროს, უამრავი ადამიანი ემოციების გავლენით იმოქმედებენ, რაც ჩხუბის, სკანდალების და უკმაყოფილების მიზეზი გახდება. ამიტომ, საჭირო იქნება ემოციების მოთოკვა და სიმშვიდის შენარჩუნება.

«სიმშვიდე» და მხოლოდ «სიმშვიდე» – იმ ადამიანის დევიზი უნდა გახდეს, ვისაც დამდეგი წლის ყველა სიკეთით სარგებლობის სურვილი აქვს.




P. S. სარკისებური წლები დიდ იშვიათობას წარმოადგენს და ჩვენ ამ მხრივ, ნამდვილად რომ გაგვიმართლა. შემდეგი ასეთი წელი, მხოლოდ 3030 წელი იქნება. ასე, რომ, ყველანაირად უნდა ვეცადოთ და 2020 წლისგან შემოთავაზებული შანსები სწორედ გამოვიყენოთ.

imageimageimageimageimageimageimage






1
5309
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
5309
  
2019, 28 ნოემბერი, 2:47
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1