შოუბიზნესი მსახიობი ქალები, რომლებსაც ეროტიკულ სცენებში ჯერ კიდევ მოზარდობის პერიოდში იღებდნენ 2019, 24 ნოემბერი, 13:09
ბევრი მსახიობი საკუთარ კარიერას ჯერ კიდევ ბავშვობის ადრეული წლებიდან იწყებს, ხოლო აი, ზოგიერთი მათგანი კიდევ უფრო შორს მიდის და მსოფლიო კინემატოგრაფში ღირსეული ადგილის დამკვიდრებას არც მეტი, არც ნაკლები პირდაპირ, ეროტიკულ სცენებში თამაშით იწყებს.
ნიკი რიდი
2006 წელს გადაღებულ კრიმინალურ კომედიაში - "მინისთვის ეს პირველია" 17 წლის ასაკში ნიკი რიდმა ალეკ ბოლდუინთან ერთად საკმაოდ თამამ სცენებში ითამაშა.
ჯოდი ფოსტერი
როდესაც ჯოდი მხოლოდ 13 წლის იყო, მან მარტინ სკორსეზეს, 1976 წელს გადაღებულ ფილმში "ტაქსის მძღოლი", 12 წლის მეძავის როლი შეასრულა, სწორედ ამ ნამუშევრისთვის იქნა ჯოდი ფოსტერი "ოსკარზე" ნომინირებული.
მილა იოვოვიჩი
ულამაზესი მილა იოვოვიჩი სულ რაღაც 15 წლის იყო, როდესაც ფილმში "დაბრუნება ცისფერ ლაგუნაში" ლილის როლი ითამაშა, არასრულწლოვან მსახიობს პარტნიორობას ბრაიან კრაუზე უწევდა, რომელიც იმ პერიოდისთვის მხოლოდ 22 წლის იყო.
სიმონეტა სტეფანელი
ნუთუ ვინმე იფიქრებდა, რომ საკულტო ფილმის ამ ცნობილ კადრში ეს გოგონა მხოლოდ 15 წლის იქნებოდა? სწორედ ამ ასაკში შეასრულა "ნათლიას" მეორე ნაწილში სიმონეტა სტეფანელიმ მაფიოზ, მაიკლ კორლეონეს პირველი მეუღლის როლი.
პენელოპა კრუსი
პენელოპა კრუსმა 16 წლის ასაკში ცნობილი ესპანელი რეჟისორის ბიგას ლუნას ფილმში - "ლორი, ლორი" მეძავის ქალიშვილის - სილვიას როლი განასახიერა. საგულისხმოა, ის ფაქტიც, რომ სწორედ ამ როლით შედგა მომხიბვლელი ესპანელი მსახიობის წარმატებული დებიუტი კინოში. როგორც ცნობილია, პენელოპა კრუსმა პირველად ფილმ "ლორი, ლორის" -ს გადასაღებ მოედანზე თავისი ერთადერთი და მარადიული სიყვარული - ხავიერ ბარდემიც აღმოაჩინა, რომელთანაც დღემდე ბედნიერი ოჯახური ცხოვრებით ცხოვრობს.
კირა ნაითლი
2001 წელს გადაღებულ საშინელებათა ჟანრის ფილმში "ორმო" ფრენკის როლი 15 წლის კირა ნაითლიმ იდეალურად მოირგო. სინამდვილეში, ეს დრამა სიყვარულზე საერთოდ არ არის, თუმცა მასში არასრულწლოვანი მსახიობის თამამი სცენები საკმაოდ მრავლად არის.
ტორა ბერჩი
ტორა ბერჩიმ 16 წლის ასაკში, 1999 წელს გადაღებულ სემ მენდესის გახმაურებულ ფილმში - "ამერიკული სილამაზე" ჯეინ ბერნემის როლი შეასრულა, გასაკვირი არ არის, რომ მშობლებმა ქალიშვილს თამამ სცენებში გადაღების უფლება დართეს, ვინაიდან თავად ორივე მათგანი პორნო მსახიობია, რომლებმაც პორნოგრაფიულ ფილმში - "ღრმა ხახა" ერთად ითამაშეს.
ოლივია ჰასი
მაშინ, როდესაც 13 წლის ჯულიეტა კაპულეტი, რომეოზე უზომოთ შეყვარებული გოგონას განცდებს მთელი თავდავიწყებით თამაშობდა, მსახიობი ოლივია ჰასი უკვე 16 წლის იყო. თამამი სცენები იმაში მდგომარეობდა, რომ ოლივიას მხოლოდ მკერდი უნდა მოეშიშვლა, რასაც არასრულწლოვანმა თავი შესანიშნავად გაართვა. თუმცა, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, მსახიობი საკუთარი ფილმის პრემიერაზე არ დაუშვეს, ვინაიდან ფილმის ნახვა ნებადართული მხოლოდ 18 წელს მიღწეული პირებისთვის იყო.
|